ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2011


ჩემი სიყვარულის შორი ჰორიზონტი

ცივად გაიტრუნა ჩემში ფრაზები და
ლექსად დაწერილი სიტყვა, ორიოდე...
ამათ გარდა, სხვა ხომ ყველა დანარჩენი,
შენით დაწყებული, თვითონ მოვიგონე.
მთელი სინამდვილეც წიგნში მოვაქციე,
მერე წიგნი ერთ დღეს უცებ დავხურე და
თურმე, ყველაფერი, როცა შორით მოსჩანს,
უფრო ლამაზია სხვისთვის საყურებლად.
ვიცი, ფანტაზიის ალბათ ნატეხი ვარ,
გულის ყველა გზით რომ შენსკენ მოვდიოდი,
შენ კი - რეალობას თითქოს ასხლეტილი
ჩემი სიყვარულის შორი ჰორიზონტი...

ლიკა ოხანაშვილი
17.05.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები