ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2011


თითქმის....

             
მინდა ვიყო პოლიეთილენის თეთრი პარკის ნაფლეთი,
ქარი რომ წაიღებს და......

,,ეკალბარდზე ჩამომკიდებს სადღაც მინდორში.... უსახელოდ,
ვით თეთრ ბაირაღს, თითქმის უმაქნისს...
და  მილიარდობით ვფრიალებთ და ვფრიალებთ....
უღრუბლო ცებზე... უფოთლო ხეებსა და უწყლო ზღვებზე..... 

და თქვენი დანებება უკვე აღარაფერს ცვლის,
რადგან ომი ამ მიწისთვის  რა ხანია წაგებული გაქვთ....’’

არ მინდა  ვიყო პოლიეთილენის თეთრი პარკის ნაფლეთი,
ზეცას რომ წაიღებს და.........
სუნთქვა არ მყოფნის......
                                                                17. 04.11.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები