ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2011


ქალი ვარ...

ქალი ვარ, სუსტი და მაინც კი ამაყი,
ნეკნივით გაკლივარ, დამეძებ მუდმივად,
სიყვარულს უარვყოფ, გრძნობებზე თვალს ვხუჭავ
და მაინც ყოველთვის გიყურებ გულიდან...
ქალი ვარ, ამაყი და მაინც გულჩვილი,
შენზე ვწერ, სიტყვები ლექსშიც კი კანკალებს,
ნახვიდან-ნახვამდე ეჭვები მაგიჟებს
და უკვე არც ვიცი გავუძლებ სადამდე.
სიყვარულს ვამხელ და სუნთქვას ვწყვეტ მაშინვე,
თან ლამის თვალებიც მიწამდე დავხარო,
რა ვუყო, ხანდახან ბედს ჩუმად მივყვები,
ხშირად კი ჩემს ირგვლივ ტრიალებს სამყაროც...
რა ხშირად ირეკლავს თვალის ფერს ცრემლები,
ცხოვრება როდისმე მაგათაც გააშრობს,
ქალი ვარ, ჯიუტი და მაინც გულჩვილი,
შენ ღმერთმა ნეკნის რომ გაჩუქა სანაცვლოდ...

ლიკა ოხანაშვილი
21.04.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები