ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნატა ბუკია
ჟანრი: პროზა
25 აპრილი, 2011


დედლაინი

ფიქრი სწრაფად მთავრდება. უფრო სწრაფად ვიდრე სამარშუტო ტაქსი მოასწრებს ასიოდე მეტრის გავლას. რას ნიშნავს ეს? დავიღალე და ფიქრის თავიც აღარ მაქვს? თუ ფიქრის საგანი ძალიან კონკრეტული გახდა და გაცვდა, ინტერესიც დაკარგა? არა.
ეს ბოლო პერიოდი ხომ სულ ამ თემაზე ვფიქრობ. ნეტავ მალე გავიდოდეს ეს ოთხი დღე, წვალებაც დამთავრდება.
მთავარია მოვასწრო... მთავარია? არ ვიცი. შეიძლება დღეს არის ეს მთავარი, მინდა, რაც ჩაფიქრებული მაქვს ისე დამთავრდეს როგორც ეს ჩემს ფიქრშია. იქნებ ეს მხოლოდ სურვილია და მეტი არაფერი? ან ეს უდიდესი ენერგიაა, რომელიც ამ სურვილის შესრულებს შეეწირება, შეეგლისება...  რა საშინელი სიტყვაა შეეგლისა, ნეტავ საიდან მოვიტანე!
თუ არ შესრულდება? ამაზე ფიქრიც კი აუტანელია. ეს იგივეა რაც შვილი გაზარდო, მოეფერო, გაუთენო ღამეები, გაამდიდრო მისი ინტელექტი საინტერესო ფაქტებით, მოკლედ გააკეთო ის მაქსიმუმი რისი გაკეთებაც შეგიძლია და მერე არაფერი მიიღო სანაცვლოდ. ეგოიზმი აქ არაფერ შუაშია. გინდა მიიღო შედეგი, რომელიც, ამ შემთხვევაში, შენს შვილში იქნება ხორცშესხმული.
იმდენად მივეჩვიე ჩემს ამჟამინდელ ყოფას, რომ დარწმუნებული ვარ, ოთხი დღის გავლის შემდეგ თავს მარტოდ ვიგრძნობ. შეიძლება მომენატროს კიდეც. იგი ხომ სამოგზუროდ უნდა გავუშვა. არავინ იცის ვის გადაეყრება, ბოროტს თუ კეთილს. წიგნს, ადამიანსა თუ  მოვლენას ყველა სუბიექტი თავისებურად აღიქვამს. ამდენადაა საშიში და სანერვიულო, თორემ, მე თუ ვინმე მკითხავს, ძალიან დახვეწილია, საინტერესო და პრაქტიკული ღირებულებაც აქვს. ჩემი სურვილი რომ იყოს არსად გავუშვებდი და მეყოლებოდა ჩემს გვერდით, მაგრამ... წავიდეს და დაიმკვიდროს თავი. მე დაველოდები. დაველოდები თუნდაც ერთი წელი და მერე...
ფიქრი გამიგრძელდა, აი ჩემს გაჩერებასაც გავცდი. რაღაც ახლი შემოვიდა ჩემს გონებაში. ამაფორიაქა. არა, არაფერი დამემართება. უბრალოდ რაღაც ახალზე დავიწყებ ფიქრს და უსათუოდ რაღაც გამომივა.
.....
შენ რას ფიქრობ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები