ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2011


და მერე, როგორც ჩვეულებრივ...

ღია ფანჯრიდან შემოვარდნილ ტყვიას რომ ჰგავდა,
გაიზუზუნა ჩემს ყურებთან შენმა სიტყვებმა.
უცებ მომინდა ხელნაკრავი მომეკლა თავი,
შემესვა შხამი,
მაგრამ მხოლოდ შენი ბაგიდან.
მრისხანე ტუჩებს დავეწაფე, როგორც მწყურვალი
და მერე, როგორც ჩვეულებრივ,
დილამ გაგვყარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები