ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუცი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 მაისი, 2011


გზავნილები

- წაშალე ყველა გზავნილი!
-კარგი წავშლი ოღონდ ერთს დავიტოვებ და არაფრის დიდებით არ გადავაგდებ რაცარუნდა მთხოვო.
-რომელს?
-. . . . ,,ბავშვობაში როგორ დავრბოდით მდინარის პირას და ვიჭერდი ციცინათელებს. მერე მთელი ღამე გათენებამდე ცას შევცქეროდით უცხოპლანეტელის ხომალდის მოლოდინში.”

                   

                            * * *
-მე ვეძებ უსასრულობის სასრულს დედამიწაზე!
-არარსებულს ვერ იპოვი!
-განა რაიმეს პოვნა ან წვდომა პირობითი არ არის? შენ არ დაიჯერე, სულ მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ასე ჩათვალე, არადა შეგეძლო ჩემთან ერთად შენც გენახა იგი!. . .  თუმცა თუ არ გწამს, ვერასოდეს შეაღებ ,,კარებს.”

• *  *
-ახლა ყველაფერი მუქი და გლუვია
  . . . . . . . ..  .. . .  .. . . . . . . . . . . . .. . .
  მარტოდმარტო ვარ ნაცნობი შტრიხებით

-ნუ იტყვი ამას. . . გონებას გრძნობა ნუ დაჩაგრავს შენში. ამას კი არ გთხოვ, მოვითხოვ! არ ხარ ეს შენ, ანუ სხვაა ჩასახლებული შენში. აღსარება არ გიხდება, შენ ხომ დაუმორჩილებელი,უხედნი ცხენი იყავი ადრე. . .  არადა ეს ხასიათი ორგანულად ნაცნობია ჩემთვის. . .  თავს ნუ იტანჯავ იმით რომ სუსტი არსება ხარ. დამიჯერე ახლა მაინც!
-დღეს რაღაც ისევ შემომეპარა ნაცნობი სევდა და . . . ვინ ხარ შენ? რატომ გესაუბრები შენ იმაზე, რასაც არასდროს არავის ვეუბნები? თაფლისფერი თვალები კეთილ ადამიანებს აქთო. . . და რა შუაშია ჩვენთან სიკეთე?. .
- ,,შენც ჩემო ბრუტუს” ეს სიტყვები გამახსენდა ახლა, ოღონდ არა პირდაპირი მნიშვნელობით. Aასე მგონია ჩემს თავს ვუსმენ და ვემესიჯები. . .
-ეს შეკითხვა შენ უფრო ადრე გაგიჩნდა, მე კი დღეს, იმიტომ რომ ძალიან ვეჩხუბე,,მეს”. შენ არაფერ შუაში არ ხარ. რაც უფრო ვცდილობ მოვაწესრიგო ჩემი ცხოვრება, უფრო უარესი მემართება. Bბედს შენ თვითონ ქმნიო - ვერ ვიჯერებ
-არც მე მჯერა ამის. დღეს როლები გაცვლილი გვაქვს. გუშინ მახსოვს მკითხე: რას ელი ჩემგანო? დღეს კითხვას შეგიბრუნებ. . .
-ეგ რომ ვიცოდე, როგორ გგონია საშინელება არ იქნებოდა ჩემი მხრიდან? გამოვა ისე რომ, პირველ რიგში საკუთარ თავს ვატყუებ.
მოდი სხვა ტალღაზე გადავერთოთ!. . .
- კარგი.. . . ვარდი გიყვარს? რატომ?
- არ მიყვარს, მომწონს.
- რატომ?
- რა რატომ? რატომ მომწონს თუ რატომ არ მიყვარს?
- რატომ მოგწონს?
- იმოტომ რომ ბევრი სიფრიფანა ფურცლებისაგანაა შეკრებილი.
- ფერი?
- სამივე
- მაინც?
- თეთრი. მგონი ვხვდები ამის ფინალს, მაგრამ მაინც დაველოდები.
- ფინალი არ იქნება!
- რატომ?
- ეს ხომ დასასრულია!
- რისი?
- . . .
- საით მივდივართ?
- ნეტარებისაკენ!
- ვარდი და მისი ფინალი?
- ფინალი არა! ვარდი ნეტარებისაკენ სავალ გზას ამოკლებს.
- რა არის ნეტარება?
-. . . . .
- მოკვდავთა ილუზია.
- არა მეთქი!
- კი ასეა! მაშინ ამიხსენი და დამაჯერე!
- ვცდილობ დაგაჯერო!
- ასეა, რისიც არ გჯერა, ვერ შეძლებ მისი კარი შეაღო!. . .
- მე ხომ მეკარე ვარ?
- მეკარეს ბურთი თუ არ ეთამაშე რა აზრი აქ?
- აბა შენ რას შვები?
- ამ საკითხში არ ვთამაშობ.
- * * *
- ალბათ დაიძინე. მინდა იცოდე, რომ ძალიან შეგეჩვიე და არ მინდა ცხოვრება კოშმარად გადამიქციო.

• * *
- . . . . . .
- უარესი ხარ. ბატონებს და გრიპს მოირჩენ, შენ ვერა, უკვე ვატყობ. და არც ვაპირებ მორჩენას. დაე მომკლას! ,,მე მას ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს”. . .
-რა სისულელეა, რომანტიკოსი ხარ? ნეტა სიმპათია ამდენ დავიდარაბად და სასიკვდილოდ თუ ღირს? არა მგონია. ჰა, ჰა შენს ადგილზე, გულთბილ სალმად და ოდნავ გაღიმებად!
-საბედნიეროდ მე შენ არა ვარ, თორემ ერთი გაწბილებული ქალი დაგრჩებოდა სულ მცირე.
  და კიდევ, რომანტიკოსობა დონკიხოტობად არ ითვლება, არც დონჟუანობად. დულსინია არასოდეს არსებობდა ჩემთვის.
-მე თითქმის არ ვწბილდები და გამონაკლის შემთხვევაში ვცდილობ ძალიან ძლიერი ვიყო.
- მირჩევნია ძლიერი იყო ვიდრე სუსტი და ქარაფშუტა.
- და შენი აზრით მე როგორი ვარ, ისე დამახასიათე როგორც ფიქრობ. სიყალბეს მივხვდები.
-რთული,ენერგიული,შემოქმედი,ნელთბილი გულით,ჯიუტი, თავნება, ბუტია, გულჩვილი,საკუთარ თავში ჩაკეტილი, ამბიციური, სიცოცხლის მოყვარე, მშვენიერი, მხიარული, მოწყენილი.


• * *

-- დაგირეკავ.
- ჯერ ის მითხარი რატომ?
- შენი ხმის გაგონება მინდა.
. . . . . . . .

• *  *
- გუშინ მომწონდი დღეს უკვე . . . .
- ხომ გითხარი გრძნობები გულს არ მიჩვილებს მეთქი. . . როგორმე ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, ეცადე ყველაფერს ცივი გონებით შეხედო. ჯობია ყველაფერი ლამაზ მოგონებად დარჩეს, ვიდრე ლაფში ამოისვაროს.
- შენ ასე გინდა?
- ხო!
. . . .. . . .. . . . .. . .
- . . . . . . .
- ეს რას ნიშნავს?
- არაფერს ისე!........
. . . . . .. . . .. . . . . . .
- როგორ ხარ?
- ახლა უკეთ. მადლობთ ყურადღებისათვის. გაკოცე გაბუსხულ ლოყაზე.
-ეს გაბუსხული რაღაა?
- საყვარლად გაბრაზებული.


• *  * 
- დღეს გასაგიჟებლად ლამაზი ხარ.
. . . . . . . . .
- სულ არ გიკითხია რატომ ვიყავი  ასე დადარდიანებული, თუმცა შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მე საერთოდ ვის დავკარგივარ  . . .


• *  *

- რა დაგემართა მაშინ? რატომ მომწერე ისეთი წერილი?
- გუშინ უფრო მომაწონე თავი.
- სისულელეა.
- არა ასეა.
-იცი რა მოდი წაშალე ყველა მესიჯი, დაივიწყე ყველაფერი და მე, ჯანდაბამდე გზა მქონია.
-არა! არც მესიჯებს წავშლი და არც ჯანდაბაში გაგიშვებ. ასე გადავწყვიტე!
- . . . . . . . . . . . .
- ეკლესიაში წავედი და სანთელი დავანთე იმისათვის რომ მას  მოწყალება მოეღო ჩემზე.
- ნუთუ? გამაოცე.
- მონასტერში ვარ. . . .
- ჩემთვისაც დაანთე ერთი სანთელი თუ უფალი ძალიან არ გაბრაზდება ამაზე.
. . . . . . . . .. . . . . . .
- ეხლა გამოვედი. ხო მართლა შენს სახელზეც დაგინთე სანთელი და ღმერთს ვთხოვე აგისრულოს ის რაც შენ გინდა.
- უცნაური შეგრძნებაა. მადლობთ. ძალიან არ გადაეშვა მაგ სიბინძურეში, თორემ ლიმონივით გამოგწურავს სიყალბე და ღალატი.
- . . . .
-ახლა სახლში წადი და იმას ჩაეხუტე, ვინც უსასრულო მოლოდინით გელოდება.
- შენ არ აკეთებ ამას?
- კი. საოცარი ენერგიით და სიცოცხლის ხალისით მავსებს ჩემი შვილის ჩახუტება.
- მარტო ეგ?
- ტაბუ გავხსნათ?
- გავხსნათ!
- დაიწყე.
- ჯერ შენ.
- არა ეგ ცოტა რთული სალაპარაკოა და არც მინდა ამაზე საუბარი.
- კარგი.

• *  *

- . . . .და მაინც, რას ამბობდა ჩემი თვალები?
- ხომ გიტირეთ დედა ყველასო!
-. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 
- იცი ყველაზე მეტად რაც  არ მეხერხება, ეს ვინმესთვის რაიმეს მტკიცებაა. რაც შეეხება გამოცდებს, ეს ნამდვილად არ გჭირდება, ყოველშემთხვევაში ახლა.
- კარგი გეყოფა, ნუ გაუტიე!
- მაგრად გამაბრაზე და უნდა დაგემდურო.
- მაინც რამდენი ხნით ბუტიავ?
- ასე ხუთი წუთი ჰა, ჰა ათი.
- მაგრად მსიამოვნებს შენთან ურთიერთობა. მადლობა.

• * *
- ძალიან მიყვარხარ და ნუ მეტყვი ამაზე უარს, მომეცი შენთან ახლოს ყოფნის საშუალება.
- არ მინდა გული გეტკინოს. იცი შეიძლება ვინმემ თქვას ჩემზე სულელიაო, ან მას მოსწონს ესო, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. მე ამ ჩამუქებული ცხოვრებიდან ვცდილობ ჩემი წილი სილამაზე წამოვიღო. იქნებ არც მაქ ახლა ამის უფლება მაგრამ ეს ისე მინდა გავაკეთო, რომ ამით არავინ დაზარალდეს. იქნებ ვერც მიხვდე ამით რისი თქმა მინდოდა, მაგრამ ეს ის არის რასაც სინამდვილეში ვგრძნობ.
- ამას შევინახავ და ხანდახან წავიკითხავ ხოლმე. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ გული რაზე უნდა მეტკინოს?
- ხანდახან ისე გვიან ვპოულობთ იმას რასაც მთელი ცხოვრება ვეძებთ, რომ მერე გვეშინია ან კითხვებით ვიხრჩობთ სულს ღირდა თუ არა ეს ყველაფერი იმად, რომ საერთოდ გვეპოვა იგი?
- სიცოცხლე ისედაც ხანმოკლეა. წუთისოფელში ხორციელისათვის უნდა იცხოვრო,
. . . . . . .. . . 
- მითხარი რამე სასიამოვნო
- ძალიან მჭირდები
- არ გეცოდები? : )
- : )
- მეც მჭირდები!
- იქნებ ეგოისტურია, მაგრამ მანამდე მაინც არ მიმატოვო, სანამდე მყარად დგომას არ ვისწავლი.
-სიცოცხლის ბოლომდე, სიამოვნებით.
- ახლა შენ მითხარი რამე სასიამოვნო
-შენს მერე სიცოცხლე საინტერესო გახდა.
- . .. .. ……. . . . .. . . . . . . . .
• * * 
- სადაც არ უნდა იყო ჩარჩენილი, მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. ბავშვობაში დიდობანას იმიტომ ვთამაშობთ, რომ კაცობა და ქალობა გვინდა, მაგრამ მერე როცა გემოს გავუსინჯავთ ამ ყველაფერს ისევ ბავშვობა გვენატრება უდარდელები რომ ვიყავით.
- . . . .
- ეგ ჩვენ ორივემ გამოვცადეთ. ძალიან მენატრები, მთლიანად. უდიდესი ბედნიერებაა სიცოცხლის შექმნა და მისი გაჩენა.
-მეც მენატრები.
-,,ერთი გოგოს ეშხით, ერთი გოგოს დარდით, ერთი ბიჭი ჩუმად, ქუჩა, ქუჩა დადის". . .
-,,ახლა სიშორე ისე მამხეცებს შენი სხეულის"
. . . . . . . .. . .
- ძალიან კარგია, შენია?
-  . . . . . .
- ამ დილით სიყვარულს მოგიძღვნი. . . აიღე გთხოვ!მთელი ღამე გავათიე. ვფიქრობდი იმაზე რაც გამომიგზავნე. 
- და რაო მერე ფიქრებმა?
-შენთან მინდა, შენი მოფერება და შენი სხეულის სურნელი მინდა ვიგრძნო.
. . . . .
- რა მოხდება მაშინ თუ შემიყვარდები?
- რა და . . .რა უნდა მოხდეს?ვერ ვიპოვე სიტყვები ამისათვის.
- კაი მაშინ არ მოხდება! დაიძინე!
- მოხდება! ეს უკვე მოხდა! და არც დავიძინებ!
- შანსი გაუშვი!
-არსად წასულა. აქ არის და ის უკვე ჩემია. ახლა მე გავხდი მისი პატრონი და ღირსი.. . . . .
-ნუ იქნები ასე დარწმუნებული. ამას იმიტომ კი არ გეუბნები, რომ უკან ვიხევ, უბრალოდ გირჩევ.
- რას მირჩევ? მე დამარწმუნა შენმა ხასიათის სიმტკიცემ. უბრალოდ არაფერს ამბობ და რასაც ერთხელ იტყვი იმის ერთგული ხარ.
- შენი ნებაა რას დაიჯერებ და რას არა. ეს რომ ასე არ მეთქვა, შენ მაინც ასე გეგონა. გრძნობა გაუჩნდაო ფიქრობდი.
- მე იმას ვფიქრობ რასაც ვხედავ. ამ აღიარებას მარცხად ნუ მიიჩნევ. რადგან თქვი, უკან ნუ წაიღებ სიტყვას, მაინც არ დაგიჯერებ.
- შენ გინდა ასე რომ იყოს?რას მოგიტანს მერე დაუშვათ და ეს პირდაპირი აღიარება?
- იცი რა ტკბილია ბრძოლით მოპოვებული სიყვარული?
- თქვენ რომელ ბრძოლაში იღებდით მონაწილეობას?
- შენი სიყვარულის მოპოვების ბრძოლაში.
- რამდენი კაცი მოკალით? : )
- მე მხოლოდ ძერა მოვკალი.
- სულ ეს?
- . . . . . .


• * *

-. . … . . . . .
- გაკოცე გაბუტულ ტუჩებზე!
- არც იფიქრო.  გვეყოფა ჩხუბი. ჩემი სიცოცხლე და სიხარული ხარ!
- მე ველოდი, არ გეწყინოს რომ შემირიგდებოდი.
- ხო, არ გამომდის შენთან ჩხუბი.
- იცი როგორ მიყვარხარ!


• * *

- ხმა გამეცი, თორემ იცოდე აღარასოდეს აღარ დაგელაპარაკები!
-. . . . . . . .
- კაი, არ გინდა, ნუ გინდა. მინდა ერთი რამ იცოდე, შენ საშუალება მომეცი თავიდან დავბადებულიყავი, შენვე სიცოცხლე მოუსწრაფე ახალშობილს, რომელსაც სიცოცხლე შეაყვარე.
- რატომ ხარ ასეთი?
- როგორ ასეთი?
- საყვარელი, თბილი, გემრიელი, ტკბილი. . .
- დედაჩემს და მამაჩემს კითხე.
- რა ვქნათ როგორ მოვიქცეთ ისე არა როგორც წეღან ვფიქრობდი?
- არასოდეს.
- რატომ დამირეკე? ხომ გითხარი ტელეფონს ვთიშავ მეთქი?
- ვერ გავძლებდი უშენოთ შენ თავს გეფიცები.
-. . . . .. .
-მადლობა ლამაზი დახვედრისთვის. რაღაც არაამქვეყნიური სიხარული გქონდა.
-რაო თვალებმა გამყიდა?მერე რა, არ გავუბრაზდები ამისათვის. ხომ უნდა იგრძნო ადამიანმა, რომ ცოცხლობ?
- არაჩვეულებრივი ხარ, მიმზიდველი და რომანტიული.

ვერ შევძელი საკუთარ თავზე მაღლა ახტომა. . არ შეგიძლია, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნო იმ კაცს, რომელიც ერთ დროს შენთვის რაღაცას წარმოადგენდა? ეს ჩემთვის ბოლო სმს-ი იქნება, რომელსაც შენ გამოგიგზავნი. გადავწყვიტე, რომ მარტო მე ვატარო ის, რასაც ერთმანეთს ვეფიცებოდით. ვატარო ჩემთვის, ჩუმათ და უპრეტენზიოდ


                          *  *  *

. . .  და მერე სევდამ წალეკა ჩემი და შენი სამყარო. სიჩუმემ დაისადგურა მაშინ როცა გაზაფხულმა სიყვარულის ულევი კვირტები ააფეთქა. თითქოს გარდაიცვალა წამიერი ბედნიერება და აღარ დაგვიტოვა უფლება ცოტახანი მაინც გვეცხოვრა იმ გრძნობით რომლისთვისაც ღირდა დაბადება ამ ქვეყანაზე.
. . .  უმშვენიერესი და უსასტიკესი განცდაა მონატრება და მით უფრო საშინელი, როცა მისი შენს სამყაროში გამეფების დროს საკუთარ თავს ებრძვი უარი თქვა იმაზე, რაც სიცოცხლის სურვილს ხელახლა ჩაასახლებდა შენში.
. . .  საოცარია ადამიანობა. . . .  და საშინელება ფიქრი იმაზე, რომ ვიღაცის ცხოვრებაში უხეშად ჩაერიე. . .  თავს უცებ კი არ იკლავ, გირჩევნია ნელ-ნელა წვეთ-წვეთად გამოგეცალოს სუნთქვის შესაძლებლობა.
- სიცოცხლე რომ გიყვარს იმიტომ ეწებები? A- არა, უბრალოდ გგონია რომ ასე მარტო შენ დაზარალდები და დაე ასე იყოს, თორემ აღარც სიცოცხლის სიყვარულის სურვილი შეგრჩა.
. . . . ყველაფერი დროებითია ამ წუთისოფელში! - თავი უნდა დაიმშვიდო, იმიტომ რომ არ გაქ უფლება ერთბაშად ჩაიფერფლო!
-,, გახსოვს, მე და შენ ერთად რამდენი რამე გადავიტანეთ? Bბევრი ტკივილი, დარდი, წყენა, იმედგაცრუება და მხოლოდ ერთი ბედნიერი წუთები. . . . როცა შენ პატარა გააჩინე. . . ყველაფერი ყველაფერია, მაგრამ შენ მისთვის უნდა იარსებო! “
- კი, ასეა, მაგრამ მეც…….  . . . .
- ,,არა, აღარ გააგრძელო, შენც ხომ იცი რომ ,,მეც” კი მიძნელდება შენთან კამათი?! Uუბრალოდ შენი ერთგული ვარ, იმიტომ კი არა რომ შენში ვარ, მინდა ორივენი ვიყოთ ერთმანეთში და შენ აღარ დაიტანჯები ისე ძალიან როგორც ახლა!. . .  ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის გააკეთე, მე ,,მშიოდა” და ,,დამაპურე”, ,,მწყუროდა” და ანკარა წყალი ,,შემასვი” და ამით გული გატკინე?!”
- არა ასე ნუ განიცდი!. . . .  ჩვენ ხომ ორივენი ერთნი ვართ და რა მნიშვნელობა აქვს მე მტკივა თუ შენ? ოღონდ ერთს გთხოვ და უნდა შემისრულო . ..  ..  აღარასოდეს აღარ ,,შეგცივდეს” ეს ხომ მიწიერი შეგრძნებაა და შენთვის უცხო? ნუღარასოდეს ნუღარ მომთხოვ სიყვარულს, პატარა სულო!”
. . .შენ როგორღა დაგიბრუნო სიცოცხლის ხალისი, როცა მე თვითონ მოვკვდი?!
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები