ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2008


მოდი, გავბედოთ

მოდი გავბედოთ, -
კიდევ ერთხელ გავიმეოროთ,
ჩვენი სულები გამოვიხმოთ სამალავიდან,
ყალბი ღიმილი ჩამოვაძროთ ფერად ირისებს...
მოდი გავბედოთ, -
ერთმანეთს შეთხელებული დღეები დავუვარცხნოთ
და ვიგრძნოთ,
როგორ მელოტდება წელიწადები
გველის და ძაღლის...
ხარის და ვირთხის...
და ყველაფერი შემოდგომის მზეში ბრუნდება
ჩვენი თითების მოცახცახე ორნამენტებად.
მოდი, გავბედოთ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს