ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ზაზა_გაბეჩავა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 აპრილი, 2011


ტალანტები

ხელოვნება და ყოველი არსი მოქმედებისა მხოლოდ სიკეთეში უნდა ჰყვაოდეს და ისხამდეს ნაყოფს...პირველი, რაც დაიწერა და შეიქმნა ღვთისგანაა. ასევე ჩვენც, რასაც ვწერთ თუ ვქმნით -ღვთის სიყვარულით უნდა იყოს და ქრისტიანული საწყისებიდან უნდა ამოიზარდოს. უფლის სადიდებლად, სიყვარულის სადიდებლად, იმ უდიდესი სიყვარულისა, რომლითაც ღმერთმა შექმნა ეს სამყარო. თვის ხატად ადამიანი. ადამიანი, რომელსაც ფიზიკურად ღმერთის სახე აქვს. მარტო ამას უნდა ვცეთ დიდი პატივი, რომ ღმერთმა თავის მსგავსად შეგვქმნა. ყველა ადამიანში არის ღვთის სახე და სილამაზე, რაოდენ ( ჩვენი გაგებით უშნოც) არ უნდა იყოს ის...ამიტომაცაა სხვისი დაცინვა დიდი ცოდვა, რადგან როცა შენ ადამიანს დასცინი, ამით ღმერთს დასცინე.
სიყვარული არის ჩვენი ცხოვრების შვება...
და ამ სიყვარულს მუდამ უნდა მივუახლოვდეთ, მუდამ უნდა ავმაღლდეთ!
ტალანტს ტალანტი უნდა მივუმატოთ...
ჩვენ უნდა ვადიდოთ და წმინდა ვყოთ ის სიყვარული, რომლითაც ღმერთმა უფლება მოგვცა გვიყვარდეს...როდესაც უფლება გვაქვს გვქონდეს ჩვენი წილი სიყვარული ღვთის სიყვარულში...როდესაც ღმერთი გვეუბნება გიყვარდეთ ერთმანეთი! რომელი სიყვარულითაც გული წმინდაა და უღალატო, როდესაც ჩვენი გული ღმერთს ეკუთვნის, ჩვენ გვეკუთვნის და ადამიანებს...არსებობს კი ღმერთზე დიდი სიყვარული?
როგორ უნდა უღალატო ამ სიყვარულს?

ჰაგიოგრაფიიდან დავიწყოთ და...
-ვეფხისტყაოსანი არ კმარა?
თუ რამე გვეწერება, სიკეთისთვის უნდა ვწეროთ. გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, რომ ამით საკუთარ თავს წარმოვაჩენ...უბრალოდ აუცილებლად მივიჩნიე დამეწერა და თქვენამდე მომეტანა...
არ შეიძლება ქალის სილამაზე ღვთისმშობლის ფრესკას შევადაროთ, ანგელოზს შევადაროთ...ჩემი აზრით ეს მკრეხელობაა.
მე ვიტყოდი, რომ დღეს ძალიან ბევრი კარგი რაღაცა იქმნება და იწერება, მაგრამ...
ცოტა რწმენაა საჭირო...
და კიდევ ღვთის შიში...
შევეშვათ რაღაც წარმართულ-მითოლოგიურ-ეროტიულ საწყისებს...
ეს არაფერს მოგვიტანს.
უბრალოდ რომ არ ვიხმაროთ სიტყვები ,,ჯადო, ბედისწერა, თილისმა და ა.შ. უკეთესი იქნება.
ძალიან ცუდია როცა გვხვდება მამაკაცის ნაწარმოებში( თუნდაც ქალის) სიტყვა ,,წყეული''.
საერთოდ რომ არ ვიხმაროთ ეს სიტყვა ძალიან კარგი იქნება.
გინება -ეს ცალკე თემაა კიდევ...

მტკივა გული, რადგან ბევრი ნიჭიერი ვითომ ღმერთთან იწყებს პაექრობას...ეწინააღმდეგება რაღაცეებში და ამას მერე პოეზიას არქმევენ... ძალიან კარგი რაღაცეების შექმნა შეუძლიათ ამ  ადამიანებს და დასანანია, რომ არ იხარჯებიან იქ, სადაც უნდა დაიხარჯონ....
თვიმკვლელობა ხომ თითქმის ყოველ მეორე ლექსში გვხვდება, ასევე ღმერთიც თითქმის ყოველ მეორე ლექსშია ნახსენები...ზუგჯერ უაზროდ, უმისამართოდ...თუ ასე გიყვართ ღმერთი თავს რატომ იკლავთ თქვე კეთილო ხალხო?
ნიჭიერს უფრო მეტი მოეთხოვება, რადგან იგი ყოველთვის ხდება მისაბაძი. ეს დიდი პასუხისმგებლობის გრძნობაა. იქნებ ვინმე განსაცდელში მყოფმა წაიკითხა რაღაც სუიციდით დამთავრებული ნაწარმოები და იქნებ ეს გახდეს ბიძგი მისი თვითმკვლელობისა? მერე სად მიდიხარ?
ამიტომაცაა ნათქვამი: ვისაც მეტი მიეცა- მეტიც მოეთხოვება.
ცუდი არასდროს ვთხოვოთ ღმერთს, თუნდაც გულის სიღრმეში...
დიდად მადლობელი ვიქნები, თუ ამას სწორად გაიგებს ერთი ადამიანიც კი...

უფალი გვფარავდეს ყველას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები