ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ ა რ ნ ი
ჟანრი: იუმორისტული
3 აპრილი, 2011


საქართველო – ხორვატია 1 : 0

(ეზღვნება თემურ ქეცბაიას და ყველა თემურს ან თემურას ან თემურიეს ან საერთოდ თემო თავართქილაძეს)

ქეცბაია! ქეცბაია! ყვირის დიდი, პატარა
და ინგრევა გამარჯვებით სტადიონი ბორისის.
დვალიშვილმა ბურთი თავით ატარა და ატარა,
სხვა დროს ასეთ გამარჯვებებს ნურავინ ნუ მოგვიშლის.

დავაჩოქეთ ხორვატია,  ჭკუაზე ვერ მოსულან...
კობიმ ისე მაგრად გლიჯა, გავოგნდი და გავფითრდი,
სტადიონზე მოდრიჩი გოგუასგან ორსულად
გამხდარა და ნათლიად აირჩიეს არბიტრი.

„ჭადრაკუნებს“ გავიგე გამარჯვება რომ სურდათ,
მაგრამ ძმაო, როგორც გინდა ,ისე სულ ხომ არ ხდება.
პრანიჩს როცა გამწარებით, გაგიჯებით მოწყურდა,
სწორედ მაგ დროს ჩვენმა კახიმ სტიპს აჰკიდა ანთება.

ასე იყო იმ დღეს ყველგან, ბათუმში თუ თბილისში,
დაივიწყეს სერიალი, პროფილმულტფილმკინო და
სტადიონთან მოდებულ ქართველ ფანთა მიტინგი
„მიშა მიშას“ მაგივრად მარცვალაძეს ყვიროდა.

ზეიმია თბილისში, დრო ჩვენს ხელში გაჩერდა,
სადაც ჩემი ხალხია, მეც ხომ სწორედ იქვე ვარ.
გაფიცებით, სხვა დროსაც – ასე თუ კი გაგრძელდა,
ჩვენთან ყველა ბაღანას თემურიე ერქმევა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები