ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
7 აპრილი, 2011


ძაღლი და ფისო (ბათუმში გასაგზავნად გამზადებული და აღარგაგზავნილი "100 სიტყვა")

“ჰმ... როგორ ეფერება?!...  “ფისო”... ფისო არა, კვატი! რა სახელია “ფისო”?! ნორმალურ სახელს ვერ დაუძახებენ? ნახე, რაა... ხან კალთაში ისვამს, ხან ატატებული უჭირავს... კისერზე დაისვას ბარემ!@უუუხ, ეს რა კაპასი იქნება დიდობაში, კოჭებში ეტყობა! სულ ჩხავის, სულ იკაწრება და არავინ არაფერს ეუბნება, “პატარააო”...  გაიზარდოს ცოტა?! მაგას ვაჩვენებ სეირს... ჯერ მეცოდება. აი, გესმით? ახლაც ჩხავის... არა, წი-კვი-ნებს!!! ხმა მაინც ჰქონდეს ნორმალური?! მჩხავანა კატაა, ფისო კი არა!...” - ძაღლი ფარდაგზე გაიჭიმა, გაიზმორა....

შიმშილი იგრძნო. ცალი თვალით გახედა ფისოს. მერე დედამისს შეხედა და წაიწკმუტუნა.

- გშია, ბობიკა? ახლავე, ნინიკოს ვაჭმევ და შენც მოგხედავ... - დედამ უგემრიელესი რძით სავსე ძუძუ მიუტანა პირთან ნინიკოს და ღიმილით მიეალერსა:
- ჩემი ფიიიისო...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს