ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2011


და ისევ პ ა წ ა წ უ ნ ე ბ ი

* * *
სახიფათოა დიდი გრძნობის ცეცხლად ანთება, -
შენ თითებს დაგწვავს, სხვას კი შთანთქავს ვნების ხანძარი...

* * *
ვკარგავთ ახლობელს, ვკარგავთ მეგობარს, უბრალოდ ნაცნობს
და ყოველ მათგანს მიაქვს ჩვენი სულის მცირე ნაწილი.
სულის ეს “მცირე” დანაკარგი მიაგავს საცობს,
ხორხში და გულში რომ გვაქვს გაჩრილი.


* * *
ლოგიკური კანონის ალოგიკურად გადაწყვეტას
მივყავართ კანონის გაალოგიკურებამდე...
ალოგიკური კანონი კი - ქვეყნის უბედურების საფუძველია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები