ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2011


ამაო ზარ-ზეიმისა



მოიმწყვდევს  სივრცე
  ( მერამდენედ ...)
          მჯიღში  უკუნეთს
და  ცისკრის  ზარსაც
  გულიანად
          დააგუგუნებს !..
მზეც  ამხედრდება 
    არხეინად
        ცის  ტახტრევანზე
და  ყოველივეს
  კვლავ  სახეს  და 
          ფერს  დაუბრუნებს ...
მაგრამ  უშველის
    როსმე    რამეს
        ეს  ზარზეიმი
სენს  -  უშველებელს,
  სენს  -  საქვეყნოს,
      სენს  -  განუკურნელს ?..

კი  -  სხივდაკრულებს
  კვლავ  შეაკრთობს
      კვირტებს  მთვლემარეს ...
კი  -  ნაწყვდიადევს
  გააბრწყინებს
      მწყაზარ  მწვერვალებს ...
კი  -  ღია  ცისქვეშ
  ღამენათევს 
      და  შემცივნებულს
მიუალერსებს
  და  გაათბობს
      კვლავ  არემარეს ...
         
მაგრამ  როდემდის  -
  დღიდან  დღემდე
        ამ  ყოფით  მწირით
და  უსამანო
მოლოდინით   
          თავის  გატანა ?!.
-  როსღა  მიეზღოს,
  არსთგამრიგევ ,
      კუთვნილი  წილი
კაცს  და  არაკაცს ,
    ცრუს  და  მართალს ,
        ღმერთს  და  სატანას ?!?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები