ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: საბავშვო
14 მაისი, 2011


ქეთის წერილი დედას..

ქეთის წერილი დედას...

დედა მე შენ მიყვარხარ,მენატრები ძალიან,
ბებოს მგონი ვაბრაზებ,ნეტა ჩემი ბრალია?
რომ დაიმტვრა ჭიქები,თეფშები და ლამბაქიც,
ყავაც გადავაქციე ბებოს ახალ კაბაზე.

გამებუტა ბებიკო,არ გამიშვა ეზოში,
მე,მაინც არ ვიტირე,არც ავტეხე დებოში.
ვიცი ჩემო დედიკო გენატრები ძალიან,
არაფერს არ ვაშავებ,მაინც ჩემი ბრალია-

რომ დავღალე ბებიკო,ბაბუა და დეიდა..
იცი შენი დანახვა ისე მაგრად მომინდა,
გადავწყვიტე ჩავიცვა,ჩავალაგო ჩანთები,
მერე,თუნდაც ბებიკომ დამახიოს კალთები,

მაინც აღარ დავრჩები,დღეს სახლისკენ მოვდივარ,
უკვე დიდი გოგო ვარ,შენ პატარა გგონივარ.
მაინც გამოვიქცევი,ვინმემ დამხვდით ბაქანზე,
მერე ბევრი იცინეთ ჩემს სულელურ ქაქანზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები