ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პროზა
7 მაისი, 2011


საპნის ბუშტები

                                        "გამოუშვი ელე, თუ აღარ ვიქნები მაინც გამოუშვი საპნის ბუშტები"


ყოველ საღამოს, დაბნელებისას, ჩემს ქუჩაზე გამოვდივარ სასეირნოდ და ნაფეხურებს ვითვლი. არარსებული ადამიანების ნაფეხურებს ვითვლი. ყველაზე მეტად იმის გაცნობიერება მიჭირს რომ გამოგიგონეთ. ჩემი დაღლილი  ზურგი შეგაქციეთ და მერე ტკივილის შეგროვება მუჭში დავიწყე.
არ მჯერა, არ შემიძლია დავიჯერო, რომ არავის დაგიტოვებიათ სიყვარული.
როცა გიხსენებ, როცა არ ვიცი რა გქვია, რომელი სახელი შეიძლება მოვარგო შენს სახეს, როცა უბრალოდ თვალები მახსენდება, მწვანე თუ შავი, სევდიანი თუ მხიარული, ლოგინის კიდეზე ჩამოვჯდები და ფიქრები მიმძიმდება.  რამდენი რამ დამიწერია, რამდენი რამ მიგრძვნია და ეს ყველაფერი ილუზიაა? საკუთარ თავსი ვიკარგები.
მგონი ვგიჟდები-მეთქი გეუბნებით და ნელი ნაბიჯით ვაგრძელებ გზას.
სინამდვილეში მე მჭირდება მოვიდნენ და დაღლილ ზურგზე თბილი ხელი დამადონ ნუგეშის ნიშნად.
ყველა ნაწერში ვპოულობ ჩემს თავს, შიშველი ზურგიც მე შემიქცევია სამყაროსთვის.

ყოველ ღამე ვსეირნობ, ვმალავ წლების წინ დატოვებულ ნათითურებს ყელზე, რომელიც ყველა ადამიანმა დამიტოვა, თითოეული გრძნობა მახრჩობდა.
არასდროს გადამიყლაპავს ცრემლები, ჩემივე გამოგონილ ტკივილს ვაფრქვევდი არემარეს.
დაიღალა დედამიწა ჩემი ტარებით და მაინც არ მიშორებს, მგონი შევუყვარდი, თითქოს ერთადერთია ვისაც ვუყვარვარ, მე კი ზურგს ვაქცევ მას.

ყოველ ღამე გარეთ გამომაქვს დაგროვილი ემოციები.

როცა დილით სხვა ადამიანი ვხდები, როცა სახლიდან სრულიად სხვა ადამიანი გავდივარ, ვხედავ ჩემს მეზობელ პატარა გოგოს, რომელიც საპნის ბუშტებს უშვებს. მე ამ საპნის ბუშტების დაჭერას ვცდილობ, მას ელე ჰქვია, ელესაც უხარია ჩემი დანახვა და მისი კისკისი მთელ ჩემს ქუჩას აბრუებს.
მგონი ერთადერთი ადამიანია ელე, ვისთვისაც ბედნიერება მომაქვს.
ელეს უნდა რომ ვიცოცხლო,
მხოლოდ ის ხედავს ჩემს ყელზე ნათითურებს, ჩემს ზურგზე ტკივილს.
(ამბობენ ბავშვები ისეთ რაღაცეებს ხედავენ რისი დანახვაც დიდებს არ შეუძლიათო)

---
ერთხელ როდესაც ჩემი სახლის უკან საქანელებთან გავედი, ელე ყავდათ სასეირნოდ გამოყვანილი.
მომვარდა, ხელში საპნის ბუშტები მომაჩეჩა და დიდი ცისფერი თვალები შემომანათა.

ბუშტები გავუშვი თუ არა ჩამეხუტა და იცოცხლეო მთხოვა. მაშინ გავაცნობიერე რომ ბავშვებს მართლა შეუძლიათ უჩინარის დანახვა.
---
ელე საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა.
---
მე ყოველ დილით როცა სახლიდან გავდივარ მეჩვენება რომ პატარა გოგო საპნის ბუშტებს უშვებს, მე კი მათ დაჭერას ვცდილობ. ჩვენი სიცილი მთელ ქუჩას ესმის.

მიხარია რომ ელე მაინც არ გამომიგონია,
ის თავისი ახალი სახლიდანაც გაუშვებს საპნის ბუშტებს და ალბათ წარმოიდგენს როგორ ვცდილობ მე მათ დაჭერას.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები