ნაწარმოებები


ლიტერატურული ჟურნალი „ანეულის“ გამოცხადებულ „ერთი მოთხრობის კონკურსზე“ ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 15 ნოემბერი.     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე "ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები"

ავტორი: ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2011


ასაგაო

მეასედ გადავკვეთე ოთახის მოსაწყენი მოციონი
თვალებით.შვერილებად შეზრდილი აბსურდული მარტოობა.
ღრუბლები,ამინდები,იმდენად გასაკვირი მეცინება.
რომ მნახო როგორ ვცხოვრობ(გოგრაში-ასაგაო) ატირდები.

ყოველდღე ქვაფენილზე ნაბიჯის უმიზეზო აჩქარება.
ხეები,გადარბენა,ფოთლები-შემოდგომის მაცნეები.
ნატვრების მოძალება,იმდენად რამდენადაც ქარავანი
ეწოდოს შეიძლება.კანკალი,აგრაფია,პანაცეა-

-აბების ურეცეპტოდ მიღება.რეალურად რა ბედენა
ძილისწინ (სხვათშორის) ტროპარი ,სახარება,კატეხიზმო
შეძენილ სეკრეციულ ჯირკვლების(ფარისებრის) ადენომას
როგორღაც მოვერიე.ამიტომ ქალაქს მინდა გავერიდო

როგორმე დავისვენო,ვიკითხო.ნატრიუმის ციანიდზე
ფიქრები ამოვიგდო,სხეულში შვერილებად მარტოობამ
იმდენად გადამღალა ამ ბოლოს იშვიათად მეცინება
რომ მნახო როგორ ვცხოვრობ(გოგრაში-ასაგაო) ატირდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ქეთი... ვულოცავთ დაბადების დღეს