ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: საბავშვო
23 მაისი, 2011


ქაფი-ქუფი (ბათუმის "ლექსების გამოფენა")

ეძღვნება ჩემს გიოს :)

ქაფი-ქუფი,
ქაფი-ქუფი,
მიყვარს რეცხვა,
საპნის ბუშტი.
სულ ერთ ჯამში მოვათავსე:
კატის კნუტი,
ბატის ჭუკი,
პერანგი და ფეხსაცმელი,
ჯამ-ჭურჭელი ერთი ფუთი.
ბევრი ფხვნილი მოვაყარე,
ჭყაპა-ჭყუპი,
ჭყაპა-ჭყუპი.
მინდა ბებომ სისუფთავე
დამიფასოს ბატი-ბუტით.
ბოლოს მაინც დავისაჯე,
კუთხეში ვარ ათი წუთი,
ტაკუნაზე მამჩნევია
ბებოს ხელი - თითი ხუთი.
განა ჩემი ბრალი არის,
მის ნივთებსაც "ვუვლი"თუკი?
რომ წურვისას მის სათვალეს
გაუვიდა წკაპა-წკუპი?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს