ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უცნობი მოხეტიალე
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2011


                            ***
ფოთლებქვეშ დამალული სველი მიწა
ატალახიანებულ ბილიკებს მომაგონებს,
რომელიც ხშირად ხელით მომიზილავს,
ერთ დიდ ბირთვად დამიმრგვალებია
და მზესთან ახლოს დამიდია გასაშრობად.
დიახ,
ეს ჩემი ხელით მოზელილი დედამიწაა
სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.

                                  ***
ანგელოზთა დასი გიგალობენ შენ უფალო ჩემო,
მე ცაზე ხელაპყრობილი ვეფერები შენს ღრუბლებს,
და ღრუბლები გეფერება შენ უფალო.
უფალო, მე ვიქნები ქართა გრიგალი,
უფალო, მე ვიქნები სამყაროს გადამრჩენი ანგელოზი. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები