ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2011


ხ უ თ ი პ ა წ ა წ უ ნ ა

* * *
სულის სიღრმეში ჩავიხედე, -
ისე, ვით ზღვაში ფერად კენჭებს, -
ფერად ფიქრებს არ ჰქონდა დათვლა...


* * *
ბ ა ვ შ ვ ო ბ ა მ  მაშინ დამიქნია შორიდან ხელი,
როცა  ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს  კარი ცხვირწინ მივუჯახუნე!


. . .
უცოდველობას ელევი და ცოდვილი ხდები,
თუკი სატანას მიუცუცქდი და ემსახურე...

* * *
თუ  “მეგობრობას”  გადაარქმევ ოდესმე სახელს,
ეცადე,  “ვნება”  -  “სიძულვილში”  არ აგერიოს!


* * *
მგონია,  წვიმის ყოველ წვეთში – უფლის ცრემლია...
მწარედ დასტირის დედამიწას, ჩვენგან განაწირს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები