იმ დღეს ორი წიგნი ვიყიდე და ხურდაში ქაღალდის ლარიანი გამომიბრუნეს, ბიჭოს! რამდენი ხანია ქაღალდის ლარიანი არ მინახავს... დავხედე და ნიკო ფიროსმანის დარდიანმა მზერამ თვალი ისე გამისწორა, რომ უნებურად თვალი ავარიდე და აჩქარებულად ჩავიკუჭე ჯიბეში.
საფულისთვის ვერ გავიმეტე, რკინის მონეტებს ვერ გავალახინე და ხავერდის სარჩულში მოვათავსე. ის მზერა მაინც დამრჩა თვალწინ გაყინული… ფეხით დავუყევი ქუჩას. . . .დავფქრდი რატომ ვიყავი ასე ლახვარნაცემი, კარგად გავიქექე ჩემს ხასიათში და - ერთი ის იყო, ქაღალდის ლარიანმა მომაგონა რომ იმ მაღაზიაში ალბათ დიდხანს იდო. მინიმუმ 2 წელი. ესე იგი გამოდის იმდენად ცოტა წიგნი გაიყიდა იმ მაღაზიაში, რომ ხურდაში ლარიანი არავის გამოუყენებია. - მეწყინა. - მეორე კი: ფიროსმანის ცხოვრება რაღაცით გავს ტერენტი გრანელისას, გრანელის ლექსები სულ ფიროსმანს მაგონებენ „პოეზიაში ვარ უდიდესი და ცხოვრებაში-გზა აბნეული.“*
როგორი იყო მაინც ნეტავ.
ყველგან მოწიწებანარევი ღიმილით ხვდებოდნენ. ცოტა ყოფნიდა და ცოტას ითხოვდა. ბევრს ფიქრობდა და რთულად ეხატებოდა, ხოლო ნახატი - მარტივი გამოსდიოდა. მისი ერთი ნახატი მთელი რომანია. იმ რომანიდან ყველაზე საინტერესო ეპიზოდი ნახატზე დევს. ათას სიუჟეტს შექმნი მილიარდ ფერში. შეგიძლია ახალი რომანი, ნოველა, ანდა ესსე დაწერო იმ იაზე, რომელიც აქტრისა მარგარიტას უკან დარჩა და სურათზე არც ჩანს, არც დაუხატავს, - მაგრამ იქაა... არავინ იცის მისი საფლავი, ისე, როგორც იმ იის არსებობა. რა იყო მისი სიკვდილის წინა ფიქრები, მისი აუსრულებელი ოცნებები. ფერწერის პოეტი ფიროსმანი - მხატვრობის ნამუსი. გადიოდა წლები, იცვლებოდა დრო-დროება, ადამიანები, ხელისუფლებები, ჟამმა მოიტანა საქართველოს ხელმეორე დამოუკიდებლობა, მოვიდა ახალგაზრდა თაობა. გაახსენდათ ეროვნული სიმდიდრეები, შეიცვალა ფულის ნიშანი, ახლა ვიხდით თამარით, დავითით, ქაქუცათი, ილია ჭავჭავაძით, ივანე ჯავახიშვილით...და ნიკო ფიროსმანით ?!.... თუმცა დაიცა... არც აქ ქონია, ბედი! ფიროსმანი ქაღალდის ლარიანზე დახატეს და ისიც გააქრეს. ლარიანი რკინის ფულად აქციეს, ვეებერთელა „1“ -ით ღირსება შეუფასეს და, "ჯეოსელის" რეკლამას დაამსგავსეს.
საწყალი ფიროსმანი, ძვირი უჯდებოდა მთავრობას ქაღალდის ყველაზე იაფად ღირებულ ნაგლეჯზე მისი დახატვა და „სახდელი“ ფულის „ღირსებებით“ შემკობა თუ „ბედი-მდევარი“ სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს დევნას?..
ეჰა, დიდო წინაპარო... შენი ნახატები მილიონობით დოლარი და ევრო ღირს, შენთვის კი შენმა სამშობლომ, სიცოცხლეში -თავზე ჭერი, საფლავზე - ლოდი და ხსოვნისათვის - ლარიანი არ გაიმეტა... შენი თაობა და თაობა - ჩვენი პაპების და, მერე მათი შთამომავლების თაობა - ჩვენი მამების და, მერე კიდევ ჩვენი თაობა - ყველა, ყველა ვალში ვართ შენი უთქმელობის, ჩუმი მოთმინების, შიმშილის, უპატრონო სიკვდილის, დაკარგული საფლავის, ერთი ჭიქა შესანდობარის და დიადი შედევრების წინაშე.
არავინ გიპატრონა და მოგიარა შენ. არც სამშობლომ, არც ერმა და არც ბერმა. ყველას თავისი თავი უჭირდა ისე, როგორც გუშინ, როგორც დღეს ...
მოგვეკითხება?!
_____________ * ტ.გრანელი _________________________________________________________________________________ © საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
77. საოცარია..ამ პაწაწა ნაწარმოებში რამდენი ტკივილი და სიყვარული ჩაგიქსოვიათ...როგორ ახერხებთ.. საოცარია..ამ პაწაწა ნაწარმოებში რამდენი ტკივილი და სიყვარული ჩაგიქსოვიათ...როგორ ახერხებთ..
76. საოცრად წერთ. საოცრად წერთ.
75. 5 ლამაზი ფილმებია გიორგი შენგელაიას "ფიროსმანი", (ფიროსმანი - - - მხატვარი ავთო ვარაზი) და გიგა ლორთქიფანიძისა და ამირან დარსაველიძის "ფიროსმანი, გამარჯობა ყველას" (ფიროსმანი - - - ოთარ მეღვინეთუხუცესი). აქ ოთარი საოცრად კარგად გადმოსცემს ფიროსმანის სევდას. ია არ ჩანდა, აქტრისა მარგარიტა ფარავდაო ჟღერს ტექსტში და გიგასა და ამირანის ეს ფილმი გამახსენდა, სადაც იას როლს გიგას გოგო ნანა ლორთქიფანიძე შესანიშნავად თამაშობს. ფიროსმანი ეუბნება მე ხომ არ დამიხატიხარო და ია პასუხობს ვერ დამინახე, ხალხში ვიყავი დამალული, მიწას ვთოხნიდიო.
5 ლამაზი ფილმებია გიორგი შენგელაიას "ფიროსმანი", (ფიროსმანი - - - მხატვარი ავთო ვარაზი) და გიგა ლორთქიფანიძისა და ამირან დარსაველიძის "ფიროსმანი, გამარჯობა ყველას" (ფიროსმანი - - - ოთარ მეღვინეთუხუცესი). აქ ოთარი საოცრად კარგად გადმოსცემს ფიროსმანის სევდას. ია არ ჩანდა, აქტრისა მარგარიტა ფარავდაო ჟღერს ტექსტში და გიგასა და ამირანის ეს ფილმი გამახსენდა, სადაც იას როლს გიგას გოგო ნანა ლორთქიფანიძე შესანიშნავად თამაშობს. ფიროსმანი ეუბნება მე ხომ არ დამიხატიხარო და ია პასუხობს ვერ დამინახე, ხალხში ვიყავი დამალული, მიწას ვთოხნიდიო.
74. მთავარია აზრი იდოს.ყველა ერთნაირი ვერ იქნება. მთავარია აზრი იდოს.ყველა ერთნაირი ვერ იქნება.
73. ეს რა მოიგძებნია ჯანმრთელო ავადმყოფო? - სუსტია ეს,
უბრალოდ სუსტი ნაწერების წაშლა ხასიათში არ მაქვს.
ეს რა მოიგძებნია ჯანმრთელო ავადმყოფო? - სუსტია ეს,
უბრალოდ სუსტი ნაწერების წაშლა ხასიათში არ მაქვს.
72. ეჰ... არ ვიცი რატომ,მაგრამ უეცრად ძეგლი გახსენდა.რა იქნებოდა?... ძეგლი კი არა,ფეჩი ვერ დაუდგეს ზამთარში.
ეჰ... არ ვიცი რატომ,მაგრამ უეცრად ძეგლი გახსენდა.რა იქნებოდა?... ძეგლი კი არა,ფეჩი ვერ დაუდგეს ზამთარში.
71. არ ვიცი და უნებურად, განტვირთვის მიზნით შემოვედი აქ , ვიფიქრე სულიერად მოვისვენებ გონებრივი მუშაობის შემდეგ გუშინდელს აქეთო და რატომღაც ამ ნაწარმოებს მოეჭიდა ისარი.
ჩამოვიკითხე ინტერესითა და გულდასმით და დამიმძიმდა სული, გულიც მეტკინა მწვავე რეალობით. კიდევ ერთხელ ვიგრძენი , რომ ადამიანებში როგორი უპატიებელი დოზითაა უმადურება. მიკვირს ძალიან, რად ვერ აღიქმება საჭირო დროს ღირებულებები დროულად და სათანადოდ არ ფასდება ისინი, რა უბნელებს გონებას და უბინდავს თვალთა ხედვას მათ ვისაც ეს არ უნდა ემართებოდეს.
სამწუხაროა ძალიან, ზოგი წინასაუკუნის სირცხვილს ახლა იწონებს, ზოგი კი, საამაყოს დასცინის და მის ღირებულებას საკუთარი ღირსების დაცემაში სცვლის და აიგივებს.
ნეფერტარი! ნეტავი თქვენსავით სწორედ აღიქვამდეს და აცნობიერბდეს ამ და სხვა ტკივილს ადამიანთა საკმაო რაოდენობა, მაშინ ხომ ფიროსმანს საუკეთესო ადგილი ექნებოდა აქ და სხვა საკითხებიც ღირსეულად დალაგდებოდა.
კარგია მაინც,ჯერ კიდევ, რომ არიან ჭეშმარიტად გამორჩეულნი.
ნ ე ქ ტ ა რ ი. არ ვიცი და უნებურად, განტვირთვის მიზნით შემოვედი აქ , ვიფიქრე სულიერად მოვისვენებ გონებრივი მუშაობის შემდეგ გუშინდელს აქეთო და რატომღაც ამ ნაწარმოებს მოეჭიდა ისარი.
ჩამოვიკითხე ინტერესითა და გულდასმით და დამიმძიმდა სული, გულიც მეტკინა მწვავე რეალობით. კიდევ ერთხელ ვიგრძენი , რომ ადამიანებში როგორი უპატიებელი დოზითაა უმადურება. მიკვირს ძალიან, რად ვერ აღიქმება საჭირო დროს ღირებულებები დროულად და სათანადოდ არ ფასდება ისინი, რა უბნელებს გონებას და უბინდავს თვალთა ხედვას მათ ვისაც ეს არ უნდა ემართებოდეს.
სამწუხაროა ძალიან, ზოგი წინასაუკუნის სირცხვილს ახლა იწონებს, ზოგი კი, საამაყოს დასცინის და მის ღირებულებას საკუთარი ღირსების დაცემაში სცვლის და აიგივებს.
ნეფერტარი! ნეტავი თქვენსავით სწორედ აღიქვამდეს და აცნობიერბდეს ამ და სხვა ტკივილს ადამიანთა საკმაო რაოდენობა, მაშინ ხომ ფიროსმანს საუკეთესო ადგილი ექნებოდა აქ და სხვა საკითხებიც ღირსეულად დალაგდებოდა.
კარგია მაინც,ჯერ კიდევ, რომ არიან ჭეშმარიტად გამორჩეულნი.
ნ ე ქ ტ ა რ ი.
70. მოგვეკითხება!!! მოგვეკითხება!!!
69. ხშირად ადამიანი მეტის-მეტი ქებით განდიდების მანიაში და ამპარტავნებაში ვარდება რითაც სხვას ავნებს,საჭიროა სიმართლე,და შენიშვნაც ხშირად ადამიანი მეტის-მეტი ქებით განდიდების მანიაში და ამპარტავნებაში ვარდება რითაც სხვას ავნებს,საჭიროა სიმართლე,და შენიშვნაც
67. ამის წაკითხვა მიყვარს ხოლმე ^_^ ამის წაკითხვა მიყვარს ხოლმე ^_^
66. შესანიშნავად წერთ. შესანიშნავად წერთ.
65. ეჰა, დიდო წინაპარო... შენი ნახატები მილიონობით დოლარი და ევრო ღირს, შენთვის კი შენმა სამშობლომ, სიცოცხლეში -თავზე ჭერი, საფლავზე - ლოდი და ხსოვნისათვის - ლარიანი არ გაიმეტა... შენი თაობა და თაობა - ჩვენი პაპების და, მერე მათი შთამომავლების თაობა - ჩვენი მამების და, მერე კიდევ ჩვენი თაობა - ყველა, ყველა ვალში ვართ შენი უთქმელობის, ჩუმი მოთმინების, შიმშილის, უპატრონო სიკვდილის, დაკარგული საფლავის, ერთი ჭიქა შესანდობარის და დიადი შედევრების წინაშე. .... ეჰა, დიდო წინაპარო... შენი ნახატები მილიონობით დოლარი და ევრო ღირს, შენთვის კი შენმა სამშობლომ, სიცოცხლეში -თავზე ჭერი, საფლავზე - ლოდი და ხსოვნისათვის - ლარიანი არ გაიმეტა... შენი თაობა და თაობა - ჩვენი პაპების და, მერე მათი შთამომავლების თაობა - ჩვენი მამების და, მერე კიდევ ჩვენი თაობა - ყველა, ყველა ვალში ვართ შენი უთქმელობის, ჩუმი მოთმინების, შიმშილის, უპატრონო სიკვდილის, დაკარგული საფლავის, ერთი ჭიქა შესანდობარის და დიადი შედევრების წინაშე. ....
64. მე სამას ლალრიანს გამოვუშვებდი და შენს პორტრეტს დავახატავდი.
ფალიაშვილიც გაგვიქრეს და მაგაზეც ვინმემ დაწერეთ ორი სტყვით რამე :D მე სამას ლალრიანს გამოვუშვებდი და შენს პორტრეტს დავახატავდი.
ფალიაშვილიც გაგვიქრეს და მაგაზეც ვინმემ დაწერეთ ორი სტყვით რამე :D
63. აი, ზუსტად!... თითქოს - ჩემს გულში იჯექი!... :O ეგ მშურს მარტო - სომხების... როგორ გადაჰყვებიან ზედ - თუ,კი, ვინმე სასახელო გამოუჩნდათ... და - საერთოდ, თავისიანს, ერთს - რომ არ შეჰყებენ... ქართველები კიდევ ერთმანეთის ძიძგვნით - რო ვერ გამძღარან!... :O რა - საწყენიააა!... :| აი, ზუსტად!... თითქოს - ჩემს გულში იჯექი!... :O ეგ მშურს მარტო - სომხების... როგორ გადაჰყვებიან ზედ - თუ,კი, ვინმე სასახელო გამოუჩნდათ... და - საერთოდ, თავისიანს, ერთს - რომ არ შეჰყებენ... ქართველები კიდევ ერთმანეთის ძიძგვნით - რო ვერ გამძღარან!... :O რა - საწყენიააა!... :|
61. Sainteresoa, rogorc yoveltvis )) Sainteresoa, rogorc yoveltvis ))
60. მომეწონა. კარგია მომეწონა. კარგია
59. ხშირად ვარ ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმში და ვფიქრობ ხოლმე, ადრე კიბის ქვეშ ეძინა და ახლა ამხელა სახლ-მუზეუმი წამოუჭიმეს. კაცი იფიქრებს, ზრუნავდა ხალხი მასზე და აფასებდაო, თუმცა ისიც ხომ ვიცით რომ ამ მუზეუმითაც უბრალოდ სარგებელს ნახულობენ ნიკო ფიროსმანისგან. ტკივილი ზუსტადაა გადმოცემული და რეალობა, რომელსაც მწარესაც კი ვეღარ დავარქმევთ. შესანიშნავი ხართ! <3 ხშირად ვარ ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმში და ვფიქრობ ხოლმე, ადრე კიბის ქვეშ ეძინა და ახლა ამხელა სახლ-მუზეუმი წამოუჭიმეს. კაცი იფიქრებს, ზრუნავდა ხალხი მასზე და აფასებდაო, თუმცა ისიც ხომ ვიცით რომ ამ მუზეუმითაც უბრალოდ სარგებელს ნახულობენ ნიკო ფიროსმანისგან. ტკივილი ზუსტადაა გადმოცემული და რეალობა, რომელსაც მწარესაც კი ვეღარ დავარქმევთ. შესანიშნავი ხართ! <3
58. :/ გული დამწყდა ამდენი დაუდევრობების გამო ჩვენგან! :(( :/ გული დამწყდა ამდენი დაუდევრობების გამო ჩვენგან! :((
57. ++ :) :):):) ჩინებულია... ++ :) :):):) ჩინებულია...
56. ხო რა, მეც მაგი მინდოდა მეთქვა მერე რა თქვენო ბრწყინვალებავ მერე რაა... :)) მთავარია რა იქნება მერე :))) ხო რა, მეც მაგი მინდოდა მეთქვა მერე რა თქვენო ბრწყინვალებავ მერე რაა... :)) მთავარია რა იქნება მერე :)))
55. გმადლობთ ჰეგემონო, წარმატებები უკვე მაქვს. ჩემზე მეტი ქულა პროზაში თითქმის არავის აქვს, მაგრამ მერე რა ???? :) გმადლობთ ჰეგემონო, წარმატებები უკვე მაქვს. ჩემზე მეტი ქულა პროზაში თითქმის არავის აქვს, მაგრამ მერე რა ???? :)
54. ეხლა რამზესის მზერით გადავიკითხე ეს ყოველივე. მომეწონა, წარმატებებს გისურვებ ნეფერტარ + + + :) ეხლა რამზესის მზერით გადავიკითხე ეს ყოველივე. მომეწონა, წარმატებებს გისურვებ ნეფერტარ + + + :)
53. სანამ ბედუინთან მივალ, გადავწყვიტე სხვა მოთხრობებით გამეცნო ეს ავტორი. დამასევდიანა... გრანელი ჩემი საყვარელი ავტორია... ფიროსმანი კი მართლაც საოცრად ჰგავს თავისი ცხოვრებით გრანელს... მოკლედ ეფექტის ქვეშ დამტოვეთ, დედოფალო!.. დანარჩენს კი თავად ეს ჩანახატი ამბობს და ჩემგან არაფრის დამატებას საჭიროებს. სანამ ბედუინთან მივალ, გადავწყვიტე სხვა მოთხრობებით გამეცნო ეს ავტორი. დამასევდიანა... გრანელი ჩემი საყვარელი ავტორია... ფიროსმანი კი მართლაც საოცრად ჰგავს თავისი ცხოვრებით გრანელს... მოკლედ ეფექტის ქვეშ დამტოვეთ, დედოფალო!.. დანარჩენს კი თავად ეს ჩანახატი ამბობს და ჩემგან არაფრის დამატებას საჭიროებს.
52. მადლობა დომენიკო სოლა. მადლობა დომენიკო სოლა.
51. ძალიან კარგია, წარმატებები ავტორს ++ ძალიან კარგია, წარმატებები ავტორს ++
50. მიუხედავად ავტორის მიმართ " ლიჩნი ნეპრიაზნი"-სა ნაწერი და გულისტკივილი მომეწონა. ფიროსმანი მეტს იმსახურებს, მაგრამ მონეტის მეორე მხარეს შეხედეთ, ოდესღაც ეს ქაღალდის ლარანიც თავის ნომინალზე გაციებიღთ ღირებული გახდება, როგორც თავად ფიროსმანის ნახატები, რომლების ფასიც ადრე კაპიკი იყო. მიუხედავად ავტორის მიმართ " ლიჩნი ნეპრიაზნი"-სა ნაწერი და გულისტკივილი მომეწონა. ფიროსმანი მეტს იმსახურებს, მაგრამ მონეტის მეორე მხარეს შეხედეთ, ოდესღაც ეს ქაღალდის ლარანიც თავის ნომინალზე გაციებიღთ ღირებული გახდება, როგორც თავად ფიროსმანის ნახატები, რომლების ფასიც ადრე კაპიკი იყო.
49. იდეა და ხედვა კარგია, რათქმაუნდა ნაწერიც. მეც ტროასი არ იყოს ფალიაშვილზეც გავიფიქრე, ისიც როგორ გაქრა ჩვენი "ხმარებიდან". ზოგჯერ მეჩვენება რომ მკითხველი ამა თუ იმ ავტორისაგან მოითხოვს იმას რაც თვითონ სურს ან რის ხასიათზეც არის. - ასეთი მიდგომა არასწორია. მე ამ ნაწერს ავტორის კეთილშობილურ ნაფიქრს დავარქმევ და არ შევხედავ იმას თუ რა ასაკის არის იგი, რადგან კეთილშობილურ აზრებს და ფიქრებს ასაკი არ გააჩნია. პატივისცემით. :) იდეა და ხედვა კარგია, რათქმაუნდა ნაწერიც. მეც ტროასი არ იყოს ფალიაშვილზეც გავიფიქრე, ისიც როგორ გაქრა ჩვენი "ხმარებიდან". ზოგჯერ მეჩვენება რომ მკითხველი ამა თუ იმ ავტორისაგან მოითხოვს იმას რაც თვითონ სურს ან რის ხასიათზეც არის. - ასეთი მიდგომა არასწორია. მე ამ ნაწერს ავტორის კეთილშობილურ ნაფიქრს დავარქმევ და არ შევხედავ იმას თუ რა ასაკის არის იგი, რადგან კეთილშობილურ აზრებს და ფიქრებს ასაკი არ გააჩნია. პატივისცემით. :)
48. კარგი ხარ :) კარგი ხარ :)
47. მადლობა ბენ. :) მადლობა ბენ. :)
46. გაიხარე ნეფერტარი
+2+ გაიხარე ნეფერტარი
+2+
44. ზღუდე გუნებაში.
წავედი მე, ხვრინვა უნდა განვაგრძო. ხიბლში ჩავარდნილი ნეფიკა.
ზღუდე გუნებაში.
წავედი მე, ხვრინვა უნდა განვაგრძო. ხიბლში ჩავარდნილი ნეფიკა.
43. უჰ, ნეტავი თქვენ რომ ახლა მაგაზე არ დამაგულისჭიროთ.... :) როგორც აქ ამბობენ, ამ ჟანრში თანამდროვეებიდან პირველი ვყოფილვარ, ასე რომ პირველობის ხიბლი უკვე მერგო და, თუ რამეს უკეთესს შექმნით, მხოლოდ მკითხველი მოიგებს. სფინქსის გამო მეწყინა, რადგან მას ვერავინ მიუახლოვდება ერთი კილომეტრის რადიუსზე, თქვენ კი ეს არ იცით მოგზაურო. თუ რამე გაწყენინეთ, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ვერ დავინახე თქვენს კომენტარში კეთილმოსურენობა და იგივე დოზით გიპასუხეთ...
ვაღიარებ, - რომ არ მეკადრება. ვინცხა "იმ მხატვრისა" არ იყოს, - ვინ თქვენ და ვინ - მე. :) უჰ, ნეტავი თქვენ რომ ახლა მაგაზე არ დამაგულისჭიროთ.... :) როგორც აქ ამბობენ, ამ ჟანრში თანამდროვეებიდან პირველი ვყოფილვარ, ასე რომ პირველობის ხიბლი უკვე მერგო და, თუ რამეს უკეთესს შექმნით, მხოლოდ მკითხველი მოიგებს. სფინქსის გამო მეწყინა, რადგან მას ვერავინ მიუახლოვდება ერთი კილომეტრის რადიუსზე, თქვენ კი ეს არ იცით მოგზაურო. თუ რამე გაწყენინეთ, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ვერ დავინახე თქვენს კომენტარში კეთილმოსურენობა და იგივე დოზით გიპასუხეთ...
ვაღიარებ, - რომ არ მეკადრება. ვინცხა "იმ მხატვრისა" არ იყოს, - ვინ თქვენ და ვინ - მე. :)
42. :)
თუ ნაგავს არ მოიცილებ, ყოფილხარ ესე იგი ნაგვის ღირსი
აი,ამას შეფთის ვეტყვი და თქვენს საბოლოო პორტრეტს შევქმნით.
მგონი ცხვირის კიდევ მეტად დაგრძელება მოგვიწევს იმ ნახატში.
ჩემი რჩევა: ყველა აღელვებულმა ადამიანმა ღრმად ისუნთქოს რაც შეიძლება.
შეფთი მეუბნება, მაგას შენი შურს, შენს ერთ კომენტარში უფრო დიდი ოსტატობა ჩანს, ვიდრე მაგის მთლიან "ბედუინშიო".
მე არ ვუჯერებ.არ იქნება მასე.
უი, ბედუინიიი. :))
ახლა მივხვდი, ჩემს კომენტარში სიტყვა ბედუინის ხსენებამ გაგაღიზიანათ თქვენ გუშინ. ჰა ჰაააა ჰააააააააა :)) ექსკლუზიური უფლება? :))))))))))))))))) რა საყვარელი ხარ. :) :)
თუ ნაგავს არ მოიცილებ, ყოფილხარ ესე იგი ნაგვის ღირსი
აი,ამას შეფთის ვეტყვი და თქვენს საბოლოო პორტრეტს შევქმნით.
მგონი ცხვირის კიდევ მეტად დაგრძელება მოგვიწევს იმ ნახატში.
ჩემი რჩევა: ყველა აღელვებულმა ადამიანმა ღრმად ისუნთქოს რაც შეიძლება.
შეფთი მეუბნება, მაგას შენი შურს, შენს ერთ კომენტარში უფრო დიდი ოსტატობა ჩანს, ვიდრე მაგის მთლიან "ბედუინშიო".
მე არ ვუჯერებ.არ იქნება მასე.
უი, ბედუინიიი. :))
ახლა მივხვდი, ჩემს კომენტარში სიტყვა ბედუინის ხსენებამ გაგაღიზიანათ თქვენ გუშინ. ჰა ჰაააა ჰააააააააა :)) ექსკლუზიური უფლება? :))))))))))))))))) რა საყვარელი ხარ. :)
41. ვაიმე "ეშლ-ვაშლ", გამოუძინებელი დაურჩი შეფთისა? :))))))))) ვაიმე "ეშლ-ვაშლ", გამოუძინებელი დაურჩი შეფთისა? :)))))))))
40. ნეფიკ,
ამ დღისით როგორ ხასიათზე ხარ? ისევ გეკრაჭუნება კბიჭებიიი?
თუ გადახედავ შენ ნახტუნ-ნაკომენატრებს და შეგეფაკლება ღაწვნი რიდისგან?
ნეფიკა- დედა ჰუმორისა ურაკპარაკსა ზედა :)) :დ ნეფიკ,
ამ დღისით როგორ ხასიათზე ხარ? ისევ გეკრაჭუნება კბიჭებიიი?
თუ გადახედავ შენ ნახტუნ-ნაკომენატრებს და შეგეფაკლება ღაწვნი რიდისგან?
ნეფიკა- დედა ჰუმორისა ურაკპარაკსა ზედა :)) :დ
39. გეგა ოდიშელო, არ ვჩხუბობ, უბრალოდ ავკარგიანი ადამიანი ვარ. როცა ვიღაც ცდილობს, ცინიზმით გაჟღენთილი და გესლიანი ნაგავი, - თავზე გამოგონილი ხალისით გაყაროს, თუ ნაგავს არ მოიცილებ, ყოფილხარ ესე იგი ნაგვის ღირსი და უნდა აიტანო, თუ ღირსეული ხარ, მისივე პათოსით უნდა უპასუხო, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გაიგებს. ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს მაგ მიმართულებით. აქვე გეუბნები, რომ შენი შემოქმედება ძალიან, ძალიან მომწონს და შენი ხუთიანი ძალიან გამეხარდა.
კრავაი ზვერელო, ეგ ახსნა-განმარტება თქვენც გეკუთვნით, მე ვისი ბედიც მაწუხებს, იმას გვერდში ვუდგევარ როგორც მისი სისხლი და ხორცი. ვისიც არ მაწუხებს, ჰარირამასი არ იყოს, მისი სახელიც არ მახსოვს. ჯერ-ჯერობით თქვენი სახელი მახსოვს და თუ არ დამავიწყებთ, იქით დაგირჩებით მადლიერი.
გეგა ოდიშელო, არ ვჩხუბობ, უბრალოდ ავკარგიანი ადამიანი ვარ. როცა ვიღაც ცდილობს, ცინიზმით გაჟღენთილი და გესლიანი ნაგავი, - თავზე გამოგონილი ხალისით გაყაროს, თუ ნაგავს არ მოიცილებ, ყოფილხარ ესე იგი ნაგვის ღირსი და უნდა აიტანო, თუ ღირსეული ხარ, მისივე პათოსით უნდა უპასუხო, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გაიგებს. ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს მაგ მიმართულებით. აქვე გეუბნები, რომ შენი შემოქმედება ძალიან, ძალიან მომწონს და შენი ხუთიანი ძალიან გამეხარდა.
კრავაი ზვერელო, ეგ ახსნა-განმარტება თქვენც გეკუთვნით, მე ვისი ბედიც მაწუხებს, იმას გვერდში ვუდგევარ როგორც მისი სისხლი და ხორცი. ვისიც არ მაწუხებს, ჰარირამასი არ იყოს, მისი სახელიც არ მახსოვს. ჯერ-ჯერობით თქვენი სახელი მახსოვს და თუ არ დამავიწყებთ, იქით დაგირჩებით მადლიერი.
38. 5. ნეფერტარ.. მაგრამ რატო ჩხუბობ დედასგაფიცეებ? 5. ნეფერტარ.. მაგრამ რატო ჩხუბობ დედასგაფიცეებ?
37. ვფიქრობ , პუბლიცისტიკაა უფრო, ვიდრე პროზა.
თქვენი ნაწერი და კომენტარი(36-ე), იმდენად კონტრასტულია,ეჭვი გამიჩნდა, ასე გაწუხებდეთ ფიროსმანის( ან ვინმეს) ბედი.
გულწრფელობა აუცილებელია ყველა შემოქმედისთვის, ჩემის აზრით. ვფიქრობ , პუბლიცისტიკაა უფრო, ვიდრე პროზა.
თქვენი ნაწერი და კომენტარი(36-ე), იმდენად კონტრასტულია,ეჭვი გამიჩნდა, ასე გაწუხებდეთ ფიროსმანის( ან ვინმეს) ბედი.
გულწრფელობა აუცილებელია ყველა შემოქმედისთვის, ჩემის აზრით.
36. კარგია, მიხვდით რომ ყაყანებთ და დამპალი ვაშლის ფასიც არა გაქვთ. ჰაჩეპსუტი იყო პირველი ფარაონი ქალი ეგვიპტისა, მსგავსი წინამძღოლი არცერთ ქვეყანას არ ჰყოლია. მეფეები რა საჭიროა, უმაქნისი კრაზანები, ერთ ლარზე რომ იყიდებიან და ბოლო სტავკა ოცი ლარი რომ აქვთ... :) ჩემი ფარაონის მზემ, ეგ თქვენი დამპალი ვაშლი თქვენს მიერ განკურნებული იმ ვირების საჭმელადაც არ ვარგა, ხან რომ ზედ აზიან და ხან პირიქით, :))))))) გავიგრე რაშმორზე მიდიხართ ვირებითა და ეგ ქალაქ-ვაშლი თქვენა კბიჩეთ, ნიუ-იროკის ჰამბურგერებს მიუჩვევლები ხართ და "ტრიცატტრი" არ დაგემართოთ... :D
კარგია, მიხვდით რომ ყაყანებთ და დამპალი ვაშლის ფასიც არა გაქვთ. ჰაჩეპსუტი იყო პირველი ფარაონი ქალი ეგვიპტისა, მსგავსი წინამძღოლი არცერთ ქვეყანას არ ჰყოლია. მეფეები რა საჭიროა, უმაქნისი კრაზანები, ერთ ლარზე რომ იყიდებიან და ბოლო სტავკა ოცი ლარი რომ აქვთ... :) ჩემი ფარაონის მზემ, ეგ თქვენი დამპალი ვაშლი თქვენს მიერ განკურნებული იმ ვირების საჭმელადაც არ ვარგა, ხან რომ ზედ აზიან და ხან პირიქით, :))))))) გავიგრე რაშმორზე მიდიხართ ვირებითა და ეგ ქალაქ-ვაშლი თქვენა კბიჩეთ, ნიუ-იროკის ჰამბურგერებს მიუჩვევლები ხართ და "ტრიცატტრი" არ დაგემართოთ... :D
35. "ადამ", ავტორი: ისმაელი ცუცქნი ოჯახისკენ გეყოლება მოსაკითხი... :D როცა სხვას ერთ სიტყვას უსწორებ, შენც სწორად უნდა დაწერო. თუ განათლებულ კაცობაზე თავს არ დებთ- რას იკლავთ თავს? სთხოვეთ "კრიშას" გახსნას ჟანრი "კომენტარი" და იქ "იბაირამეთ". გელოდებით ერთი როდის დაწერთ ჩემზე ისტორიას. მიდით, შეუბერეთ, ვნახოთ შედეგი რა მოყვება გოგჩოებო. ნეფერტარი. 2012-07-12 02:57:49
ერთხელ, მე და ჩემი ძმა შეფთი, მოვდიოდით უკაცრიელ კუნძულზე.
კაცო, დავდივართ ნიუ-იორკის ქუჩებში და გვიკვირს, ასეთი კარგი ადგილი როგორ არ დაასახლეს აქამდე-თქო.
თურმე რა ხდება.
ერთი არამკითხე მოამბე მოსულა ქვიშის მიწაზე და უთქვამს მე დედოფალი ვარ, უცხო ენებსა ვფლობ, განვკარგავ -ვინ სად თქვას, რა თქვას, იხაროს თუ იხვრინოსო.
ჯერ იცინა,იცინა ხალხმა. მერე, თქვეს საცა არა ჯობს - დაცდა ჯობსო და..დაუცადეს როდის მიხვდებოდა ის ვინმე თავის რეალურ ადგილსა და დანიშნულებას.
მომთმენი ყოფილა ხალხი, მომთმენი და მიმტევებელი. მაგრამ, ის ქალი მაინც ვერ მიხვდა.
ერთი მხატვარი ჰყვარებია ამ ქალს და იმის გულისთვის ამოდიოდა მზე და მთოვარე, მარა, გაქცევია ის მხატვარი - არ გაუჩერდა. ან რას გაუჩერდებოდა? დედოფალი ვარ და ზევიდან ყურება მმართებსო.
მერე კიდევ სხვა გაჰყოლია იმ მხატვრის კვალს, მერე კიდევ სხვა და ასე არდასახლებულა ნიუ-იორკი.
სამაგიეროდ, ღმერთმა ბევრი-ბევრი მეფე გამოუგზავნა, ქალიც და კაციც.
ხოდა, ერთი-ორი მეფე გვასესხოს იქნებ მე და შეფთის მაგან, საბაირამოდა ვართ წასასვლელები.
შეგონება: საცა ნაწერს უნდა არჩვდეთ, იქ კომენტარების გარჩევას კარგი პირი არ უჩანს.
ნიუ-იორკია,მაინც, რაც უნდა იყოს.
ვაშლი არავის ჩააკბეჩინოთ.
პ.ს გაჩუმებაში მეფეები გადაგიხადე. როცა შენი სიტყვა ერთი ლარიც არა ღირს.
თავი ამტკივდა ყაყანისგან და თანაც, არ მძინავს -უბრალოდ ვხვრინავ. "ადამ", ავტორი: ისმაელი ცუცქნი ოჯახისკენ გეყოლება მოსაკითხი... :D როცა სხვას ერთ სიტყვას უსწორებ, შენც სწორად უნდა დაწერო. თუ განათლებულ კაცობაზე თავს არ დებთ- რას იკლავთ თავს? სთხოვეთ "კრიშას" გახსნას ჟანრი "კომენტარი" და იქ "იბაირამეთ". გელოდებით ერთი როდის დაწერთ ჩემზე ისტორიას. მიდით, შეუბერეთ, ვნახოთ შედეგი რა მოყვება გოგჩოებო. ნეფერტარი. 2012-07-12 02:57:49
ერთხელ, მე და ჩემი ძმა შეფთი, მოვდიოდით უკაცრიელ კუნძულზე.
კაცო, დავდივართ ნიუ-იორკის ქუჩებში და გვიკვირს, ასეთი კარგი ადგილი როგორ არ დაასახლეს აქამდე-თქო.
თურმე რა ხდება.
ერთი არამკითხე მოამბე მოსულა ქვიშის მიწაზე და უთქვამს მე დედოფალი ვარ, უცხო ენებსა ვფლობ, განვკარგავ -ვინ სად თქვას, რა თქვას, იხაროს თუ იხვრინოსო.
ჯერ იცინა,იცინა ხალხმა. მერე, თქვეს საცა არა ჯობს - დაცდა ჯობსო და..დაუცადეს როდის მიხვდებოდა ის ვინმე თავის რეალურ ადგილსა და დანიშნულებას.
მომთმენი ყოფილა ხალხი, მომთმენი და მიმტევებელი. მაგრამ, ის ქალი მაინც ვერ მიხვდა.
ერთი მხატვარი ჰყვარებია ამ ქალს და იმის გულისთვის ამოდიოდა მზე და მთოვარე, მარა, გაქცევია ის მხატვარი - არ გაუჩერდა. ან რას გაუჩერდებოდა? დედოფალი ვარ და ზევიდან ყურება მმართებსო.
მერე კიდევ სხვა გაჰყოლია იმ მხატვრის კვალს, მერე კიდევ სხვა და ასე არდასახლებულა ნიუ-იორკი.
სამაგიეროდ, ღმერთმა ბევრი-ბევრი მეფე გამოუგზავნა, ქალიც და კაციც.
ხოდა, ერთი-ორი მეფე გვასესხოს იქნებ მე და შეფთის მაგან, საბაირამოდა ვართ წასასვლელები.
შეგონება: საცა ნაწერს უნდა არჩვდეთ, იქ კომენტარების გარჩევას კარგი პირი არ უჩანს.
ნიუ-იორკია,მაინც, რაც უნდა იყოს.
ვაშლი არავის ჩააკბეჩინოთ.
პ.ს გაჩუმებაში მეფეები გადაგიხადე. როცა შენი სიტყვა ერთი ლარიც არა ღირს.
თავი ამტკივდა ყაყანისგან და თანაც, არ მძინავს -უბრალოდ ვხვრინავ.
34. დღეს გადავწყვიტე ყველა შენი ნაწერი წავიკითხო:))
+5 დღეს გადავწყვიტე ყველა შენი ნაწერი წავიკითხო:))
+5
33. ეჰა, დიდო წინაპარო... შენი ნახატები მილიონობით დოლარი და ევრო ღირს, შენთვის კი შენმა სამშობლომ, სიცოცხლეში -თავზე ჭერი, საფლავზე - ლოდი და ხსოვნისათვის - ლარიანი არ გაიმეტა... შენი თაობა და თაობა - ჩვენი პაპების და, მერე მათი შთამომავლების თაობა - ჩვენი მამების და, მერე კიდევ ჩვენი თაობა - ყველა, ყველა ვალში ვართ შენი უთქმელობის, ჩუმი მოთმინების, შიმშილის, უპატრონო სიკვდილის, დაკარგული საფლავის, ერთი ჭიქა შესანდობარის და დიადი შედევრების წინაშე.
არავინ გიპატრონა და მოგიარა შენ. არც სამშობლომ, არც ერმა და არც ბერმა. ყველას თავისი თავი უჭირდა ისე, როგორც გუშინ, როგორც დღეს ...
მოგვეკითხება?!
მოგიკითხა არტემიდამ:) ეჰა, დიდო წინაპარო... შენი ნახატები მილიონობით დოლარი და ევრო ღირს, შენთვის კი შენმა სამშობლომ, სიცოცხლეში -თავზე ჭერი, საფლავზე - ლოდი და ხსოვნისათვის - ლარიანი არ გაიმეტა... შენი თაობა და თაობა - ჩვენი პაპების და, მერე მათი შთამომავლების თაობა - ჩვენი მამების და, მერე კიდევ ჩვენი თაობა - ყველა, ყველა ვალში ვართ შენი უთქმელობის, ჩუმი მოთმინების, შიმშილის, უპატრონო სიკვდილის, დაკარგული საფლავის, ერთი ჭიქა შესანდობარის და დიადი შედევრების წინაშე.
არავინ გიპატრონა და მოგიარა შენ. არც სამშობლომ, არც ერმა და არც ბერმა. ყველას თავისი თავი უჭირდა ისე, როგორც გუშინ, როგორც დღეს ...
მოგვეკითხება?!
მოგიკითხა არტემიდამ:)
32. ლუბა, ღმერთო როგორ მიხარია თქვენი გამოჩენა... :) რა კარგია რომ დაბრუნდით. ასე არაფერი გამხარებია კარგა ხანია. ლუბა, ღმერთო როგორ მიხარია თქვენი გამოჩენა... :) რა კარგია რომ დაბრუნდით. ასე არაფერი გამხარებია კარგა ხანია.
31. მართლაც რა უცნაური უბედობაა. აქმდე არ მიფიქრია ამაზე, თქვენ დამაფიქრეთ. ბრავო! 5 მართლაც რა უცნაური უბედობაა. აქმდე არ მიფიქრია ამაზე, თქვენ დამაფიქრეთ. ბრავო! 5
30. ძალიან მომეწონა. ფიროსმანი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გმირია. 5-იანი დამსახურებულად ნეფარტარო! ძალიან მომეწონა. ფიროსმანი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გმირია. 5-იანი დამსახურებულად ნეფარტარო!
29. ვინახავდი ერთ ტკიცინა ერთლარიანს, მაგრამ ეჰჰჰ, შემომეხარჯა :(
ვინახავდი ერთ ტკიცინა ერთლარიანს, მაგრამ ეჰჰჰ, შემომეხარჯა :(
28. "ქართული ნაწერი" - შატილიონი მეც ვეთანხმები. თუმც არის აქაც არა პატარა უზუსტობები... ასევე ისეთი ადგილი, რომლიც არ გახლდათ აუცილებელი ტექსტში განგეთავსებინათ!!! თუმც ამასაც ეშველება: რადაგნ ნაშრომი თქვენია სრული უფლებით სარგებლობთ და თავისუფლად შეგიძლიათ არაფერი შეცვალოთ!!! მე მხოლოდ ვიტყვი:
"- ერთი ის იყო, ქაღალდის ლარიანმა მომაგონა რომ იმ მაღაზიაში ალბათ დიდხანს იდო. მინიმუმ 2 წელი. ესე იგი გამოდის იმდენად ცოტა წიგნი გაიყიდა იმ მაღაზიაში, რომ ხურდაში ლარიანი არავის გამოუყენებია. - მეწყინა." - კარგად დააკვირდით შემდეგ გადაწყვიტეთ: დატოვებთ, შეცვლით თუ საერთოდ ამოიღებთ ტექსტიდან. ასევე სათაური სწორი ფორმითაა, თუმც ტექსტში "ერთ" აღარ ფიგურირებს. მოკლედ თქვენს ხელშია ყველაფერი!!! წინსვლის იმედითა და წწარმატებით გამახარებთ მხოლოდ!!! გაიხარე შენა!!!
"ქართული ნაწერი" - შატილიონი მეც ვეთანხმები. თუმც არის აქაც არა პატარა უზუსტობები... ასევე ისეთი ადგილი, რომლიც არ გახლდათ აუცილებელი ტექსტში განგეთავსებინათ!!! თუმც ამასაც ეშველება: რადაგნ ნაშრომი თქვენია სრული უფლებით სარგებლობთ და თავისუფლად შეგიძლიათ არაფერი შეცვალოთ!!! მე მხოლოდ ვიტყვი:
"- ერთი ის იყო, ქაღალდის ლარიანმა მომაგონა რომ იმ მაღაზიაში ალბათ დიდხანს იდო. მინიმუმ 2 წელი. ესე იგი გამოდის იმდენად ცოტა წიგნი გაიყიდა იმ მაღაზიაში, რომ ხურდაში ლარიანი არავის გამოუყენებია. - მეწყინა." - კარგად დააკვირდით შემდეგ გადაწყვიტეთ: დატოვებთ, შეცვლით თუ საერთოდ ამოიღებთ ტექსტიდან. ასევე სათაური სწორი ფორმითაა, თუმც ტექსტში "ერთ" აღარ ფიგურირებს. მოკლედ თქვენს ხელშია ყველაფერი!!! წინსვლის იმედითა და წწარმატებით გამახარებთ მხოლოდ!!! გაიხარე შენა!!!
27. ნიკალა ძალიან მიყვარს... იმდენად უბრალოა, რამდენადაც გენიალური. ამიტომ ფრაზის _ ბევრს ფიქრობდა და რთულად ხატავდა. _ მეორე ნაწილს ვერ გავიზიარებ... სტილსაც "პრიმიტივიზმი" იმიტომაც უწოდეს საქმეში ღრმად ჩახედულებმა :) და ერთიც... ნაფერები ნიკალა, ფიროსმანი ვერ იქნებოდა ღმერთმა მშვენივრად იცის ვის, რატომ და რა მისიას აკისრებს... მხოლოდ ამის არაღიარება შეიძლება მოგვეკითხოს, მხოლოდ ეს!!! ასე რომ _ "ყველას თავისი თავი უჭირდა ისე, როგორც გუშინ, როგორც დღეს ... "_ ასე იქნება ხვალეც, მაგრამ მავანნი მაინც მოახერხებენ და შეიყვარებენ, უერთგულებენ, თავს გასწირავენ... მოკლედ... არაფერს მეუბნება ეს ნოველა, პირადად მე... მემუქქრება კია და არ მესმის რისთვის :) ნიკალა ძალიან მიყვარს... იმდენად უბრალოა, რამდენადაც გენიალური. ამიტომ ფრაზის _ ბევრს ფიქრობდა და რთულად ხატავდა. _ მეორე ნაწილს ვერ გავიზიარებ... სტილსაც "პრიმიტივიზმი" იმიტომაც უწოდეს საქმეში ღრმად ჩახედულებმა :) და ერთიც... ნაფერები ნიკალა, ფიროსმანი ვერ იქნებოდა ღმერთმა მშვენივრად იცის ვის, რატომ და რა მისიას აკისრებს... მხოლოდ ამის არაღიარება შეიძლება მოგვეკითხოს, მხოლოდ ეს!!! ასე რომ _ "ყველას თავისი თავი უჭირდა ისე, როგორც გუშინ, როგორც დღეს ... "_ ასე იქნება ხვალეც, მაგრამ მავანნი მაინც მოახერხებენ და შეიყვარებენ, უერთგულებენ, თავს გასწირავენ... მოკლედ... არაფერს მეუბნება ეს ნოველა, პირადად მე... მემუქქრება კია და არ მესმის რისთვის :)
26. როდისღაც ხომ უნდა დავიწყოთ ფიქრი მართლაც? ნეფერტარი. 2011-05-02 16:02:29
გეთანხმებით :)
ასაკიც ხელს გვიწყობს ამაში უკვე _ წამიწიწაკა თქვენმა ნოველამ :)
როდისღაც ხომ უნდა დავიწყოთ ფიქრი მართლაც? ნეფერტარი. 2011-05-02 16:02:29
გეთანხმებით :)
ასაკიც ხელს გვიწყობს ამაში უკვე _ წამიწიწაკა თქვენმა ნოველამ :)
25. ჰო, თანანა მთლიანად მართალია აქ.
მართლა კარგია. ისე ამისი ადგილი კრიტიკა-პუბლიცისტიკაში ხომ არ იყო უფრო?
ისე აღარც ზაქარია ფალიაშვილიანი ორლარიანი ჩანს სადმე... :) იმაზე არაფერს დაწერთ ?! ჰო, თანანა მთლიანად მართალია აქ.
მართლა კარგია. ისე ამისი ადგილი კრიტიკა-პუბლიცისტიკაში ხომ არ იყო უფრო?
ისე აღარც ზაქარია ფალიაშვილიანი ორლარიანი ჩანს სადმე... :) იმაზე არაფერს დაწერთ ?!
24. ძნელია ფიროსმანზე თქვა რამე ახალი..იმდენი დაწერილა უკვე...მაგრამ მაინც მოუხერხებია ავტორს რაღაც განსხვავებულის თქმა..თუნდაც ის რომ... "ყველას თავისი თავი უჭირდა ისე, როგორც გუშინ, როგორც დღეს ... "
ფერწერის პოეტი ფიროსმანი - მხატვრობის ნამუსი.
ძნელია ფიროსმანზე თქვა რამე ახალი..იმდენი დაწერილა უკვე...მაგრამ მაინც მოუხერხებია ავტორს რაღაც განსხვავებულის თქმა..თუნდაც ის რომ... "ყველას თავისი თავი უჭირდა ისე, როგორც გუშინ, როგორც დღეს ... "
ფერწერის პოეტი ფიროსმანი - მხატვრობის ნამუსი.
23. ვაა, რა კარგ ნაწერს წავაწყდი... დებიუტანტის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებ, თხრობა საინტერესო, კარგი განვითარებით და ფინალით. არაფერია ზედმეტი. კარგად ხედავ, აღიქვამ და აზროვნებ. კონკრეტულის განზოგადებაც გამოგდის და რაც მთავარია, "მაგარი" ქართული ძაფით ხარ ნაკერი... ნამდვილად იმსახურებს ეს მოთხრობა 5-ს. პ.ს. გემოვნებიანი მკითხველის დაინტერესება უკვე კარგის ნიშანია... ვაა, რა კარგ ნაწერს წავაწყდი... დებიუტანტის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებ, თხრობა საინტერესო, კარგი განვითარებით და ფინალით. არაფერია ზედმეტი. კარგად ხედავ, აღიქვამ და აზროვნებ. კონკრეტულის განზოგადებაც გამოგდის და რაც მთავარია, "მაგარი" ქართული ძაფით ხარ ნაკერი... ნამდვილად იმსახურებს ეს მოთხრობა 5-ს. პ.ს. გემოვნებიანი მკითხველის დაინტერესება უკვე კარგის ნიშანია...
22. საოცარი, გულიანი, ტკივილიანი, ფიქრიანი, ქართული ნაწერია! შატილიონი.
დასტური+++++ საოცარი, გულიანი, ტკივილიანი, ფიქრიანი, ქართული ნაწერია! შატილიონი.
დასტური+++++
21. ეს ნაწერი მომეწონებოდა მაშინ, როცა ქართულის მასწავლებელი ვიქნებოდი, დაგავალებდი, დაგეწერა რამე ბედ მდევარზე და შენ კი ასეთ ორიგინალურად შესრულებულს მომიტანდი.
ახლა უკეთესის მოლოდინით გადავალ შემდეგზე :) ეს ნაწერი მომეწონებოდა მაშინ, როცა ქართულის მასწავლებელი ვიქნებოდი, დაგავალებდი, დაგეწერა რამე ბედ მდევარზე და შენ კი ასეთ ორიგინალურად შესრულებულს მომიტანდი.
ახლა უკეთესის მოლოდინით გადავალ შემდეგზე :)
20. დიდი მადლობა მე-კალ-მე, აუცილებლად გავასწორებ, მიღებულია კეთილი შენშვნები. :) დიდი მადლობა მე-კალ-მე, აუცილებლად გავასწორებ, მიღებულია კეთილი შენშვნები. :)
19. ერთი ის იყო, ქაღადლის ლარიანმა მომაგონა - ქაღალდის. ათასგვარად ამტყველებული - ამეტყველებული. არც დაუხატია, - მაგრამ იქაა... - დაუხატავს.
ახლა ვიხდით თამარით, დავითით, ქაქუცათი, ილია ჭავჭავაძით, ივანე ჯავახიშვილით, და ნიკო ფიროსმანით.... - ამაზე ბევრჯერ დავფიქრებულვარ :)
ძალიან მესაინტერესოვა ნაწერი და დავტოვე მე აქ დამსახურებული +5 ერთი ის იყო, ქაღადლის ლარიანმა მომაგონა - ქაღალდის. ათასგვარად ამტყველებული - ამეტყველებული. არც დაუხატია, - მაგრამ იქაა... - დაუხატავს.
ახლა ვიხდით თამარით, დავითით, ქაქუცათი, ილია ჭავჭავაძით, ივანე ჯავახიშვილით, და ნიკო ფიროსმანით.... - ამაზე ბევრჯერ დავფიქრებულვარ :)
ძალიან მესაინტერესოვა ნაწერი და დავტოვე მე აქ დამსახურებული +5
16. მოგვეკითხება და მერე როგორ!
+2
ძალიან კარგი ნაწერია! მოგვეკითხება და მერე როგორ!
+2
ძალიან კარგი ნაწერია!
15. :)) ეტყობა :D არა აღარ მინდა:) დღეს ისეთი რაღაცები ხდება რომ... :):) სგმადლობ მაინც ;) :)) ეტყობა :D არა აღარ მინდა:) დღეს ისეთი რაღაცები ხდება რომ... :):) სგმადლობ მაინც ;)
14. " 13. მეგონა აქ დატოვებული მქონდა ჩემი მოსაზრება ნეტავ რატომ?"
რავი აბა :), ეტყობა ბრუნვიდან ამოღებული ერთლარიანი გინდოდა, ორი ცალი მაქვს და ორივე თვალივით ვუფრთხილდები, თუ გინდა ერთს მოგცემ.... ") ჩათვალე ერთი თვალი მემეტება შენთვის.... :)
" 13. მეგონა აქ დატოვებული მქონდა ჩემი მოსაზრება ნეტავ რატომ?"
რავი აბა :), ეტყობა ბრუნვიდან ამოღებული ერთლარიანი გინდოდა, ორი ცალი მაქვს და ორივე თვალივით ვუფრთხილდები, თუ გინდა ერთს მოგცემ.... ") ჩათვალე ერთი თვალი მემეტება შენთვის.... :)
13. მეგონა აქ დატოვებული მქონდა ჩემი მოსაზრება :) ნეტავ რატომ? :) მეგონა აქ დატოვებული მქონდა ჩემი მოსაზრება :) ნეტავ რატომ? :)
12. მოგვეკითხება?!
ალბათ
მოგვეკითხება?!
ალბათ
11. საოცარი, გულიანი, ტკივილიანი, ფიქრიანი, ქართული ნაწერია! საოცარი, გულიანი, ტკივილიანი, ფიქრიანი, ქართული ნაწერია!
10. "როდისღაც ხომ უნდა დავიწყოთ ფიქრი მართლაც?" - შენ არსებობ ვინც ამ ყველაფერზე ფიქრობს, მე ვარსებობ ვინც შენს ნაფიქრზე ფიქრი დაიწყო, კიდევ შემოგვიერთდებიან რომლებიც ფიქრით გამოგვყვებიან მაგრამ ........ ხვდები, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენს ფიქრებად დარჩება?! ჩვენ ვერაფერს გავხდებით ... თუმცა არც ისე ცოტაა ის რომ ჩვენი მეხსიაერების ჩემოდანში ვინახავდეთ ყოველივე იმას, რისი ასე დაკარგვა და გაქრობაც მომავალი თაობისთვის გვენანება ...
"როდისღაც ხომ უნდა დავიწყოთ ფიქრი მართლაც?" - შენ არსებობ ვინც ამ ყველაფერზე ფიქრობს, მე ვარსებობ ვინც შენს ნაფიქრზე ფიქრი დაიწყო, კიდევ შემოგვიერთდებიან რომლებიც ფიქრით გამოგვყვებიან მაგრამ ........ ხვდები, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენს ფიქრებად დარჩება?! ჩვენ ვერაფერს გავხდებით ... თუმცა არც ისე ცოტაა ის რომ ჩვენი მეხსიაერების ჩემოდანში ვინახავდეთ ყოველივე იმას, რისი ასე დაკარგვა და გაქრობაც მომავალი თაობისთვის გვენანება ...
9. თათა მადლობა, ზუსტად ეგ იყო ჩემი ჩანაფიქრი.ძალიან მიხარია თუ მართლა გაამართლა. ახლაც წინ მიდევს ეგ ერთლარიანი სამსახურში და ცუდ ხასიათზე ვარ. როდისღაც ხომ უნდა დავიწყოთ ფიქრი მართლაც? გაიხარე.... თათა მადლობა, ზუსტად ეგ იყო ჩემი ჩანაფიქრი.ძალიან მიხარია თუ მართლა გაამართლა. ახლაც წინ მიდევს ეგ ერთლარიანი სამსახურში და ცუდ ხასიათზე ვარ. როდისღაც ხომ უნდა დავიწყოთ ფიქრი მართლაც? გაიხარე....
8. "ფერწერის პოეტი ფიროსმანი - მხატვრობის ნამუსი." <<< ამ სიტყვების გამო! :-*
....
"„ბედი-მდევარი“ სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს დევნას ?.." ...
....
კარგი ნაწერია, შენი ტკივილი იმდენად კარგად არის გადმოცემული, რომ სხვასაც აატკიებს და თუ შენი ჩანაფიქრი ემსახურებოდა იმას, რომ ამ ნაწერის წაკითხვის შემდეგ ადამიანს ფიქრი დაეწყო - მაშინ გეტყვი, რომ გაამართლა! :)
"ფერწერის პოეტი ფიროსმანი - მხატვრობის ნამუსი." <<< ამ სიტყვების გამო! :-*
....
"„ბედი-მდევარი“ სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს დევნას ?.." ...
....
კარგი ნაწერია, შენი ტკივილი იმდენად კარგად არის გადმოცემული, რომ სხვასაც აატკიებს და თუ შენი ჩანაფიქრი ემსახურებოდა იმას, რომ ამ ნაწერის წაკითხვის შემდეგ ადამიანს ფიქრი დაეწყო - მაშინ გეტყვი, რომ გაამართლა! :)
7. აუცილებლად მოგვეკითხება აუცილებლად მოგვეკითხება
6. ადამიანი ან ქუდბედიანი იბადება, ან უიღბლო!!! ეჰ, ნიკალა!!! ადამიანი ან ქუდბედიანი იბადება, ან უიღბლო!!! ეჰ, ნიკალა!!!
5. ბედი იყო კი ლარიანზე დახატვა?:( კარგად იკითხება. გაიხარეთ ბედი იყო კი ლარიანზე დახატვა?:( კარგად იკითხება. გაიხარეთ
4. ფიროსმანი, ჩვენი ფიროსმანი!:( წარმატებები, კარგად წერთ.:) ფიროსმანი, ჩვენი ფიროსმანი!:( წარმატებები, კარგად წერთ.:)
3. მომეწონა!!! მომეწონა!!!
1. თუმცა დაიცა... აი აქ კი დამიარა სიცივემ ძარღვებში! ღმერთო, არც აქ ქონია, ბედი! ფიროსმანი ქაღალდის ლარიანზე დახატეს და ისიც გააქრეს თუმცა დაიცა... აი აქ კი დამიარა სიცივემ ძარღვებში! ღმერთო, არც აქ ქონია, ბედი! ფიროსმანი ქაღალდის ლარიანზე დახატეს და ისიც გააქრეს
|
|
მონაცემები არ არის |
|
|