ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2011


სიზმრად

შუაღამემ  უკვე  -მთვარე სულ მაღლაა- ზენიტს მიაღწია,
ქუჩას ჩაეძინა აქვე.  ფანჯრის ძირში, - ადგილს მიაკვლია,
აღარც მანქანები, ჩქამიც კი არ ისმის, მიწყდა რია-რია,
ნუღარ მეფიქრები, მოდი, დავიძინოთ, უკვე გვიანია!

მოდი, სიზმრად მოდი,სხეულს გავეპაროთ, სხეულს ხიფათიანს,
სივრცეს გავეპაროთ, რაც ჩვენს გარშემოა,- ჩვენი კი არ ქვია!
მთვარეს ჩავუაროთ, ღრუბლებს იქით,  სადაც შენთან მინატრია,
სადაც ვარსვლავები, ყველა, თავთავიანთ ლამაზ ბინაშია.

ნუღარ მეფიქრები, მოდი, დავიძინოთ, უკვე გვიანია!
ყველას მიწაზე აქვს ბინა, -ჩვენი  ზეცამ მაღლა მიაბნია,
შენთან "ვოიაჟი" სიზმრად...- ბევრად უფრო ცხადად მიმაჩნია,
ვიდრე ეს ცხოვრება,- რაც რომ დიდზე უფრო დიდი მირაჟია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები