ნაწარმოებები



ავტორი: ზაზა_გაბეჩავა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 აპრილი, 2011


მინიმები

#1
ცაზე ულამაზესი რკალი შვიდფეროვნებს;
ვარდებს  ტუჩებზე შეშრობიათ მზის პირნაბანი წყალი.
ვარდების და მზის სუნია ყველგან...

#2
ყვავილები ქრიან...
ცივა.
(მე მხოლოდ ჩემი სითბო მათბობს).

#3
ხელიდან გისხლტება გრილი მკლავი,
როგორც ნაკადულიდან ახლადამოყვანილი თევზი...
წვიმს...

#4
მზეს გაუყინავს მწვანე ხვლიკი.
ძალიან ცხელა.
(გესმის ფოთლების მძიმე სუნთქვა)...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები