ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2011


თავისუფლება

არც მითი არის, არც ლეგენდა და არც ტყუილი,
არც მხოლოდ აქტი და არც მხოლოდ დეკლარაცია,
გისოსებიდან გაქცეული მგელის ყმუილი,
ზეშეგრძნებათა ვულკანური კულმინაცია.

თავბრუდამხვევი ქალწულებრი პირველი კოცნა_
ხიფათითა და აღტაცებით გაჯერებული,
თავისუფლება_ნეტარების ყანწის გამოცლა,
უფრო გამოცდა, ვიდრე ~ვაშა~ გამარჯვებულის.

თავისუფლებას ტანზე მხოლოდ ჯვალო აცვია,
ბილიკი მისკენ მიმავალი გადის ჰადესზე,
ცა_ლურჯი მელნით დათხუპნული პროკლამაცია,
დღეს, როგორც გუშინ, მოგვიწოდებს ბარიკადებზე.

თავისუფლებას სხეულს მხოლოდ ჯვალო უფარავს
და გული მისი_შეწირულთა სისხლით  ნაკვები,
გამარჯვების დღე გმირებს მოაქვთ, უწყის უფალმა,
თავზე ირგებენ მერე გვირგვინს ავაზაკები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები