ნაწარმოებები


ლიტერატურულ კონკურს "ეგო-არტი 2014"-ზე საკონკურსო მასალების მიღება გრძელდება მიმდინარე წლის 19 სექტემბრამდე     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ემიგრანტის წერილი 2014“-ზე საკონკურსო მასალების მიღება გრძელდება მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე     * * *     ლიტერატურული ჟურნალი „ანეული“ აცხადებს „ერთი მოთხრობის კონკურსს“ რევაზ ინანიშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე "ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები"     * * *    

ავტორი: უცნობი-ნაცნობი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2011


სალაღობო სიყვარულს(ლადო ასათიანის მოტივებზე) (( სალაღობო))

ცხრა ლახვარი, ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე, სიყვარულში,
მომხვდება და რკინის გულით,
აბჯარი მაქვს, განაბული.

სანუკვარი მეგობრები,
დასერილი მინდორ-ველი,
ლოთიანი სიმღერა და,
ღრუბლებივით დარდი წრფელი.

ფიცხელ ომში, თეთრი მტრედი,
ძუ მგელივით, მოჩანს ხედი,
გულმკერდგადაშლილი გედი,
მღერის ახლა, ისევ ნებით.

ბოლო ტაეპს, და მოფრინავს,
ციდან ერთი ბინდის გზებით.

სიცოცხლეო ერთო ბეწო,
არ დამტოვო უცაბედოდ.
ცხელი გული მიჩუქნია,
აფეთქებულ სავანესო.

დაუკარით შადიანი,
არ მანახოთ დარდიანი,
მე ნოტები ლოთიანი,
ცხოვრება დგას შფოთიანი.

ცხრა ლახვარი, ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე, სიყვარულში,
მომხვდება და რკინის გულით,
აბჯარი მაქვს, განაბული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები