ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 მაისი, 2011


გ ა დ ა მ ა რ ჩ ი ნ ე !... (

ჩამკიდე ხელი!
რა ცივი ხელები გქონია?! მაგრამ მე არ მეშინია ამ სიცივის...

რა გინდოდა, გულმხურვალე და ხელებგათოშილო ადამიანო, ჩემგან?!...
რად შემიტყუე გრძნობათა ლაბირინთებში? გზა რომ ვეღარ გამოვიგნო და მართლა დავრჩე შენი გული-გალიის კედლებში გამომწყვდეული?...
იცი, როგორ მიფრთხიალებს გული? მართლა ჩიტი გეგონება! შენც ხომ იგრძენი ეს შენი გაყინული თითებით?... ოდნავ ზედმეტად რომ მოუჭირო ხელი, გული-ჩიტუნა ხელში შემოგაკვდება. ხელს სალტესავით ნუ უჭერ, ისედაც აღარსად აპირებს გაფრენას...

სულისთქმასავით მომისწრო შენმა ხელებმა!
ჩემი სული ოთახში შემთხვევით შემოფრენილი ჩიტივით აწყდებოდა კედლებს და გასასვლელს ვერ პოულობდა!...
და თუ არ გინდა, ისევ ჩავიკეტო უკარ-ფანჯრო ოთახში და კედლებს ვეხეთქებოდე გამოსავლის ძიებაში, ჩამკიდე ხელი და ვიაროთ, ასე, გულ-ხელჩაკიდებულებმა!!!

გა-და-მარ-ჩი-ნეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები