ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი არაბიძე
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2011


  ჩამოტვირთვა

ძნელია, ბნელში არ მოჩანს ზეცა

ისე მოხდა, რომ დაბადება შევძელი. გმადლობ...
რატომღაც ახლა ვარსებობ და გიორგი მქვია,
ჯერ ერთი წლის ვარ, მერე – ორის, და ბოლოს... ვნახოთ,
კაცი კაცია, ყველა კვდება ადრე თუ გვიან.

მანამდე ბევრჯერ წავიტეხავ კისერს და მოვალ,
უფალო, შენთან, უფრო სწორად, წამოვალ შენკენ.
თოვლიან გზაზე ნაფეხურით მოვხაზავ ოვალს,
ვილოცებ მასში, ჩემებურად და ყველა ნეკნით.

მაგრამ ანკარა წყაროც ხდება ბინძური ზოგჯერ,
სისუფთავეებს ეტანება ტალახი უფრო,
რაც რამე მქონდა სითბოები თითებით ვზოგე,
ახლა ხეებზე გაფენილი სულივით ვაფრენ.

დამალეთ სადმე, თუ ღმერთი გწამთ, ხატები... სულის
შეშლამდე მინდა არსებობის მივაგნო მიზეზს,
ვარ ირემივით ეჭვიანი და ხარზე რთული,
როცა ხელები თვითმკვლელობის ფუნქციას იძენს.

ახედეთ ზეცას... ცა სუფთაა, ეს ბევრჯერ უთქვამთ,
მაგრამ ცოტას თუ უნახიხარ იქ, ღმერთო… ამინ!
შეწყვიტეთ ჭუჭყით გატენილი უაზრო სუნთქვა,
ცათა სიღრმიდან ჩამოცვენილ ნიავებს ვუსმენ.

აქ მაინც ასე, უსაქმური ქარები ქრიან,
მხოლოდ ერთია მიზეზი, რომ ბოლომდე გავძლო.
რატომღაც ახლა არსებობ და შენ ნინო გქვია,
არ ვიცი რა ვთქვა, რა ვიყვირო...
უბრალოდ...
გმადლობ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები