ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სბდვალი
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2011


ყველაფერი თამაშია...


არ მჯერა სიტყვების... მე შენი ფიქრების
აკორდის რითმებზე ავაგებ სტრიქონებს,
დაგთმე და დაგტოვე ველურ დროებაში
სადაც არასოდეს გული არ გიგონებს,
პაექრობს მონატრება, სიშორის სიმფონია
რატომღაც ედავება უზრო განშორებას,
იცვლება დროება და იცვლება თაობები,
მაგრამ არ შეცვლილა ჩვენი დაშორება,
შენი გულის ფეთქვა, ჩემი გულის ფეთქვა,
უსმენ და ხვდები რომ ერთად აღარ ფეთქავს,
ბრალია ჩემი, შენი, ბრალია თუნდაც სხვისი
ვისაც არ ენება ჩვენი შეხამება,
ღმერთია მოწამე რომ მიყვარხარ უსასრულოდ
და დამეთანხმება ამაში სამება,
მაგრამ გვიანია ახლა გულის ტკენა,
ხო და ჩემი სევდა ვღვარე ტაეპებად,
თუმცა არ შეცვლილა ამით გულის წყენა,
მიტომ მივუყები ქუჩებს ეტაპებად,
ყოველდღე მთვრალი ასე, არყით თუ მონატრებით,
დაღლილი უარყოფით, დარდით თუ მოლანდებით,
დავეძებ უსასრულოდ მას რაც არ გამაჩნია,
მერე ვფხიზლდები და თავთან საუბრისას
ვხვდები ყოველივე თურმე თამაშია...
გამეფდა სიმარტოვე, გამეფდა უძილობა,
სუფევდეს სიშორე და ტკიოდეს გულს ჭრილობა,
ავიტან ყოველივეს, ავიტან აუტანელს,
"MEMENTO MORI" - ვეთანხმები გრანელს...

შევწყვიტე ყველაფერი... ეს ფუჭი ოცნებებიც
ფუჭად ემსგავსება მიუწვდომელ ვარსკვლავს,
გავა წუთები და ჩვენი სიყვარული
ისევ გამოიწვევს ჩვენს გულებში ანშლაგს,
ახლა არ მოდიხარ, ახლა მიმატოვე,
ახლა ადგილი აქვს უმიზეზოდ დაშლას,
ფუჭად დააპირებ ვიცი საყვარელო,
ჩვენი ოცნებების და ფიქრების წაშლას...
ვიცი არ გჯერა რომ რაც კი ჩვენში ხდება
უნდა შევადაროდ უმიზეზო განგაშს,
რადგან დაბრუნდები, რადგან ჩამიხუტებ,
რადგან ყოველივე ემსაგავსება თამაშს...


საბა დვალი 01.02.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები