ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 მაისი, 2011


მე და შენ

-რა ლამაზი  დილაა.
ესაა სიტყვები რომელიც გაღვიძებისთანავე წარმოვთქვი. დამეთანხმა და ტუჩთან მაკოცა.
ყველაზე ბედნიერი ვარ როცა მის გვერდზე მეღვიძება. ყოველთვის მინდოდა მეპოვნა კაცი რომლის გვერდზეც მშვიდად ვიქნებოდი, მასთან სიმშვიდის გარდა ყველაფერი  მაქვს და საოცრად ბედნიერი ვარ.
მან დამანახა რომ სიმშვიდე ჩემთვის სასიკვდილოა.
სიმშვიდე არის ის რაც პერიოდულად უნდა ვარღვიო.

რამდენიმე საათი გადის და მაინც არ ვდგებით. მზე უკვე თვალებში გვანათებს და რა ამბავია ამდენი ხანი ლოგინში წოლაო გვსაყვედურობს, ჩვენ კი პატარა ბავშის თვალებით ვუყურებთ ერთმანეთს, არ გვინდა რომ დილა დამთავრდეს.

თითოეულ წუთს ხარბად ვეწაფებით, დროის გასვლა ახლა ყველაზე ნაკლებად მინდა და ისიც თითქოს მემორჩილება, ანუ დრო. ძალიან ნელა მიზოზინებს.

ლოგინზე წამოვჯექი და სრულიად უმიზეზოდ ვეუბნები რომ ქერა ქალების მეშინია.
დამცინის შენც ქერა ხარო.
ვბრაზდები, სხვანაირი ქერა ქალების მეშინია-მეთქი.
მარჯვენა მხარზე მკოცნის,
მე კი ისე ხარბად ვსუნთქავს მის სიყვარულს...
-ფანჯარა გამოაღე, ჰაერი აღარ მყოფნის.
დგება და ფანჯრებს აღებს, თითქოს ლამაზ ქალს კაბაზე ღილები შეხსნა, ჰაერი სასიამოვნოდ შემოვარდა ოთახში.

როგორ მიყვარს როცა ბედნიერება მახრჩობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები