ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2011


გიო ზედვაკელს

კოცონზე ხელები მოეთბო
და ნარიყალას ციხიდან-
ქალაქის მეორე პოეტი
-სულს პერანგივით იხდიდა,
რომ ასე სადა და შიშველი,
ამ შემოდგომის წვიმაში,
შიზოფრენიის ნიშნებით,
წმინდა სამების წინაშე-
დაეხრჩო თავი ამ უკუნ
მტკვარში...თუ რავი,რა სურდა?
მერე დაღმართზე დაეშვა,
აღმართი გაუფასურდა.
ციაგზე მთვარე იწვოდა,
ჯალათებმა რომ ვერ დაკლეს.
იცით რა ახლოს ვიცნობდი,
და ვიცნობ გიო ზედვაკელს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები