ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2011


სააპრილო მოლოდინისა

გადიკარგნენ  და 
გაიტაცეს  მარტიც  ავდრებმა ...
გადახასხასდა  ( ისევ  ისე...) 
ირგვლივ  ყოველი ...
კვლავ  მოეძალა  ( თანშეზრდილი )
გულს  მონატრება ,
ამ  დროს  რომ  უფრო  ხდება  ცხოველი ...

ახლებს  ირგებენ  (თავმომწონედ)
ტანზე  ჭადრები ...
ხასხასას  ( ხარბად ) 
კვლავ  დააცხრა  ბალახს  მძოველი ...
სევდა  - 
ლანდივით  ( ოდითგანვე ) 
უხმოდ  თანმდევი  -
დღეს  თითქოს
მეტი  მოფერების  ხდება  მთხოველი ...

გულს  კი  (  უგბილი  )
ეგ  ჰანგები  არ  ეკადრება ,
( ესოდენ  მჭვირვალს ...) 
ეთერს  ბილწავს  ახლა  რომელიც ...
ხმას  მონატრებულს 
ისევ  ჰკიდეს  ყური  ატმებმა
ფუტკრის  - 
ყვავილთა  ძუძუსმწოველის...

წუთს  -  წუთი,
წამი  -  წამს  ემატება ...
და  სულ  ის  წამი  იგვიანებს,
მე  რომ  მოველი ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს