-წარმოიდგინე, ჩემგან, სადღაც, ათ ნაბიჯში იდგა. თვითკმაყოფილი სიარულის მანერა ჰქონდა და განიერ მხრებს მედიდურად არხევდა ხოლმე. საზიზღარი ვიღაც იყო. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ თავი ვიმართლო, მართლა საზიზღარი იყო. დარწმუნებული ვარ, არც შენ მოგეწონებოდა. ჰოდა, მოკლედ, ზუსტად მაშინ, როცა თავისი საქციელით ტკბობას აპირებდა,... გაჩუმდი! მოდიან!-მკლავი გამკრა და ისე გამაჩუმა, თითქოს მე ვლაპარაკობდი. ამრეზილსახიანმა, მაღალმა კაცმა, რომელსაც ხელებზე სულ წამლის სუნი ასდიოდა, თითო აბი ჩაგვიდო მუჭში და ჩვენც ჩამოვშორდით რიგს. -გავაგრძელო, ხო?-ისევ გვერდით მომიდგა. -მიდი, გისმენ.-მეც მაგარი ვარ, რა! მაინც გიჟი და შეშლილი გქვია, რა გენაღვლება! უთხარი უარი და მორჩა! ხველა აუტყდა და მხოლოდ რამდენიმე წუთის მერე მოითქვა სული: -სად ვიყავი? ჰო, გამახსენდა. იმას გეუბნებოდი, თავისი საქციელით ტკბობას აპირებდა-მეთქი, როცა ვიგრძენი, რომ უკვე დრო იყო, უკან, ქამარში ჩადებული იარაღი ამოვიღე, დავუმიზნე და ბაახ!-მთელი ოსტატობით ამიხსნა სიტუაცია და ბოლო სიტყვაზე ყველამ ჩვენ შემოგვხედა. -სიჩუმე!-იღრიალა გრძელცხვირა, გაწელილთვალებამ.-ყველანი ოთახებში! -აი, ასე გავასაღე ის სულელი.-უკვე ჩურჩულით მითხრა და დერეფნისკენ შევუხვიეთ.-შენ მოგიკლავს ვინმე? -მაგაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.-რა უბედურებაა! საიდან გამომყვა ეს თავაზიანობა! -ადრე იძინებ ხოლმე? -ზოგჯერ. შენ? -დამცინი?-თვალებით გამიღიმა.-რამდენი ხანია, სულ აღარ მძინავს. -გაგიჟდი?! როგორ შეიძლება?! ჩემს სიტყვებზე თავი უკან გადააგდო და გემრიელად გაიცინა: -კარგი ვინმე ხარ.-ღიმილშერჩენილმა მითხრა.-ეგრე კაცის მოკვლაც არ შეიძლება, მაგრამ მოვკალი. ოღონდ ეს არავინ იცის და ნურც შენ ეტყვი ვინმეს. ისე, კარგიც კია, რომ მოვკალი. რა საზიზღარი ვიღაც იყო, იცი? შენ შეგხვედრია საზიზღარი ვინმე? -კი. აი, მოვედით. უნდა შევიდე, დროებით.-ჩემი ნათქვამიდან არაფერი გაუგია, მგონი. გზა განაგრძო თავისი ოთახისკენ. -ჰოდა, წარმოიდგინე, მაგაზე გაცილებით საზიზღარი იყო ეს. კიდევ კარგი, მიზანში სროლა ვიცი. უფალო, დიდება შენდა! უფალო, დიდება შენდა! უფალო, დიდება შენდა!-ბუტბუტით შევიდა 67-ე ოთახში და შესვლისთანავე ისევ აუტყდა ხველა.
უცნაური ვინმეა. ჩემამდე დიდი ხნით ადრე მოუყვანიათ აქ. თავიდან მუნჯი მეგონა. ან ძალიან ბევრს ლაპარაკობს, ან სულ გაჩუმებულია. თუმცა ერთში კი უნდა გამოვტყდე, ყველაზე სიმპათიურია გიჟებს შორის. მე, ალბათ, მალე გავალ. თანდათან სიმშვიდეს ვიბრუნებ, ღამითაც აღარ მესიზმრება კოშმარები, აღარც ვყვირი და აღარც ვიცინი გულისგამაწვრილებლად. უკვე ვიცი, რა უნდა ვაკეთო აქედან გასვლის შემდეგ: პირველ რიგში, იმდენხანს ვიდგები შხაპის ქვეშ, სანამ წამლების სუნს მთლიანად არ ჩამოვირეცხავ ტანიდან. მერე აუცილებლად გავყიდი ჩემს ბინას, ვიყიდი მყუდრო სახლს რომელიმე მაღალსართულიანი კორპუსის სარდაფში, რომელსაც დიდი და ნამდვილი ფანჯრები ექნება და იქიდან მთელი ქალაქი გამოჩნდება. არასდროს მექნება სახლში ლარნაკები. არც დამჭკნარი იების სუნი იდგება ოთახებში. გათიშვამდე დავლევ ჯინს, ოღონდ მხოლოდ ერთხელ. მერე, ვინ იცის, შეიძლება, თმის ფერიც შევიცვალო და შუასაუკუნეების რომაელ, ქერა ქალბატონებს გავეჯიბრო ოქროსფერი კულულებით. მთელი დღეები ფეხშიშველი ვივლი ოთახიდან-ოთახში და გრძელ, დაწელილ ზედებს არ მოვიშორებ ტანიდან. არასდროს შევიღებავ თვალებს, რათა ყოველდღე დავინახო მათში ჩემი, უკვე ყოფილი, სიგიჟის ნიშნები. სჯობს, ახლა დავწვე, თორემ მალე შემოწმებაზე ჩამოივლიან.
მეგონა, ღამით შემოვიდოდა ჩემთან. რა თქმა უნდა, მახსოვს, რომ ერთმანეთთან შესვლა არ შეიძლება, მაგრამ მაინც ასე მეგონა. ეგ კი არა, იმ დღის შემდეგ საერთოდ აღარ მიყურებს. სიჩუმის პერიოდი აქვს, ეტყობა. აქ საშინელი მოწყენილობაა. მის გარეშე, მითუმეტეს. ჩემი პალატის გვერდით ვიღაც ახალი მოიყვანეს ერთი კვირის წინ. გუშინ პირველად ვნახე ბაღში. ახალგაზრდა ბიჭია და გიჟის არაფერი ეტყობა. თითქმის ყველას გაცნობა მოასწრო. მაღიზიანებენ ეგეთები. თან ხშირად იცინოდა და თავის მეჩხერ კბილებს გამოანათებდა ხოლმე. აქ ბევრს ლაპარაკობენ, ძალიან ბევრს. საღამოობით 35-ე პალატაში მყოფი ყვირილით გასცემს ხოლმე ბრძანებებს. თავი დედოფალი ჰგონია. საშინელი მოსასმენია. არიან ზედმეტად წყნარები და თვალებჩაწითლებულები. ზოგი ყველაფერს აკვირდება, ზოგი-არაფერს. აღარ ვიცი, ხმაური უფრო მაღიზიანებს თუ სიმშვიდე. მომბეზრდა აქაურობა. დრო იყინება. ფერები მაკლია.
გუშინ ღამით ვერაფრით დავიძინე. არც იმას უძინია, ეტყობა. ჯერ, სადღაც, ორმოც წუთში ერთხელ, მერე კი ყოველ თხუთმეტ წუთში ეწყებოდა სპაზმები. მასთან ლაპარაკი მომენატრა. მარტი ქარიანი გამოდგა. აპრილი როგორც კი დადგა, ყველას სულელური ღიმილი აეკრა სახეზე. ეს მაღიზიანებს. ჩემი გვერდითა პალატის მეზობელი მეც გამეცნო. არაა ცუდი ბიჭი, მაგრამ მის ადგილას ნაკლებს ვიცინებდი. ზოგჯერ მგონია, რომ არც არასდროს ვყოფილვარ გიჟი და უბრალოდ, სხვები, მთელი სამყაროა შეშლილი. მე ისევ ზუსტად ვაწყობ ჩემს ცხოვრებას აქედან გასვლის შემდეგ და ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც მინდა. რამდენიმე დღის წინ ექთანს წავასწარი. ჩემს დღიურს კითხულობდა. უცებ დამავიწყდა ყველანაირი სიმშვიდე და მთელ ხმაზე დავუწყე ყვირილი. მერე დამამშვიდებელი გამიკეთეს, როგორც ყოველთვის. მეორე დღეს კი მთავარმა ექიმმა მისაყვედურა, მეგონა, უკვე შემეძლო შენს გაწერაზე ფიქრი, მაგრამ შევცდიო. იფიქრონ, რაც უნდათ. ამის შემდეგ დღიურს სულ თან ვატარებ და იმ ექთანს ზიზღით ვუყურებ. ამ დღეებში ვფიქრობდი, როგორ მოვაწყობდი აქაურობას. ბევრი საინტერესო იდეა გამიჩნდა, მაგრამ ახლა ვეღარ დავწერ. დედოფლის დრო მოვიდა. ღამეს მეძავივით მივყიდე სული.
ჩვენს ბაღში ფიჭვის სუნი დგას სულ. ეს არ მაღიზიანებს ჩიტების ჭიკჭიკისგან განსხვავებით. აქაურობა ყოველთვის მოვლილია და მეჩვენება, რომ რბილია მიწა. გვერდით მომიჯდა. ასეთი მშვიდი სახე მხოლოდ მე შეიძლებოდა, მქონოდა-ასე მეგონა. არ შემოუხედავს ჩემთვის, შევარდისფრებულ ცას უყურებდა ერთხანს. -გინდა, გავიქცეთ?-მეკითხება შემოუხედავად. იმდენად მოულოდნელი იყო კითხვა, დაუფიქრებლად ვპასუხობ: -კი. იცინის: -სად წახვიდოდი? -სადმე. -კარგი პასუხია. ყოველ შემთხვევაში, ყველა სხვა ვარიანტს სჯობს. -შენ სად წახვიდოდი? -ჩემი ადგილი აქაა. იქ მარტივია ხალხი. -იქ, ანუ ამ კედლებს გარეთ? -იქ, ანუ იქ. ქურდულად გავხედე მის პროფილს. არა, გიჟი თუ მომეწონება, მერე მართლა საბოლოოდ შევიშლები! -ამ ღამით ნუ დაიძინებ ადრე. -რატომ?-მიკვირს და წინასწარ მიხარია, რატომღაც. ამ დროს მოხუცი, ჭაღარა კაცი გვიახლოვდება. 25-ე თუ 27-ე ოთახში ცხოვრობს, ზუსტად არ მახსოვს. -გსმენიათ რამე გლადიატორებზე?-ზუსტად ჩვენ წინ ჩამოდგა. -მერე?-ეკითხება ჩემ გვერდით მჯდომი და კეთილად უღიმის. -მერე ისიც გაგონილი გექნება, როგორ ვიბრძოდი. არც ერთს არ უზეიმია გამარჯვება ჩემს გვამთან, არც ერთს! საუკეთესო ვიყავი. -გლადიატორები ძალიან დიდი ხნის წინ არსებობდნენ.-ვეუბნები და ერთი სული მაქვს, წავიდეს. -და მერე ვინ გითხრა, რომ მე პატარა ვარ? დაიმახსოვრე,-შეუბრუნდა ჩემ გვერდით მჯდომს,-არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე თავისი საქმის იდეალურად შემსრულებლის ყურება! ასეთი ადამიანი ყოველთვის უნდა დააფასო, თუნდაც მტერი იყოს. გინდა, გამარჯვების საიდუმლო გაგიმხილო?-ისევ იმას უყურებს, ეტყობა, მიხვდა, რომ მე არ მაინტერესებს მისი ისტორიები. -გისმენთ.-ღიმილს არ იშორებს ტუჩებიდან. -უნდა იფიქრო შენს გამარჯვებაზე და არა მის დამარცხებაზე. გაიგე? კარგად დაიმახსოვრე! -ასე იმარჯვებდით?-ვერთვები საუბარში. -მე ღმერთები მეხმარებოდნენ, გოგონი. -რომელი ღმერთები?-კარგად შევატყე, როგორ შეურია კეთილ ღიმილში ირონია. -მიწის ღმერთები. ცის ღმერთებთან საქმე არ მაქვს. -მიწის ღმერთი ფულია.-არ უთმობს. -მიწას სამი ღმერთი ჰყავს: ძალადობის, ტყუილისა და სილამაზის. ფული იარაღია მხოლოდ. -ჯოჯოხეთში გვიცხოვრია!-აღვნიშნავ, ცოტა არ იყოს, გაღიზიანებული. -არა, ჩვენ საგიჟეთში ვცხოვრობთ.-ამბობს ჩემ გვერდით მჯდომი, ხელს მკიდებს და სადღაც მივყავარ.-გიჟია.-ამბობს ცოტა ხნის შემდეგ, როცა უკვე გავეცალეთ იმ კაცს. -გიჟია, აბა, რა არის, რა დროს გლადიატორებია!-მიხარია, რომ ლაპარაკის ხასიათზეა და თან ჩემდაუნებურად მახსენდება, რომ ძალიან თბილი ხელი ჰქონდა. -შეიძლება, მართლა ყოფილა გლადიატორი ოდესმე, მაგრამ უნდა სცოდნოდა, რომ ღმერთი ერთია და მას თავისუფლების სუნი ასდის.-ძარღვები დაბერვოდა და ვერ მივხვდი, ასე რამ გააბრაზა. -დღეს რატომ არ დავიძინო ადრე?-თან თემის გადატანა მინდოდა, თან ინტერესი არ მასვენებდა. -იმიტომ, რომ დღე-დღეზე ცას გაუწითლდება ლოყები. -ეგ რას ნიშნავს? -წელიწადში ერთხელ, ზუსტად აღდგომის წინ დააკვირდი ხოლმე ცას. -ღამით? გაიცინა: -რა საჭიროა ძილში დაკარგო დღეები? ვგრძნობ, რომ დრო გაკლია. -დრო ყველას აკლია. -დრო იმასაც აკლდა, ალბათ. -იმას?-ვერ მივუხვდი. -ვინც მოვკალი.-სინანული შეეპარა ხმაში. -ნანობ?-გამიკვირდა. -არ ვნანობ, მაგრამ დრო აკლდა, ალბათ. მზერაში ეტყობოდა. -ზურგით არ იდგა? -კი ზურგით იდგა. შენ როგორ ფიქრობ, აკლდა დრო? -ჰო, ალბათ, აკლდა. -სინანულის გჯერა? ვიგრძენი რომ სხვანაირ განწყობაზე დადგა: -წეღან არ მითხარი, არ ვნანობო? პასუხი აღარ გაუცია, მშვიდად ჩამომშორდა. ისევ ჩვეული, ურეაქციო სახე მიიღო. -უფალო, მაკურთხე. უფალო, მაკურთხე. უფალო, მაკურთხე.-მოშორებით მომესმა მისი ჩურჩული.
ბოლო ნახვის შემდეგ ორი კვირა გავიდა. ისე ჩაუვლის ხოლმე ჩემს ოთახს, ზედაც არ შემომხედავს. რა მენაღვლება? სულ მალე გავალ აქედან და დავივიწყებ ყველაფერს მისი ჩათვლით. არადა, უფრო უარესადაა, მგონი. თითქმის ყოველ ღამით სპაზმები აწუხებენ. იმ დღეს, ბაღში მორთო ღრიალი. ძლივს აკავებდნენ. ყველა ძარღვი ეტყობოდა ხელებზე და თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა. მაშინვე ნემსი გაუკეთეს. ასეთ დროს სხვები მეცოდებიან ხოლმე, მაგრამ ის არ შემცოდებია. უბრალოდ მომინდა, მასთან ვყოფილიყავი და დამემშვიდებინა. გუშინ 25-ე თუ 27-ე ოთახის ბინადარი გარდაიცვალა. აი, ის თავი გლადიატორი რომ ეგონა. სიკვდილის წინა დღეებში სულ გაიძახოდა, ცის ღმერთთან, თავისუფლებასთან მაქვს უკანასკნელი ბრძოლაო. დამენანა, სხვათაშორის. ეს დღიური მთლიანად შევავსე თითქმის. ექთანს ვთხოვ, ახალი მომიტანოს. ოღონდ იმას, ყველას რომ კეთილად გვექცევა და დიდი მკერდის გამო კაცებს რომ ყოველთვის უხარიათ მისი ნახვა. აქ ერთი ახალგაზრდა გოგოა. გაორება სჭირს. ხან ბოშაა, ხან ვიღაც ფრანგი. არ მიყვარს ფრანგულად რომ ლაპარაკობს ხოლმე, ქვედა კბილები არასწორი აქვს და არ უხდება ეს ენა. იმ დღეს ბოშად გამომეცხადა და გიმკითხავებო, მთხოვა. არ შევეწინააღმდეგე, რადგან არ მჯერა ასეთი სისულელეების. შენ ხელისგულზე ბევრ დამთხვევას ვხედავო, მითხრა, მაგრამ ვერაფერს მივხვდი. აღარ დაფრინავენ ჩიტები-აცივდება. ამ ბოლო დროს ღრუბლები სულ ზურგებს ხატავენ. ცას ლოყები ჯერ არ გასწითლებია.
შუაღამისას შემოვიდა ჩემთან. მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო და არ შემშინებია. წამოვჯექი. ჯერ გამიღიმა, მერე საწოლს მოუახლოვდა და მკითხა: -რა გქვია? დავიღალე. რამდენჯერ ვუთხარი, რით ვეღარ დაიმახსოვრა! -ლილი.-მაინც ვპასუხობ. -ლამაზი სახელია.-ადრეც ასე მეუბნებოდა.-ანგელოზი გინახავს? -სიზმრებში. შენ? -მე არ მძინავს. იცი, რატომ მოვედი? -რატომ? -რაღაც უნდა მოგიყვე. -აღსარებას მაბარებ? -აღსარებას ყოველდღე ვაბარებ საკუთარ თავს. დავიღალე. მინდა, გელაპარაკო. -რატომ მე? -ეძებე პასუხები შემთხვევებში. -ვერ მივხვდი. ხველა აუტყდა. დაველოდე. -ბავშვობიდან მეუბნებოდნენ, რამეს თუ დაიწყებ, საქმე აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოო. ჰოდა, ვესროლე.-დაიწყო მშვიდად. ვუსმენდი. -სისულელეა, რომ ამბობენ, ზურგიდან ლაჩრები ესვრიან, ვაჟკაცები თვალებში უყურებენო. თვალებში მხოლოდ ვედრება ჩანს, როცა იარაღი დამიზნებულია. ზურგიდან კი იკითხება ორჯერ, ათჯერ, ათასჯერ მეტი. გაჩუმდა. -მითხარი რამე.-ისევ ის მშვიდი ხმა. -მე ყოველდღე ზარების რეკა ჩამესმის და არავის ვეუბნები. -მაინც შეშლილად გთვლის ყველა.-გამიღიმა. -შენც? -მე?-დიდხანს მიყურა თვალებში.-შენ ჩემნაირი ხარ. -რა უნდა აკეთო აქედან გასვლის შემდეგ? -ხომ გითხარი, ჩემი ადგილი აქაა. დერეფნიდან ხმაური შემოგვესმა. -შემოწმებაზე არიან.-ჩურჩულით ვუთხარი. -დრო მაკლდება, ლილი.-ჩურჩულითვე მითხრა. -ვერ მიგიხვდი.-სახეზე დავაკვირდი. თვალები ამარიდა. ფეხზე წამოდგა და კართან მივიდა. -იცი, რატომ იკეთებენ მტრედები ბუდეს ტაძრებში?-მკითხა ხმადაბლა. -არა. რატომ? -ეძებე პასუხები შემთხვევებში.-გამიღიმა. კარი ჯერ არ ჰქონდა მოხურული, რომ გავიგე, როგორ ამბობდა: -უფალო, შემიწყალე. უფალო, შემიწყალე. უფალო, შემიწყალე. შესამოწმებლად რომ შემოვიდნენ, თავი მოვიმძინარე და მალევე გავიდნენ. მთელი ღამე ვფიქრობდი, ხელები უფრო თბილი ჰქონდა თუ ღიმილი და თავი მართლა გიჟი მეგონა.
დღეს წვიმს და ბაღში არ გაგვიყვანეს. მთელი ღამე მესიზმრებოდა, რომ მე და ის ანგელოზების ქალაქში ვიყავით. მქონდა სახლი, რომელსაც ნამდვილი ფანჯრები ჰქონდა და არც ერთს არ აგვდიოდა წამლის სუნი. რამდენიმე დღე საერთოდ არ მინახავს. არც მისი ხველა მაწუხებდა. დილით იმ კეთილ, დიდმკერდიან ექთანთან, ვითომ შემთხვევით აღვნიშნე, ეტყობა, 67-ე ოთახის პაციენტს სპაზმები მოუხსნეს-მეთქი. მაშინვე აუწყლიანდა დიდი, ცისფერი თვალები და მთელი გულით დაიწყო ტირილი. გამიკვირდა. მითხრა, სამი დღის წინ, ძალიან ცუდად გახდა და გუშინ ღამით გარდაიცვალაო. ამ დიდმკერდიან, ქერა ექთანს ვერასდროს ექნება ცრემლები ისეთი გულწრფელი, როგორიც მე. სულ ცოტა დამაკლდა, რომ არ მეყვირა. მალევე გავიდა ოთახიდან. ძირს დავჯექი და მხრები ამიკანკალდა. ღრუბლები ისევ ზურგებს ხატავენ ცაზე. ჩემს ფანჯრებთან წვიმისფერი მტრედი მოფრინდა. მტრედები აქ არ დაფრინავენო-მატყუებენ. მართალი იყო: მე საგიჟეთში ვცხოვრობ და ყოველთვის მაკლია დრო. დღეს ცას ლოყები გაუწითლდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
34. es dzalian magari ramea.. Imdenad magari, rom mteli game amefiqreba.. Momwons shentan. es dzalian magari ramea.. Imdenad magari, rom mteli game amefiqreba.. Momwons shentan.
32. =) უკვე მაქვს ლოდინის მიზეზი.
და მტერ-მოყვარე სულ ნუ დაგ(ვ)ელოდება =) უკვე მაქვს ლოდინის მიზეზი.
და მტერ-მოყვარე სულ ნუ დაგ(ვ)ელოდება
31. :| არ მიყვარს ნაწერი ჩემზე რომ მოქმედებს ხოლმე :| ხვალ დილით მოვალ მე აქ და რა კომენტარს მოვცხებ ნახავ, აგერ შენ, აგერ მე, სამხრეთით სომხეთი, სამხრეთ-დასავლეთით თურქეთი და ჩრდილოეთით ჩვენი კეთილმოსურნე რუსეთი. :| არ მიყვარს ნაწერი ჩემზე რომ მოქმედებს ხოლმე :| ხვალ დილით მოვალ მე აქ და რა კომენტარს მოვცხებ ნახავ, აგერ შენ, აგერ მე, სამხრეთით სომხეთი, სამხრეთ-დასავლეთით თურქეთი და ჩრდილოეთით ჩვენი კეთილმოსურნე რუსეთი.
30. ვსიო, არავინ მომწეროს არ მცალია, ვკითხულობ :დ ვსიო, არავინ მომწეროს არ მცალია, ვკითხულობ :დ
29. ძალიან მომეწონა.. )) ზოგგან ისეთი რაღაცეებია , გამაჟრჟოლა.. : ***
+5 ძალიან მომეწონა.. )) ზოგგან ისეთი რაღაცეებია , გამაჟრჟოლა.. : ***
+5
28. ხოოო. ნაღდად კარგი იყო. ძალიან საინტერესო ადგილებია. დანარჩენს პირადად გეტყვი ) ხოოო. ნაღდად კარგი იყო. ძალიან საინტერესო ადგილებია. დანარჩენს პირადად გეტყვი )
27. ჯერ ესენი არ გაგიკრიტიკებია, ზეუს. ვერ აუხვალ :) ჯერ ესენი არ გაგიკრიტიკებია, ზეუს. ვერ აუხვალ :)
26. დავიწყოთ კრიტიკააც, სმიტ, ახალი ნაწერები სადაა?ძალიან აგვიანებ უკვე...დაიწყე იმ ჩანაფიქრზე მუშაობა? დავიწყოთ კრიტიკააც, სმიტ, ახალი ნაწერები სადაა?ძალიან აგვიანებ უკვე...დაიწყე იმ ჩანაფიქრზე მუშაობა?
25. ძალიან მომეწონა,მოგიკითხე! 5 ძალიან მომეწონა,მოგიკითხე! 5
24. შემოვედი კვლავ რათა შემეფასებინა!!! კარგი ჩემგან აქ!!! მოგიკითხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!! შემოვედი კვლავ რათა შემეფასებინა!!! კარგი ჩემგან აქ!!! მოგიკითხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!!
23. მე საგიჟეთში ვცხოვრობ და ყოველთვის მაკლია დრო
ეს მომეწონა.
თუ არ დამეზარა წავიკითხავ მე საგიჟეთში ვცხოვრობ და ყოველთვის მაკლია დრო
ეს მომეწონა.
თუ არ დამეზარა წავიკითხავ
22. მუხა, დიდი მადლობა, პირველ რიგში, რომ კითხულობთ (ხოლმე)ჩემს ნაწერებს.
ნუ გვავიწყდებ,რომ მთავარი გმირი ც შეშლილია, შესაბამისად, ყველაფერს სწორად ვერ აღიქვამს.
რაც შეეხება, საგიჟეთში ერთმანეთთან საუბარს, ეს უკვე... :) მუხა, დიდი მადლობა, პირველ რიგში, რომ კითხულობთ (ხოლმე)ჩემს ნაწერებს.
ნუ გვავიწყდებ,რომ მთავარი გმირი ც შეშლილია, შესაბამისად, ყველაფერს სწორად ვერ აღიქვამს.
რაც შეეხება, საგიჟეთში ერთმანეთთან საუბარს, ეს უკვე... :)
21. საერთოდ კარგად წერთ, მომწონს თქვენეული ხელწერა, თუმცა ამ ნაწარმოებს ვიწუნებ მხოლოდ იმიტომ, რომ ბუნდოვანია გარემო,, 6-ე კომენტარის ბოლო წინადადებას დავემოწმები, , "აქ ერთი ახალგაზრდა გოგოა, გაორება სჭირს, ხან ბოშაა, ხან ვიღაც ფრანგი" ხან ბოშაა, ხან ფრანგი---ეს არის ფსიქიკური აშლილობა, თუ არ ვცდები, ხოლო გაორება არის როდესაც ადამიანი ,ორ ბოშას ხედავს ან ორ სკამს ერთის მაგივრად! "მახსოვს,რომ ერთმანეთთან შესვლა არ შეიძლება" ჰო, საპატიმროში არ შეიძლება, "საგიჟეთში" ეს აკრძალვები არ არის, მერე "საგიჟეთის" პაციენტების სფეციფიკიდან გამომდინარე, ისინი არასოდეს უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ ამბებს და არც სხვისი აინტერესებთ. თვითეული ცალ-ცალკე თავიანთ შექმნილ სამყაროში არიან და საერთო ერთმანეთში არაფერი აქვთ, აქ უფრო დაკონკრეტება შემიძლია, მაგრამ თავს შევიკავებ, უდიდეს პატივს ვცემ ავტორის შემოქმედებას , ამ ნაწარმოებში არის საინტერესო და მისაღები ფრაზები, რაც მწერლის უზადო ნიჭზე მიმანიშნებს, საერთოდ კარგად წერთ, მომწონს თქვენეული ხელწერა, თუმცა ამ ნაწარმოებს ვიწუნებ მხოლოდ იმიტომ, რომ ბუნდოვანია გარემო,, 6-ე კომენტარის ბოლო წინადადებას დავემოწმები, , "აქ ერთი ახალგაზრდა გოგოა, გაორება სჭირს, ხან ბოშაა, ხან ვიღაც ფრანგი" ხან ბოშაა, ხან ფრანგი---ეს არის ფსიქიკური აშლილობა, თუ არ ვცდები, ხოლო გაორება არის როდესაც ადამიანი ,ორ ბოშას ხედავს ან ორ სკამს ერთის მაგივრად! "მახსოვს,რომ ერთმანეთთან შესვლა არ შეიძლება" ჰო, საპატიმროში არ შეიძლება, "საგიჟეთში" ეს აკრძალვები არ არის, მერე "საგიჟეთის" პაციენტების სფეციფიკიდან გამომდინარე, ისინი არასოდეს უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ ამბებს და არც სხვისი აინტერესებთ. თვითეული ცალ-ცალკე თავიანთ შექმნილ სამყაროში არიან და საერთო ერთმანეთში არაფერი აქვთ, აქ უფრო დაკონკრეტება შემიძლია, მაგრამ თავს შევიკავებ, უდიდეს პატივს ვცემ ავტორის შემოქმედებას , ამ ნაწარმოებში არის საინტერესო და მისაღები ფრაზები, რაც მწერლის უზადო ნიჭზე მიმანიშნებს,
19.
კარგად წერ.ყოჩაღ :)
კარგად წერ.ყოჩაღ :)
18. ვაჰ სმიტიკო.. "who is 67" :) ძალიან ბევრი რამის თქმა მომინდა ახლა აქ, მაგრამ იმდენად პირადული და ჭორიკნული კომენტარი გამოვიდოდა ნაწარმოებს ვეცი პატივი და.. ვისაუბრებთ მე და შენ ამაზე :) :-* ვაჰ სმიტიკო.. "who is 67" :) ძალიან ბევრი რამის თქმა მომინდა ახლა აქ, მაგრამ იმდენად პირადული და ჭორიკნული კომენტარი გამოვიდოდა ნაწარმოებს ვეცი პატივი და.. ვისაუბრებთ მე და შენ ამაზე :) :-*
16. ,,тайм аут" გაგიგრძელდა :) ,,тайм аут" გაგიგრძელდა :)
15. მისის სმიტ!..შენ ბევრს მიაღწევ...გგულშემატკივრობ მთელი გულით :)
ძალიან კარგი იყო... მისის სმიტ!..შენ ბევრს მიაღწევ...გგულშემატკივრობ მთელი გულით :)
ძალიან კარგი იყო...
14. ნათ,მოდი :| "მე საგიჟეთში ვცხოვრობ და ყოველთვის მაკლია დრო" ნათ,მოდი :| "მე საგიჟეთში ვცხოვრობ და ყოველთვის მაკლია დრო"
13. სმიტ, ჩემი საყვარელი ადგილია ეგ.. მანდ მყავს ხოლმე გამოკეტილი ჩემი ყველა სახე :) ნუ, თითქმის ყველა..
მომწონხარ, თუმცა უნდა ვაღიარო, ძველები უფრო.. სმიტ, ჩემი საყვარელი ადგილია ეგ.. მანდ მყავს ხოლმე გამოკეტილი ჩემი ყველა სახე :) ნუ, თითქმის ყველა..
მომწონხარ, თუმცა უნდა ვაღიარო, ძველები უფრო..
12. ყველაზე უკეთ შენ აღწერე ეს სიტუაცია, რაც აქამდე წამიკითხავს ... ბრავა სენიორიტა :) წინა პროზაზე მეტად ეს მომეწონა - გაცილებით ... მაგრამ ის პირველი ემოცია, მაინც განსხვავებულია და მის მსგავსს ვეძებ შენს ნაწერებში ... :)
განსაკუთრებული ადამიანი ხარ ისეც და ჩემთვისაც ნათ. მიყვარხარ . მიხარია რომ შენნაირი მეგობარი მყავს :-*
5 ყველაზე უკეთ შენ აღწერე ეს სიტუაცია, რაც აქამდე წამიკითხავს ... ბრავა სენიორიტა :) წინა პროზაზე მეტად ეს მომეწონა - გაცილებით ... მაგრამ ის პირველი ემოცია, მაინც განსხვავებულია და მის მსგავსს ვეძებ შენს ნაწერებში ... :)
განსაკუთრებული ადამიანი ხარ ისეც და ჩემთვისაც ნათ. მიყვარხარ . მიხარია რომ შენნაირი მეგობარი მყავს :-*
5
11. ლურს, იქნებ, აღარც გახსოვს შენ, მაგრამ ოდესღაც მოცემულ პირობას ვასრულებ და გპასუხობ:
ჩვენ საგიჟეთში ვხოვრობთ :)
დიდი მადლობა ყველას :)
ლურს, იქნებ, აღარც გახსოვს შენ, მაგრამ ოდესღაც მოცემულ პირობას ვასრულებ და გპასუხობ:
ჩვენ საგიჟეთში ვხოვრობთ :)
დიდი მადლობა ყველას :)
10. თანდათან სიმშვიდეს ვიბრუნებ, ღამითაც აღარ მესზიმრება კოშმარები.
ვაჰ :D
ძალიან?ძალიან?!ძალიან!ძალიან,ძალიან.ძალიან:ძალიან:ძალიან(ძალიან)
მომეწონა :\
ყველას დავხოცავ,ვინც არ წაიკითხავს.
ხუთი ყველაზე ლურსმანი. თანდათან სიმშვიდეს ვიბრუნებ, ღამითაც აღარ მესზიმრება კოშმარები.
ვაჰ :D
ძალიან?ძალიან?!ძალიან!ძალიან,ძალიან.ძალიან:ძალიან:ძალიან(ძალიან)
მომეწონა :\
ყველას დავხოცავ,ვინც არ წაიკითხავს.
ხუთი ყველაზე ლურსმანი.
9. მე საგიჟეთში ვცხოვრობ და ყოველთვის მაკლია დრო.
მეც სულ მაკლია დრო,ე.ი. საგიჟეთში ვცხოვრობ?:( მე საგიჟეთში ვცხოვრობ და ყოველთვის მაკლია დრო.
მეც სულ მაკლია დრო,ე.ი. საგიჟეთში ვცხოვრობ?:(
8. ამოვბეჭდე და..ხვალ მოვალ ან..მერე.. :-* ხო იცი,..... :) :-* ამოვბეჭდე და..ხვალ მოვალ ან..მერე.. :-* ხო იცი,..... :) :-*
7. "კიდევ კარგი, მიზანში სროლა ვიცი. უფალო, დიდება შენდა! უფალო, დიდება შენდა! უფალო, დიდება შენდა!"-კარგი კონტრასტია :)
"და მეჩვენება, რომ რბილია მიწა."- ჰმ, გამომიცდია და არასდროს მითქვამს ასე, მესიამოვნა :)
"-არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე თავისი საქმის იდეალურად შემსრულებლის ყურება! ასეთი ადამიანი ყოველთვის უნდა დააფასო, თუნდაც მტერი იყოს....გინდა, გამარჯვების საიდუმლო გაგიმხილო?-უნდა იფიქრო შენს გამარჯვებაზე და არა მის დამარცხებაზე."
"-მიწას სამი ღმერთი ჰყავს: ძალადობის, ტყუილისა და სილამაზის. ფული იარაღია მხოლოდ."
კარგი გოგო ხარ, სმიტ!
დღიურჩანაწერივით ჩამეკითხა.
რაღაცეებს გადახედე :-* "კიდევ კარგი, მიზანში სროლა ვიცი. უფალო, დიდება შენდა! უფალო, დიდება შენდა! უფალო, დიდება შენდა!"-კარგი კონტრასტია :)
"და მეჩვენება, რომ რბილია მიწა."- ჰმ, გამომიცდია და არასდროს მითქვამს ასე, მესიამოვნა :)
"-არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე თავისი საქმის იდეალურად შემსრულებლის ყურება! ასეთი ადამიანი ყოველთვის უნდა დააფასო, თუნდაც მტერი იყოს....გინდა, გამარჯვების საიდუმლო გაგიმხილო?-უნდა იფიქრო შენს გამარჯვებაზე და არა მის დამარცხებაზე."
"-მიწას სამი ღმერთი ჰყავს: ძალადობის, ტყუილისა და სილამაზის. ფული იარაღია მხოლოდ."
კარგი გოგო ხარ, სმიტ!
დღიურჩანაწერივით ჩამეკითხა.
რაღაცეებს გადახედე :-*
6. -სისულელეა, რომ ამბობენ, ზურგიდან ლაჩრები ესვრიან, ვაჟკაცები თვალებში უყურებენო. თვალებში მხოლოდ ვედრება ჩანს, როცა იარაღი დამიზნებულია. ზურგიდან კი იკითხება ორჯერ, ათჯერ, ათასჯერ მეტი. ძალიან მომეწონა...555555 არ დამრჩა განცდა რომ საგიჟეთში ხდება მოქმედება... -სისულელეა, რომ ამბობენ, ზურგიდან ლაჩრები ესვრიან, ვაჟკაცები თვალებში უყურებენო. თვალებში მხოლოდ ვედრება ჩანს, როცა იარაღი დამიზნებულია. ზურგიდან კი იკითხება ორჯერ, ათჯერ, ათასჯერ მეტი. ძალიან მომეწონა...555555 არ დამრჩა განცდა რომ საგიჟეთში ხდება მოქმედება...
5. საინტერესო იყო...მომეწონა.. საინტერესო იყო...მომეწონა..
4. მოვავალ აქ..:-* მოვავალ აქ..:-*
3. ძალიან, ძალიან... აღფრთოვანებული გავდივარ!!! +555 ძალიან, ძალიან... აღფრთოვანებული გავდივარ!!! +555
2. მე ამ საიტზე ვიცნობ ერთ ძალიან მაგარ პროზაიკოსს....... და მიყვარს იგი........ეს არის ”mrs.smith” :)
ძალიან მაგარი ხარ.........
+5 მე ამ საიტზე ვიცნობ ერთ ძალიან მაგარ პროზაიკოსს....... და მიყვარს იგი........ეს არის ”mrs.smith” :)
ძალიან მაგარი ხარ.........
+5
1. უნდა იფიქრო შენს გამარჯვებაზე და არა მის დამარცხებაზე.
საოცარი თხრობა გაქვს.
გმადლობ ამ ლამაზი საღამოსთვის...|
არ მაქვს სურვილი ეს ემოცია გავახუნო სხვა ავტორის წაკითხვით... უნდა იფიქრო შენს გამარჯვებაზე და არა მის დამარცხებაზე.
საოცარი თხრობა გაქვს.
გმადლობ ამ ლამაზი საღამოსთვის...|
არ მაქვს სურვილი ეს ემოცია გავახუნო სხვა ავტორის წაკითხვით...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|