`ომი ჯარისკაცისთვის სხვა არაფერია გარდა სიკვდილთან . შეჩვევისა~. _
წამიკითხავს სადღაც.
უკვე საკმაოდ შევჩვეოდი სიკვდილს, როცა სერჟანტი ტარტაროვი გავიცანი. მრავალი სახე წაიშალა ჩემი გონებიდან, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მასთან მხოლოდ რამდენიმე საათი დავყავი, იგი ჩემს მეხსიერებას მაინც შემორჩა. ჩვეულებრივი, ავღანური, უსაშველოდ ცხელი აგვისტო იყო, როდესაც ილია დიდებაშვილის გვამის ამოსაცნობად ჩარიქარიდან ყუნდუზის მორგში მიმავლინეს. ყველა ჯარისკაცს და ოფიცერს ყელზე მასრა ეკიდა, რომელშიც ვინაობის დამადასტურებელი წარწერა იდო. მაინც სანამ მიცვალებულს თუთიის კუბოში ჩაასვენებდნენ, გვამის ამოცნობა, დოკუმენტის შედგენა და ხელმოწერა ხდებოდა. განაწესი იყო ასეთი. აღარ მახსოვს, რამდენად განვიცადე დიდებაშვილის დაღუპვა. ის ოცეულის მეთაური იყო, მე _ მისი მოადგილე. შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ, როგორც ზემოთ ვახსენე, სიკვდილს უკვე შევჩვეოდი და მეეჭვება, რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა მიმეცა ამ ამბისათვის. დილით, სისხამზე ავტოკოლონას გამაყოლეს და მეორე დღეს, შუადღისას უკვე ყუნდუზში გახლდით. ჰოსპიტლის გვერდით მდებარეობდა მორგი. ეს უკანასკნელი აქამდე არასოდეს მენახა და არც არავითარი წარმოდგენა მქონდა მასზე. სამხრობის ჟამი იქნებოდა, როცა მორიგემ სერჟანტ ტარტაროვთან წარმადგინა. მაშინვე განსაკუთრებული შთაბეჭდილება შემექმნა ამ ჯარისკაცზე: მაღალი, გამხდარი და ძვალმსხვილი იყო, დაკუნთული ყბები უთრთოდა, სისხლნაკლულ ტუჩებში სიცივე ჩაღვროდა. ნაცრისფერ თვალებში ვერაფერს ამოიკითხავდით. მაღლა აწეული წარბები და თხელი კეხიანი ცხვირი მტაცებელი ფრინველის იერს ანიჭებდა. სერჟანტმა თავი გამაცნო და მორგისკენ წამიძღვა. უსაშველოდ დიდ ნაბიჯებს დგამდა. სწრაფად, მხრების ქნევით მიდიოდა და უკან ერთხელაც არ მოუხედავს, არ დაინტერესებულა, მივყვებოდი, თუ არა. მორგი წარმოადგენდა მიწაში ჩაფლულ რეფრიჟერატორს. მარჯვნივ და მარცხნივ სამ იარუსად განელაგებინათ თაროები, რომლებზეც ელაგა თუთიის კუბოები და ახალი ცხედრები, რომელთა კუბოში ჩაწვენა ჯერ ვერ მოესწროთ. მორგს ემსახურებოდა ოცეული. ჯარისკაცებს ევალებოდათ რეფრიჟერატორის მუშაობისათვის ყურადღების მიქცევა, გვამების დაბანა, საპარადო ფორმის ჩაცმა და კუბოში ჩასვენება. მორგში შევედი და გული ყელში მომებჯინა: გვამები, რომლებიც ჰოსპიტლიდან გადმოეტანათ შედარებით ნორმალურად გამოიყურებოდნენ, ხოლო ისინი, ვინც პირდაპირ ბრძოლის ველიდან აკრიფეს, საშინელი შესახედავნი იყვნენ: სისხლში მოსვრილი გიმნასტიურები, პირგაღებული ჭრილობები, მოღრეცილი, ნაწამები სახეები და გახეხილი თვალები... _ რომელია დიდებაშვილი? _ მკითხა სერჟანტმა, იქვე პირველ თაროზე ჩამოჯდა და იდაყვით ოფიცრის სახედასისხლიანებულ გვამს დაეყრდნო. თაროებს გავყევი. დაკვირვებით ვათვალიერებდი ცხედრებს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თითოეული მათგანი მიყურებდა, მეძახდა, შემომხედე, იქნებ მე ვარ ის, ვისაც შენ ეძებო. ყველა მათგანში სიკვდილია ჩასახლებული, სიკვდილი ცოცხლობს, სიკვდილი იყურება. შენ ექცევი სიკვდილის წრეში და შეუძლებელია გულგრილი დარჩე, მუხლებში სიცივე არ ჩაგეღვაროს და თმის ძირებში ჭიანჭველებმა არ გაგირბინონ. იოლად მივაგენი დიდებაშვილის გვამს. მისთვის გიმნასტიურაზე ბირკა მიეკრათ, რომელზეც ნაწილის ნომერი და გვარ-სახელი ეწერა. ,,რა უაზრობაა, ეს ამოცნობა~, _ გავივლე გულში და სერჟანტისკენ შემოვბრუნდი. ის ისევ ისე იჯდა. საოცრად წყნარი სახე ჰქონდა. ტუჩებზე, ოდნავ შესამჩნევი ღიმილი შეჰყინვოდა და მე მომეჩვენა, რომ მასაც სიკვდილი ჩასახლებოდა სხეულში, ისიც ერთ-ერთი იმთაგანი იყო. უცებ გამოერკვა და ჩემსკენ წამოვიდა. საქაღალდე გახსნა, სწრაფად შეადგინა ცხედრის ამოცნობის ოქმი, ხელი მომაწერინა და საუბარი გამიბა. ზრდილობის გამო ვუსმენდი. თემა არ იყო ჩემთვის საინტერესო და თანაც, არც ადგილი იყო საუბრისათვის შესაფერისი. ყველაფერს, რომ თავი გავანებოთ, სიცივე უკვე ძვალ-რბილში მატანდა. ის-ის იყო უნდა მომებოდიშებინა და გარეთ გავსულიყავი, რომ სერჟანტმა გადაიხარხარა და თქვა: _ მთლად დაგკარგვია ფერი. გავიდეთ! ეზოში შვება ვიგრძენი, გულზე მომეშვა. სერჟანტმა საუბარი გააგრძელა: _ რა სასიამოვნო სიგრილეა რეფრიჟერატორში, აქ კი როგორ ცხელა. დღეში ხუთ-ექვსჯერ მაინც შევდივარ სულის მოსათქმელად. ,,სრულ ჭკუაზე ვერ უნდა იყოს~ _ გავივლე გულში. მან იმდაგვარი სახით შემომხედა, თითქოს მიხვდაო ჩემს ნაფიქრალს. თვალები დაბლა დახარა, მიწას მიაშტერა და განაგრძო: _ ორი წელი შემისრულდება სამ თვეში, რაც აქ ვმსახურობ. პირველად მეც მიჭირდა. მერე მივეჩვიე. ხანდახან მათ ველაპარაკები კიდეც. ამას წინათ ერთი მოიტანეს _ თავი მოეკლა. რომ იცოდე, რამდენი ვეჩხუბე. ხა, ხა, ხა, გვამს ვეჩხუბე _ გადაიხარხარა სერჟანტმა, უცებ საქმიანი, სერიოზული სახე მიიღო და თქვა _ გიჟი, ან თრიაქის მწეველი არ გეგონო. აქ თუ შენ თვითონ არ გაიმხიარულე თავი, გასულელდები. რამდენიმე ხანს უბრად მივდიოდით, შემდეგ ჩემი თანამგზავრი ფიცრულის ჩრდილში გაჩერდა და რეფრიჟერატორში დაწყებული თხრობა განაგრძო: _ ჰო, ამას გიყვებოდი: ორი ძმა მოიტანეს პირდაპირ ბრძოლის ველიდან. ერთი 32-ეზე დავაწვინეთ, მეორე მე-17-ზე. ტყუპები იყვნენ. იმ ღამეს ძილი გამიკრთა. ავდექი და დროის გასაყვანად მორგში წავედი. ვხედავ ის, 32-ეზე რომ იწვა მეორესთან გადასულა. დაახლოებით ოცი წუთი დავყავი და კარავში დავბრუნდი. დილით ბიჭებს ვუამბე. გამომყვნენ და, ბედი არ გინდა? ორივე თავის ადგილას დაგვხვდა. ხუმრობად ჩამითვალეს. მკვდრები არ ლაპარაკობენ, მაგრამ აზროვნებენ. ისინი საკუთარ ფიქრებში არიან ჩაფლულნი. ოცნებობენ კიდეც. ხანდახან ერთმანეთს გადასცემენ ნაფიქრალს. საიდუმლოდ გეტყვი: მე მათი მესმის, მათთან ვსაუბრობ. ისინი პასუხს მცემენ. მათი ნააზრევი ჩემში შემოდის, ამიტომ მიყვარს მათთან ყოფნა...რა, ძნელი მოსასმენია ცოცხალი ადამიანის ლაპარაკი. იშვიათად თუ გასცდება ყოფით პრობლემებს. ...ამპარტავანნი, ქვეგამხედველნი, უნდონი და მოშურნენი... _ აი, რას ანიჭებს ადამიანს სიცოცხლე. გვამი კი ამ ყველაფრისგან დაცლილია, ფაქიზი აზრებიღა ტრიალებს მის გონებაში. ამიტომაა მათთან ურთიერთობა სასიამოვნო. სერჟანტმა ლაპარაკი ემოციური ჟესტით დაამთავრა. ერთხანს გაჩუმებული იდგა, მიწას მიშტერებოდა, შემდეგ თავი მაღლა ასწია, გაიცინა და მოულოდნელად მკითხა: _ ჭადრაკს ხომ არ თამაშობ? _ დიახ, _ ვუპასუხე, მე, _ პირველთანრიგოსანი ვარ. _ ძალიან კარგი, თანრიგოსანთან არასოდეს მითამაშია. დღეს ხომ აქ რჩები? _ დიახ, მე ცხედარი უნდა გავაცილო, ,,ჩორნი ტულპანის~ გაფრენამდე აქ ვრჩები. _ ძალიან კარგი... მიყვარს სტუმრები, განსაკუთრებით ისინი, ჭადრაკი რომ გაეგებათ. დღეში რამდენიმე პარტიას ვთამაშობ. აქ ვისწავლე და, წარმოიდგინე, მთელი თვეა, არ წამიგია. ეხლა დროს ნუ დავკარგავთ. წუთით ბიჭებს მივხედავ, დავალებას მივცემ, დავტუქსავ და მერე თუ გინდა, დილამდე ვითამაშოთ. სერჟანტი უცებ შემოტრიალდა და ფარდულისაკენ გასწია და მეც მივყევი. კარი ბოლომდე ღია იყო. კუთხეში ერთმანეთზე ეწყო თუნუქის კუბოები. გვერდზე ხის ტახტზე შიშველი გვამი ესვენა.მას სამი წელზემოთ გახდილი ჯარისკაცი ბანდა. კარიდან მარჯვნივ ორი კუბოზე სახურავს არჩილავდა. _ დღეს რამდენი გაამზადეთ? _ იკითხა სერჟანტმა. ხმა არავინ ამოიღო. _ დაყრუვდით?! _ იღრიალა მან. _ ოთხი! _ გასცა პასუხი მრგვალსახიანმა შუააზიელმა. _ ზეგ მიფრინავს ,,ჩორნი ტულპანი~ და თორმეტი გვამი კიდევ დაგრჩათ. თუ ვერ მოასწრებთ ყველას რეფრიჟერატორში გამოგკეტავთ! გაგყინავთ! სერჟანტი ჩემსკენ შემობრუნდა, შეშლილი სახე უცებ დაუწყნარდა: _ წავედით! როგორ მეჩქარება თანრიგოსანს მოვუგო. ეზოში გამოვედით, ჯარისკაცები ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ. _ ესენი შენსავით ჩვენი სტუმრები არიან _ ზოგი გვამის ამოსაცნობადაა მოვლინებული, ზოგიც კუბოს გამცილებელია, _ ამიხსნა სერჟანტმა და გასძახა: _ ბიჭებო, ჭადრაკს თუ თამაშობთ რომელიმე? არავინ გამოეხმაურა. ფართო კარავში შევედით. საწოლები ორ იარუსად იდგა. სერჟანტმა ბალიშის ქვეშიდან დაფა გამოაძვრინა და ფიგურების დაწყობა დაიწყო. _ პარტია რა ღირდეს? _ სხვათა შორის იკითხა. _ ფულზე ვთამაშობთ? _ გავიკვირვე მე. _ ინტერესისთვის ფულზე ჯობია. ხუთჩეკიანი პარტია გაწყობს? ვერ წარმომედგინა ფულზე ჭადრაკის თამაში, მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ იყო და დავთანხმდი. პირველი წავაგე. მოწინააღმდეგეს ფული მივეცი, დასასვენებლად კარავიდან გამოვედი და სიგარეტს მოვუკიდე. ერთი სული მქონდა, როდის გავაღწევდი ამ ჯოჯოხეთიდან. აქ ყოფნას სანგარში ჯდომა მერჩია. ბევრჯერ ჩაუხედავს სიკვდილს ჩემთვის თვალებში, მაგრამ ასე ახლოს არასოდეს მიგრძვნია. ბრძოლის დროს სიკვდილი დაგდევს, აქ კი მას არ სჭირდება შენი გამოკიდება. ეს მისი საუფლოა. გარშემო ის მეფობს და შენ გახვეული ხარ მის აბლაბუდაში. სიგარეტი ნახევრად არ მქონდა მოწეული, საპარადო ფორმაში გამოწყობილი ეფრეიტორი რომ მომიახლოვდა. ეტყობოდა კუბოს გამცილებელი იყო. _ წააგე? _ ყოველგვარი შესავლის გარეშე მკითხა. მე თავი დავუქნიე. _ მასთან ნუღარ ითამაშებ. უკვე სამი დღეა აქა ვარ. უცხოებზე ნადირობს, ფულს აკეთებს. ეფრეიტორს მადლობა მოვუხადე და კარავში შევედი. სერჟანტს ფიგურები უკვე დაელაგებინა და მელოდა. მეორე პარტია მე მოვიგე, ჩემი ხუთი ავღანი დავიბრუნე და მესამე პარტიაც უპირატესობით დავიწყე: სერჟანტს გრძელი, გამხდარი ყელი დაეძარღვა. ფიგურების გადაადგილებისას ხელი უკანკალებდა, ოთხკუთხედი ძვლოვანი ნიკაპი უთრთოდა, უმეტყველო ნაცრისფერი თვალები წინ წამოწეოდა, თითები მტაცებელი ფრინველის ჭანგებს მიუგავდა. მისმა გამომეტყველებამ ისე გამამხიარულა, რომ ყურადღება მოვადუნე და უხეში შეცდომა დავუშვი. ერთ სვლაში ქიში შეეძლო გაეკეთებინა. ის კი აგვიანებდა, დაძაბული მისჩერებოდა დაფას. მომეჩვენა, რომ მას შეგნებულად გაჰყავდა დრო, როგორც კატა თაგვს, მაწვალებდა. ბოლოს წამოდგა. _ წავალ ბიჭებს მივხედავ, არ მოიწყინო, ნახევარ საათში დავბრუნდები _ თქვა, კარამდე მივიდა, შემობრუნდა, დამამცირებელი ღიმილი გადაეკრა ტუჩებზე. _ ქიში! _ ყვავივით ჩამჩხავლა, არ დაელოდა წაგებული გადამეხადა, სწრაფი ნაბიჯით მივიდა კარამდე, ნახევარ საათში მოვალო, თქვა და წავიდა. ცხელოდა. კარავში ბოლთას ვცემდი და მოუთმენლად ველოდი მის დაბრუნებას. მეჩქარებოდა, სამაგიერო გადამეხადა. სიამოვნებას მგვრიდა, როცა წარმოვიდგენდი მის აჭარხლებულ სახეს, გადმოკარკლულ თვალებს და ძარღვებდაბერილ ყელს. ნახევარი საათის შემდეგ დაბრუნდა. კმაყოფილი სახე ჰქონდა. _ რა საშინელი სიცხეა. რეფრიჟერატორში ვიყავი, სული ძლივს მოვითქვი, _ თქვა და ჩამოჯდა. _ ალბათ, ნაზ გრძნობებზე ისაუბრე გვამებთან, _ ვუთხარი ირონიით. მან, ჩემს სიტყვებში დაცინვა ვერ დაიჭირა, ან არ შეიმჩნია. მე ხომ მისთვის ყველაზე საინტერესო თემას შევეხე, გამოიყენა ვითარება და გუდას პირი მოხსნა: _ აი, ჩვენ, ცოცხლები ყოველი წვრილმანისათვის, უბრალო ბავშვური პრინციპებისათვის ერთმანეთს გამუდმებით რაღაცას ვუმტკიცებთ. გარდაცვლილებში ეს არ არის. ჰარმონიაში არსებობენ. თუმცა შეიძლება, ისინიც გამწარდნენ. _ შენ გინახავს გამწარებული გვამი? _ ვკითხე კვლავ დაცინვით. ჩემი ტონისათვის არც ამჟამად მიუქცევია ყურადღება _ უკვე თავის სტიქიაში იყო: _ დიახ... სულ პირველად გაგულისებული გვამის ხმა მომესმა. ხმა კი არა, მისი გაბრაზება შემოვიდა ჩემში და ლამის ხერხემალი გადამიმტვრია. აქედან დაიწყო ჩემი ურთიერთობა ცხედრებთან. უბრალოდ შენ განათლებული და ინტერესიანი ბიჭი ჩანხარ. ყველაფერს თავიდან მოგიყვები, რაც შეიძლება მოკლედ, თავი რომ არ შეგაწყინო: მალე ორი წელი შემისრულდება რაც აქ ვარ. თავიდან მზარავდნენ ცხედრები. მათდამი კრძალვა მქონდა. აუტანელი იყო სამსახური. გვამები მუდამ საკუთარ სიკვდილზე მაფიქრებდნენ და მეც ვთრთოდი, მეშინოდა, მაგრამ მალე მივეჩვიე. ცხედრებისადმი შიში და კრძალვა მომეხსნა და ეს გრძნობა ზიზღსა და მტრობაში გადამეზარდა. მე მათ აბუჩად ვიგდებდი, ვძარცვავდი, რამდენიმე მათგანი ვცემე კიდეც. ისინი ნაზნი და მომთმენნი არიან, ამიტომ უდრტვინველად იტანდნენ შეურაცხყოფას. ყველაფერი კი სამი თვის წინ დაიწყო: თავში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი. მე-13 ნომერზე დავაწვინეთ... მარტო დავრჩი და ჯიბეები მოვუჩხრიკე. წერილის გარდა ვერაფერი ვუპოვე და გავმწარდი. კონვერტი გავხსენი. შეყვარებულისადმი იყო მიწერილი. გაგზავნა ვერ მოესწრო. ბოლომდე ჩავიკითხე. ,,აი, ორ თვეში დავბრუნდები და ჯვარს დავიწერთ. ჩვენს ქორწილში იქნება უამრავი ვარდი...~ _ ასე მთავრდებოდა. წერილის ოპტიმისტურმა დასასრულმა გამართო, გამამხიარულა, აღვეგზნე, ავხარხარდი, ნატყვიარზე მივადე გვამს თითი და ვუყვირე: ,,შენ ვეღარ ჩახვალ, შენ ჩაგიტანენ. ხოლო ვარდები ნამდვილად იქნება, მაგრამ არა ჯვრისწერაზე, არამედ შენს დაკრძალვაზე. შენ იქორწინებ, მაგრამ _ მიწასთან. ნუთუ გგონია, შენს მშვენიერ ნინას იმდენად უყვარხარ, რომ გამოთხოვებისას მაგ ცივ მყრალ ტუჩებში გაკოცებს?~ ისტერიულად ვიცინოდი. ამ დროს ჩემს სხეულში შემოიჭრა რაღაც, ყველა ძარღვი და ნერვი დაიპყრო და მკაცრი ხმით ჩამძახა: _ სხვის წერილს ნუ კითხულობ, უზრდელო! ეს მიცვალებული იყო. მან ვერ აიტანა შეურაცხყოფა. ტანი გამიქვავდა, შემზარა, თმა ყალყზე დამიდგა. წერილი ჯიბეში ჩავუდე და პატიება ვთხოვე. ისინი კეთილები არიან... მომიტევა. სერჟანტი ისეთი გრძნობებით ყვებოდა, რომ მისი ემოცია მეც გადმომედო და შემძრა. _ შენ, ალბათ, სიკვდილი უკვე აღარ გაშინებს, _ ვკითხე ცოტა ხნის შემდეგ. სერჟანტი კვლავ გამოცოცხლდა: გაყინულ თვალებში რაღაც ნაპერწკალი ჩაუდგა. _ შენ არ იცი, რა საზიზღრობაა სიცოცხლე? ბავშვი როგორც კი იბადება, ცარიელი ტომარა მოჰყვება თან, რომელსაც სიცოცლხე ჰქვია. ის გაუმაძღარია, პატრონისაგან შევსებას მოითხოვს და ივსება ვნებებით, ბოღმით, შურით, სიძულვილით, ათასი ნაგვითა და სიბინძურით. სიკვდილი სხვა არაფერია, გარდა ამ მძიმე და მყრალი ტვირთის მოხსნისა. მე იძულებული ვარ ფული გამოგართვა. შენ იტყვი, მომიგე და იმიტომო, არა... ეს მიღებული საბაბია. მიზეზი კი ის არის, რომ მე ცოცხალი ვარ და ჩემი ტომარა შევსებას მოითხოვს. მე ხუთი ავღანი ამოვიღე და სერჟანტს გავუწოდე. მან გაიცინა: _ არა, ახლა რა საჭიროა, ერთსაც მოგიგებ და ბარემ მერე ერთიანად მომცემ. მისმა თავდაჯერებულობამ გამაბრაზა და სასწრაფოდ დავიწყე დაფაზე ფიგურების დალაგება. სამ-სამი სვლა თუ გვექნებოდა გაკეთებული, როცა კარავში ერთიანად ჭუჭყიანი, გამურული რიგითი შემოვიდა. _ რა გინდა? _ სანამ ის რამეს იტყოდა, უხეში ტონით მიმართა სერჟანტმა. რიგითი მის წინ გაიჭიმა და მოახსენა: _ ამხანაგო მეთაურო! მე-7 ნომერს ვაწვენთ კუბოში და ფეხი მივაკეროთ თუ არა? _ რა ხანია, რაც ჩვენთან ხარ, პატარავ? _ ორი თვე. _ ორი თვე... _ დამარცვლით თქვა სერჟანტმა და ჩაფიქრდა. _ ორი თვე ნამდვილად ცოტაა, რომ ერკვეოდე მიცვალებულს სჭირდება თუ არა ფეხი. შენ მაინც რას ფიქრობ? _ არ ვიცი, ამხანაგო სერჟანტო! _ გოლენკომ ხომ იცის, რომ კუბოში ტანისა და ფეხის ცალ-ცალკე ჩალაგება არ შეიძლება. ან სხეულს მიაკეროს ფეხი, ან გადააგდოს. ხომ შეიძლება ბრძოლის ველიდან სხეულისთვის ფეხი არ გამოეყოლებინათ? თუ ეზარება, ნუ მიაკერებს. _ ამხანაგო სერჟანტო, გოლენკომ გთხოვათ, წამობრძანდეთ და მიცვალებულს ჰკითხოთ. სერჟანტი ერთხანს ჩაფიქრდა, შემდეგ ფეხზე ადგა და თქვა: _ როგორ არ მიყვარს თამაშის გაწყვეტა, მაგრამ ჯობს წავიდე. შევეკითხები. ფეხი მისია და თვითონ გადაწყვიტოს სჭირდება თუ არა. თანაც უკვე დამცხა. ხუთი წუთით რეფრიჟერატორშიც შევივლი, ცოტა გავგრილდები. არ მოიწყინო. ოც წუთში დავბრუნდები და მოგიგებ. დავრჩი მარტო და ბოლთის ცემას მოვყევი, წამდაუწუმ დროს ვამოწმებდი. უკვე საათზე მეტი იყო გასული, სერჟანტი კი არ ჩანდა. კარავიდან გამოვედი და ფარდულისკენ გავწიე. კარი ღია დამხვდა. ორი ჯარისკაცი კუბოზე სახურავს არჩილავდა. კუთხეში კი ნავთქურაზე ტაფა დაედგათ. შემწვარი კარტოფილის სუნში უცნაური სიმყრალე შეზელილიყო. მარცხნივ გადავიტანე მზერა. კუბოსთან ტახტზე ეგდო მოკვეთილი გასისხლიანებული, ჩექმიანი ფეხი. თავგადაპარსულმა ჯარისკაცმა შემამჩნია და ჩემსკენ წამოვიდა. _ ვინ გინდა? _ დაბღვერილმა მკითხა. _ სერჟანტი ტარტაროვი. _ ტარტაროვი ერთი საათის წინ იყო აქ. _ სად შეიძლება ვნახო? _ მორგში... თუ გარედან კლიტე არ ადევს, იქ იქნება. რეფრიჟერატორში შევედი. ციოდა. მძაფრი სპეციფიური სუნი იდგა. სერჟანტი იატაკზე იჯდა, ბეჭებით კედელს მიყრდნობოდა და თავი ჩაექინდრა. დავუძახე. არ გამაგონა. ,,სძინავს~ _ გავიფიქრე და მისკენ წავედი. მხარზე ხელი შევახე და თითებმა ხაკის შიგნით გაყინული ხორცი იგრძნეს. _ალბათ ჩაეძინა და გაიყინა,_ გავივლე გულში, გაჭირვებით ავწიე მისი გაფიჩხებული სხეული და მორგიდან გამოვიტანე. ჩემს ყვირილზე უცებ მთელი ოცეული შეიყარა. მალე ფერშალიც მოვიდა. მკვდარიაო, საზეიმო ტონით განაცხადა. _ საწყალი... _ ვთქვი მე. _ რატომ არის საწყალი?! _ შემომიბღვირა თავგადაპარსულმა ეფრეიტორმა, რომელსაც სახე რაღაცით ტარტაროვს მიუგავდა. _ ბოლო დროს ის გვამებთან უფრო მეტს საუბრობდა, ვიდრე ჩვენთან, _ თავისთვის ჩაილაპარაკა ეფრეიტორმა და ბრძანება გასცა: _ შეიტანეთ და მე-13 ნომერზე დააწვინეთ? _ საწყალი ... _ უნებურად კვლავ წამოვროშე. ეფრეიტორი ჩემმა ნათქვამმა გააღიზიანა. სახეში შემომანათა ხვლიკივით თვალები და მკაცრი ტონით მკითხა: _ სად აპირებ ღამის გათევას? _ აქ ვაპირებდი, _ ვთქვი დაბნეულმა. _ აქ უცხოებისთვის ღამე დარჩენა აკრძალულია. ამისათვის ჰოსპიტალთან არსებობს სპეციალური პუნქტი. იჩქარე, სანამ არ დაღამებულა. სერჟანტის ცხედარს ხუთი ავღანი ჩავუდე ჯიბეში და სწრაფი ნაბიჯით გავწიე ჭიშკრისაკენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მართლა როგორ აახლოებს ომი ადამიანს სიკვდილთან...უძლიერესი ნაწერია! მართლა როგორ აახლოებს ომი ადამიანს სიკვდილთან...უძლიერესი ნაწერია!
20. "თაროებს გავყევი. დაკვირვებით ვათვალიერებდი ცხედრებს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თითოეული მათგანი მიყურებდა, მეძახდა, შემომხედე, იქნებ მე ვარ ის, ვისაც შენ ეძებო. ყველა მათგანში სიკვდილია ჩასახლებული, სიკვდილი ცოცხლობს, სიკვდილი იყურება. შენ ექცევი სიკვდილის წრეში და შეუძლებელია გულგრილი დარჩე, მუხლებში სიცივე არ ჩაგეღვაროს და თმის ძირებში ჭიანჭველებმა არ გაგირბინონ. "
"მკვდრები არ ლაპარაკობენ, მაგრამ აზროვნებენ. ისინი საკუთარ ფიქრებში არიან ჩაფლულნი. ოცნებობენ კიდეც. ხანდახან ერთმანეთს გადასცემენ ნაფიქრალს. გვამი კი... ფაქიზი აზრებიღა ტრიალებს მის გონებაში. ამიტომაა მათთან ურთიერთობა სასიამოვნო. "
ყველა დროის საუკეთესო პროზაა ამ საიტზე. ვითარებამ მოიტანა და კიდევ წავიკითხე. ყველას ვურჩევ წაიკითხოს. "თაროებს გავყევი. დაკვირვებით ვათვალიერებდი ცხედრებს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თითოეული მათგანი მიყურებდა, მეძახდა, შემომხედე, იქნებ მე ვარ ის, ვისაც შენ ეძებო. ყველა მათგანში სიკვდილია ჩასახლებული, სიკვდილი ცოცხლობს, სიკვდილი იყურება. შენ ექცევი სიკვდილის წრეში და შეუძლებელია გულგრილი დარჩე, მუხლებში სიცივე არ ჩაგეღვაროს და თმის ძირებში ჭიანჭველებმა არ გაგირბინონ. "
"მკვდრები არ ლაპარაკობენ, მაგრამ აზროვნებენ. ისინი საკუთარ ფიქრებში არიან ჩაფლულნი. ოცნებობენ კიდეც. ხანდახან ერთმანეთს გადასცემენ ნაფიქრალს. გვამი კი... ფაქიზი აზრებიღა ტრიალებს მის გონებაში. ამიტომაა მათთან ურთიერთობა სასიამოვნო. "
ყველა დროის საუკეთესო პროზაა ამ საიტზე. ვითარებამ მოიტანა და კიდევ წავიკითხე. ყველას ვურჩევ წაიკითხოს.
19. "რა, ძნელი მოსასმენია ცოცხალი ადამიანის ლაპარაკი. იშვიათად თუ გასცდება ყოფით პრობლემებს. ...ამპარტავანნი, ქვეგამხედველნი, უნდონი და მოშურნენი... _ აი, რას ანიჭებს ადამიანს სიცოცხლე. გვამი კი ამ ყველაფრისგან დაცლილია, ფაქიზი აზრებიღა ტრიალებს მის გონებაში. ამიტომაა მათთან ურთიერთობა სასიამოვნო". მაგარი მოთხრობაა გოჩა!.. "რა, ძნელი მოსასმენია ცოცხალი ადამიანის ლაპარაკი. იშვიათად თუ გასცდება ყოფით პრობლემებს. ...ამპარტავანნი, ქვეგამხედველნი, უნდონი და მოშურნენი... _ აი, რას ანიჭებს ადამიანს სიცოცხლე. გვამი კი ამ ყველაფრისგან დაცლილია, ფაქიზი აზრებიღა ტრიალებს მის გონებაში. ამიტომაა მათთან ურთიერთობა სასიამოვნო". მაგარი მოთხრობაა გოჩა!..
18. კითხვისას ერთხანს ომი გამახსენდა ... მერე კი ნაწერმა ის ავბედითი მოგონება გადაფარა. პირველ რიგში მადლობა უნდა მოგიხადო ასეთი მარავლისმთქმელი ნაწერისთვის, ეს უბრალო პროზა არ არის, ეს დიდებული ნაფიქრი და ნამუშევარია. ბევ რამეს გაიაზრებს და ისწავლის კაცი ამ ნაწერიდან. ნაწერში სამხედრო სტილი დაცულია, ეჭვი მაქვს ჯარში ხართ ნამყოფი. არმენის თქმისა არ იყოს, კარგი პროზაიკოსი ხართ. კითხვისას ერთხანს ომი გამახსენდა ... მერე კი ნაწერმა ის ავბედითი მოგონება გადაფარა. პირველ რიგში მადლობა უნდა მოგიხადო ასეთი მარავლისმთქმელი ნაწერისთვის, ეს უბრალო პროზა არ არის, ეს დიდებული ნაფიქრი და ნამუშევარია. ბევ რამეს გაიაზრებს და ისწავლის კაცი ამ ნაწერიდან. ნაწერში სამხედრო სტილი დაცულია, ეჭვი მაქვს ჯარში ხართ ნამყოფი. არმენის თქმისა არ იყოს, კარგი პროზაიკოსი ხართ.
17. აღფრთოვანებული ვარ, რომ კიდევ ერთი კარგი პროზაიკოსი აღმოვაჩინე! ამ ავტორის რამდენიმე ლექსი წაკითხული მაქვს, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, კარგად არ მახსოვს(კიდევ უნდა მივუბრუნდე), კარგ პროზაიკოსს კი თამამად ვუწოდებ!
რაც შეეხება სიკვდილის მიზეზს, ალბათ მეტს ვეღარ გაუძლო, ან უფრო თუ გადავვარდებით მისტიკაში, იმან მოკლა, რომ მიცვალებულს ფეხი არ მიაკერებინა. აღფრთოვანებული ვარ, რომ კიდევ ერთი კარგი პროზაიკოსი აღმოვაჩინე! ამ ავტორის რამდენიმე ლექსი წაკითხული მაქვს, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, კარგად არ მახსოვს(კიდევ უნდა მივუბრუნდე), კარგ პროზაიკოსს კი თამამად ვუწოდებ!
რაც შეეხება სიკვდილის მიზეზს, ალბათ მეტს ვეღარ გაუძლო, ან უფრო თუ გადავვარდებით მისტიკაში, იმან მოკლა, რომ მიცვალებულს ფეხი არ მიაკერებინა.
16. ... ამ ნაწარმოებს, რომელიც გონებიდან არ ამოდის:
თუ ნებას მომცემთ, ჩემი შვილი დადებს თავის საიტზე, რომელიც თავად შექმნა და რომელზეც ბევრი "ურაკელების" ნაწარმოები დევს. პატივისცემით:
... ამ ნაწარმოებს, რომელიც გონებიდან არ ამოდის:
თუ ნებას მომცემთ, ჩემი შვილი დადებს თავის საიტზე, რომელიც თავად შექმნა და რომელზეც ბევრი "ურაკელების" ნაწარმოები დევს. პატივისცემით:
15. ისე შემძრა, აღარ ვიცი რა დავწერო. ეს საოცარი რამაა, დაუჯერებელი და ამავ დროს რეალური. ეს ისეთი დიდი წიგნია ადამიანთა სულსა და მათ ქმედებაზე ორმხვრივ დაწერული ანუ ამ ნაწარმოებით ადამიანებს დაინახვ სულ–ხორციანად. ვაკოპირებ და მიმაქვს რათა ხშირად წავიკითხო. ძლიერი გრძნობაა ძლიერი ავტორისგან, რომელიც კოკისპირულივით მთელს სხეულზე გეღვრება. დახვეწილი, სუფთა, დრამტულად მარალმხატვრული. უმაღლესი შეფასება წრფელი გულით. ისე შემძრა, აღარ ვიცი რა დავწერო. ეს საოცარი რამაა, დაუჯერებელი და ამავ დროს რეალური. ეს ისეთი დიდი წიგნია ადამიანთა სულსა და მათ ქმედებაზე ორმხვრივ დაწერული ანუ ამ ნაწარმოებით ადამიანებს დაინახვ სულ–ხორციანად. ვაკოპირებ და მიმაქვს რათა ხშირად წავიკითხო. ძლიერი გრძნობაა ძლიერი ავტორისგან, რომელიც კოკისპირულივით მთელს სხეულზე გეღვრება. დახვეწილი, სუფთა, დრამტულად მარალმხატვრული. უმაღლესი შეფასება წრფელი გულით.
14. _ შენ არ იცი, რა საზიზღრობაა სიცოცხლე? ბავშვი როგორც კი იბადება, ცარიელი ტომარა მოჰყვება თან, რომელსაც სიცოცლხე ჰქვია. ის გაუმაძღარია, პატრონისაგან შევსებას მოითხოვს და ივსება ვნებებით, ბოღმით, შურით, სიძულვილით, ათასი ნაგვითა და სიბინძურით. სიკვდილი სხვა არაფერია, გარდა ამ მძიმე და მყრალი ტვირთის მოხსნისა.
მომეწონა... საოცრად ემოციურია! 5 _ შენ არ იცი, რა საზიზღრობაა სიცოცხლე? ბავშვი როგორც კი იბადება, ცარიელი ტომარა მოჰყვება თან, რომელსაც სიცოცლხე ჰქვია. ის გაუმაძღარია, პატრონისაგან შევსებას მოითხოვს და ივსება ვნებებით, ბოღმით, შურით, სიძულვილით, ათასი ნაგვითა და სიბინძურით. სიკვდილი სხვა არაფერია, გარდა ამ მძიმე და მყრალი ტვირთის მოხსნისა.
მომეწონა... საოცრად ემოციურია! 5
13. მომეწონა. შეგძრავს ისეთი ნაწერია. კომენტარებს შემოვყევი აქ და არც მინანია. მომეწონა. შეგძრავს ისეთი ნაწერია. კომენტარებს შემოვყევი აქ და არც მინანია.
12. მეც ასე ვფიქრობ. კარგი პროზაა და კარგად დაწერილი.
" Даже Боги нуждаются в рекламе в колокольном звоне!" :)
მეც ასე ვფიქრობ. კარგი პროზაა და კარგად დაწერილი.
" Даже Боги нуждаются в рекламе в колокольном звоне!" :)
11. ძალიან საინტერესო იყო, და ვთვლი რომ კარგი პროზა წავიკითხე, (ემოცია მოვიდა) შეიძლება ამ ნაწერის მეტად დამუშავება.. მაგალითად სიკვდილის მომენტის. კიდევ ერთხელ ვამბობ-კარგია. ძალიან საინტერესო იყო, და ვთვლი რომ კარგი პროზა წავიკითხე, (ემოცია მოვიდა) შეიძლება ამ ნაწერის მეტად დამუშავება.. მაგალითად სიკვდილის მომენტის. კიდევ ერთხელ ვამბობ-კარგია.
10. არა, მართლა რამ მოკლა ასე უცებ<<პირველი გაფიქრება
მირჩიეს წაკითხვა და ამისთვის დიდი მადლობა. საკმაოდ კარგი ნაწერია, ძლიერი. თან ყველაფერი მშრალად. არა, მშრალად ცუდი სიტყვაა, ზედმეტის გარეშე-უფრო. მომწონს. უფრო მეტიც კი. ოღონდ ის მართლა ვერ გავიგე, რამ მოკლა და ეს იმდენად ცუდად მოქმედებს ჩემზე.. :)
გამყვება არა, მართლა რამ მოკლა ასე უცებ<<პირველი გაფიქრება
მირჩიეს წაკითხვა და ამისთვის დიდი მადლობა. საკმაოდ კარგი ნაწერია, ძლიერი. თან ყველაფერი მშრალად. არა, მშრალად ცუდი სიტყვაა, ზედმეტის გარეშე-უფრო. მომწონს. უფრო მეტიც კი. ოღონდ ის მართლა ვერ გავიგე, რამ მოკლა და ეს იმდენად ცუდად მოქმედებს ჩემზე.. :)
გამყვება
9. ავტორი: მეუდაბნოვე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
დიდი ხანია პროზა არ წამიკითხავს,ძალიან საინტერესო იყო,არც ველოდი სიმართლე თუ გინდათ. მაგარი ემოციური დატვირთვა აქვს. ყოჩაღ ვინც არ უნდა იყო! ავტორი: მეუდაბნოვე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
დიდი ხანია პროზა არ წამიკითხავს,ძალიან საინტერესო იყო,არც ველოდი სიმართლე თუ გინდათ. მაგარი ემოციური დატვირთვა აქვს. ყოჩაღ ვინც არ უნდა იყო!
8. კარგა ხის წინ წავიკითხე ეს მოთხრობა , და ძლიან იმოქმედა არ ვიც კომენტი ატმ არ დავწერე< შიძლკბა ვერც მიხვდ რა ნდა დმეწრა , არადა ძალიან მაგრად წერ, ამ ერთ პროძით უ ვიმსჯებ აუცლებლდ უნდა გქონდს სხვებიც პიდაპირ ესე ვერ დწერსი , კარგი იქნეა თუ დადებ სხებსაც:) ლექსებიც მომწონს , მოკლედ კარგა გამიოგდის ეს საქმე, წარმატებები კარგა ხის წინ წავიკითხე ეს მოთხრობა , და ძლიან იმოქმედა არ ვიც კომენტი ატმ არ დავწერე< შიძლკბა ვერც მიხვდ რა ნდა დმეწრა , არადა ძალიან მაგრად წერ, ამ ერთ პროძით უ ვიმსჯებ აუცლებლდ უნდა გქონდს სხვებიც პიდაპირ ესე ვერ დწერსი , კარგი იქნეა თუ დადებ სხებსაც:) ლექსებიც მომწონს , მოკლედ კარგა გამიოგდის ეს საქმე, წარმატებები
7. თაროებს გავყევი. დაკვირვებით ვათვალიერებდი ცხედრებს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თითოეული მათგანი მიყურებდა, მეძახდა, შემომხედე, იქნებ მე ვარ ის, ვისაც შენ ეძებო.
ყველა მათგანში სიკვდილია ჩასახლებული, სიკვდილი ცოცხლობს
ის ისევ ისე იჯდა. საოცრად წყნარი სახე ჰქონდა. ტუჩებზე, ოდნავ შესამჩნევი ღიმილი შეჰყინვოდა და მე მომეჩვენა, რომ მასაც სიკვდილი ჩასახლებოდა სხეულში, ისიც ერთ-ერთი იმთაგანი იყო. _ ორი წელი შემისრულდება სამ თვეში, რაც აქ ვმსახურობ. პირველად მეც მიჭირდა. მერე მივეჩვიე. ხანდახან მათ ველაპარაკები კიდეც. ამას წინათ ერთი მოიტანეს _ თავი მოეკლა. რომ იცოდე, რამდენი ვეჩხუბე. ხა, ხა, ხა, გვამს ვეჩხუბე _ გადაიხარხარა სერჟანტმა, უცებ საქმიანი, სერიოზული სახე მიიღო და თქვა _ გიჟი, ან თრიაქის მწეველი არ გეგონო. აქ თუ შენ თვითონ არ გაიმხიარულე თავი, გასულელდები.
_ ჰო, ამას გიყვებოდი: ორი ძმა მოიტანეს პირდაპირ ბრძოლის ველიდან. ერთი 32-ეზე დავაწვინეთ, მეორე მე-17-ზე. ტყუპები იყვნენ. იმ ღამეს ძილი გამიკრთა. ავდექი და დროის გასაყვანად მორგში წავედი. ვხედავ ის, 32-ეზე რომ იწვა მეორესთან გადასულა. დაახლოებით ოცი წუთი დავყავი და კარავში დავბრუნდი. დილით ბიჭებს ვუამბე. გამომყვნენ და, ბედი არ გინდა? ორივე თავის ადგილას დაგვხვდა. ხუმრობად ჩამითვალეს.
მკვდრები არ ლაპარაკობენ, მაგრამ აზროვნებენ. ისინი საკუთარ ფიქრებში არიან ჩაფლულნი. ოცნებობენ კიდეც. ხანდახან ერთმანეთს გადასცემენ ნაფიქრალს. საიდუმლოდ გეტყვი: მე მათი მესმის, მათთან ვსაუბრობ. ისინი პასუხს მცემენ. მათი ნააზრევი ჩემში შემოდის, ამიტომ მიყვარს მათთან ყოფნა...რა, ძნელი მოსასმენია ცოცხალი ადამიანის ლაპარაკი. იშვიათად თუ გასცდება ყოფით პრობლემებს. ...ამპარტავანნი, ქვეგამხედველნი, უნდონი და მოშურნენი... _ აი, რას ანიჭებს ადამიანს სიცოცხლე. გვამი კი ამ ყველაფრისგან დაცლილია, ფაქიზი აზრებიღა ტრიალებს მის გონებაში. ამიტომაა მათთან ურთიერთობა სასიამოვნო.
ბევრჯერ ჩაუხედავს სიკვდილს ჩემთვის თვალებში, მაგრამ ასე ახლოს არასოდეს მიგრძვნია. ბრძოლის დროს სიკვდილი დაგდევს, აქ კი მას არ სჭირდება შენი გამოკიდება. ეს მისი საუფლოა. გარშემო ის მეფობს და შენ გახვეული ხარ მის აბლაბუდაში.
_ შენ არ იცი, რა საზიზღრობაა სიცოცხლე? ბავშვი როგორც კი იბადება, ცარიელი ტომარა მოჰყვება თან, რომელსაც სიცოცლხე ჰქვია. ის გაუმაძღარია, პატრონისაგან შევსებას მოითხოვს და ივსება ვნებებით, ბოღმით, შურით, სიძულვილით, ათასი ნაგვითა და სიბინძურით. სიკვდილი სხვა არაფერია, გარდა ამ მძიმე და მყრალი ტვირთის მოხსნისა.
და ეს ექვსი ადამიანის გარდა, არავინ წაიკითხა?! გაკვირვებული ვარ, პირდაპირ. არაჩვეულებრივად მოთხრობილია სიკვდილის "ინდუსტრიაზე"-ომზე.
5 და დიდი პატივისცემა ჩემგან. თაროებს გავყევი. დაკვირვებით ვათვალიერებდი ცხედრებს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თითოეული მათგანი მიყურებდა, მეძახდა, შემომხედე, იქნებ მე ვარ ის, ვისაც შენ ეძებო.
ყველა მათგანში სიკვდილია ჩასახლებული, სიკვდილი ცოცხლობს
ის ისევ ისე იჯდა. საოცრად წყნარი სახე ჰქონდა. ტუჩებზე, ოდნავ შესამჩნევი ღიმილი შეჰყინვოდა და მე მომეჩვენა, რომ მასაც სიკვდილი ჩასახლებოდა სხეულში, ისიც ერთ-ერთი იმთაგანი იყო. _ ორი წელი შემისრულდება სამ თვეში, რაც აქ ვმსახურობ. პირველად მეც მიჭირდა. მერე მივეჩვიე. ხანდახან მათ ველაპარაკები კიდეც. ამას წინათ ერთი მოიტანეს _ თავი მოეკლა. რომ იცოდე, რამდენი ვეჩხუბე. ხა, ხა, ხა, გვამს ვეჩხუბე _ გადაიხარხარა სერჟანტმა, უცებ საქმიანი, სერიოზული სახე მიიღო და თქვა _ გიჟი, ან თრიაქის მწეველი არ გეგონო. აქ თუ შენ თვითონ არ გაიმხიარულე თავი, გასულელდები.
_ ჰო, ამას გიყვებოდი: ორი ძმა მოიტანეს პირდაპირ ბრძოლის ველიდან. ერთი 32-ეზე დავაწვინეთ, მეორე მე-17-ზე. ტყუპები იყვნენ. იმ ღამეს ძილი გამიკრთა. ავდექი და დროის გასაყვანად მორგში წავედი. ვხედავ ის, 32-ეზე რომ იწვა მეორესთან გადასულა. დაახლოებით ოცი წუთი დავყავი და კარავში დავბრუნდი. დილით ბიჭებს ვუამბე. გამომყვნენ და, ბედი არ გინდა? ორივე თავის ადგილას დაგვხვდა. ხუმრობად ჩამითვალეს.
მკვდრები არ ლაპარაკობენ, მაგრამ აზროვნებენ. ისინი საკუთარ ფიქრებში არიან ჩაფლულნი. ოცნებობენ კიდეც. ხანდახან ერთმანეთს გადასცემენ ნაფიქრალს. საიდუმლოდ გეტყვი: მე მათი მესმის, მათთან ვსაუბრობ. ისინი პასუხს მცემენ. მათი ნააზრევი ჩემში შემოდის, ამიტომ მიყვარს მათთან ყოფნა...რა, ძნელი მოსასმენია ცოცხალი ადამიანის ლაპარაკი. იშვიათად თუ გასცდება ყოფით პრობლემებს. ...ამპარტავანნი, ქვეგამხედველნი, უნდონი და მოშურნენი... _ აი, რას ანიჭებს ადამიანს სიცოცხლე. გვამი კი ამ ყველაფრისგან დაცლილია, ფაქიზი აზრებიღა ტრიალებს მის გონებაში. ამიტომაა მათთან ურთიერთობა სასიამოვნო.
ბევრჯერ ჩაუხედავს სიკვდილს ჩემთვის თვალებში, მაგრამ ასე ახლოს არასოდეს მიგრძვნია. ბრძოლის დროს სიკვდილი დაგდევს, აქ კი მას არ სჭირდება შენი გამოკიდება. ეს მისი საუფლოა. გარშემო ის მეფობს და შენ გახვეული ხარ მის აბლაბუდაში.
_ შენ არ იცი, რა საზიზღრობაა სიცოცხლე? ბავშვი როგორც კი იბადება, ცარიელი ტომარა მოჰყვება თან, რომელსაც სიცოცლხე ჰქვია. ის გაუმაძღარია, პატრონისაგან შევსებას მოითხოვს და ივსება ვნებებით, ბოღმით, შურით, სიძულვილით, ათასი ნაგვითა და სიბინძურით. სიკვდილი სხვა არაფერია, გარდა ამ მძიმე და მყრალი ტვირთის მოხსნისა.
და ეს ექვსი ადამიანის გარდა, არავინ წაიკითხა?! გაკვირვებული ვარ, პირდაპირ. არაჩვეულებრივად მოთხრობილია სიკვდილის "ინდუსტრიაზე"-ომზე.
5 და დიდი პატივისცემა ჩემგან.
6. "აღარ მახსოვს, რამდენად განვიცადე დიდებაშვილის დაღუპვა. ის ოცეულის მეთაური იყო, მე _ მისი მოადგილე. შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ, როგორც ზემოთ ვახსენე, სიკვდილს უკვე შევჩვეოდი და მეეჭვება, რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა მიმეცა ამ ამბისათვის. " - დიახ, ეს ომის ტრაგედიაა. "აღარ მახსოვს, რამდენად განვიცადე დიდებაშვილის დაღუპვა. ის ოცეულის მეთაური იყო, მე _ მისი მოადგილე. შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ, როგორც ზემოთ ვახსენე, სიკვდილს უკვე შევჩვეოდი და მეეჭვება, რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა მიმეცა ამ ამბისათვის. " - დიახ, ეს ომის ტრაგედიაა.
5. ძალიან მაგარია.. და დამაფიქრებელი.. სიკვდილის და სიცოცხლის პაექრომა მიყვარს... გოდერძი ჩოხელი წერდა ხშირად სიკვდილ-სიცოცხლეზე და მისი მოთხრობები გამახსენდა.......... გაიხარე მეუდაბნოვე......... 555555555+++ ძალიან მაგარია.. და დამაფიქრებელი.. სიკვდილის და სიცოცხლის პაექრომა მიყვარს... გოდერძი ჩოხელი წერდა ხშირად სიკვდილ-სიცოცხლეზე და მისი მოთხრობები გამახსენდა.......... გაიხარე მეუდაბნოვე......... 555555555+++
4. საინტერესო და ფსიქოლოგიურად მძიმე საკითხავი! საინტერესო და ფსიქოლოგიურად მძიმე საკითხავი!
3. რას არ წაიკითხავს კაცი ამ საიტზე...
რას არ წაიკითხავს კაცი ამ საიტზე...
2. ასე უცებ რამ მოკლა? ისე ამბობენ მიცვალებულებთან ვისაც ხშირი შეხება აქვთ, სულ სხვანაირები არიანო. . . ასე უცებ რამ მოკლა? ისე ამბობენ მიცვალებულებთან ვისაც ხშირი შეხება აქვთ, სულ სხვანაირები არიანო. . .
1. შეჩვეულნი თუ შეგუებულნი : )
მრავალ ბზობას უცნაუნიკიანო : )
საღამოს წაგიკითხავ! აბეშაიუ შეჩვეულნი თუ შეგუებულნი : )
მრავალ ბზობას უცნაუნიკიანო : )
საღამოს წაგიკითხავ! აბეშაიუ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|