 | ავტორი: თეა თაბაგარი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 26 მაისი, 2011 |
2011 წლის 25 მაისი, ღამის თერთმეტი საათი: მირეკავს კარგა ხნის უნახავი მეგობარი, რა ხდება ახალი? შენები როგორ არიან? საით ხართო.... ისედაც ყველამ იცოდა, რომ სააღლუმედ მოსამზადებლად რუსთაველის პროსპექტს გაწმენდა ემუქრებოდა. ამ ზარამდე იმედი მქონდა, რომ შესაძლებელი იყო საზეიმო ღინისძიება სხვა ადგლას გადაეტანათ და ხალხი არ დაერბიათ. ახლა დავრწმუნდი, რომ ფუჭი იყო ამაზე ფიქრიც. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩემი მეგობარი სპეცრაზმელია.
მერე რაც მოხდა, ისედაც ყველამ ვიცით. უფრო სწორად, ვიცით ის, რაზეც გვეუბნებიან, უნდა იცოდეთო. ან რისი ჩვენამდე მოტანაც მართლა ჟურნალისტებმა მოახერხეს კადრების სახით. ''მართლა ჟურნალისტები'' იმიტომ რომ, დღეს უმეტესობა შეურაცხყოფს ამ პროფესიას, მხოლოდ იმით, რომ ჟურნალისტის სტატუსი აქვთ. (ერთი მათგანი, ახალგაზრდა გოგონა, შემდეგი შეკითხვით მიმართვას აქციაზე მყოფ მოხუც მამაკაცს:
ეს ფეხსაცმელი მიტინგებზე საიარულსგან გაგიცვდათ?....
მერე რა, თუ უბრალოდ დაინტერესდა.)
არახალია, რომ ერთიანობის ნაკლებობა გვაქვს ქართველებს. არც აზრთასხავადასხვაობა უნდა იყოს გასაკვირი, რასაც საზოგადოებაში ადგილი აქვს. ვსხედვართ ახლა და სხვადასხვა სოციალურ ქსელებით ვიწონებთ ან ვკილავთ მორიგ დაცემას ერის ღირსებისა. ვიღაცა ამბობს, რომელიმე პარტიის აქტივისტების ან ცალკეული, თუნდაც უპარტიო და უპოვარი ადამიანების ჯგუფი ერი არ არის. სწორედაც რომ, ერი მთლიანი ორგანიზმია, მაგრამ ჩვენ ვართ ნაწილებად დაშლილი და იმაზეღა ვდაობთ, სხეულის რომელი ორგანო უფრო საჭიროა არსებობისთვის.
ზოგსაც საერთოდ არ აინტერესებს, რა ხდება პოლიტიკაში. თურმე, პოლიტიკა ყოფილა საკუთარი ქვეყნის მომავლისადმი ინტერესი თუ აღმოგაჩნდა. ისიც გაგვიგონია, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. აბა, რა რეჟისორის, მსახიობის, პოეტის, მომღერლის და ა.შ. საქმეა, ვინ მართავს ერს და ვინ კიდევ აპამპულავებს?! ყველამ თავისი საქმე აკეთოსო (!) კი ბატონო, თუკი პროფესიონალიზმის მაგალითს ზემოდან იღებ, აღარც გახდება საჭირო შენი ჩარევა. იმის შეხსენებაც არაა საჭირო, რომელ შემოქმედთა მართალ სიტყვაზე იდგა ჩვენი ერის სინდისის შენარჩუნების საკითხი არაერთხელ. მითუმეტეს ახლა, როცა ყბადაღებულ თემად იქცა დემოკრატია. რატომ არ უნდა ''ერეოდეს'' ხელოვანი სახელმწიფო ვითარებაში. რატომაც არ უნდა ეწეოდეს თუნდაც სიტყვიერ ''კონტროლს'' წესისამებრ პრაგმატულად მოაზროვნე ხელისუფლების. ნუთუ კულტურის სფეროს ის წარმომადგენელი არ ერევა პოლიტიკაში, ჯიბის გასუქების ხარჯზე რომ გუნდრუკს უკმევს საკუთარ მმართველებს...
და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ათასგვარი პროფესიული ტიტულით შემკული ადამიანები ყოველდღიურად იწონებენ თავს ჟურნალებსა თუ ეკრანებზე, უნიჭობისა და გარყვნილების სადემონსტრაციოდ. როდესაც ''ხალხის ტელევიზიებად'' წოდებული არხები ჟურნალისტიკის ყოველგვარი ნორმების დარღვევას ემსახურებიან. ცალკე საკითხია საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და იმის მიუხედავად, რომ ფასიანი რეკლამის გაშვების უფლებაც არ აქვს, ''ტელე-მარკეტადაა'' ქცეული.
ძალიან რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა, თან იმის იმედად, რომ ამ თემებზე მკითხველიც ჩემზე არანაკლებად ფიქრობს, დავამატებ, რომ:
არის უფალი, რომელიც ყველაფერს ხედავს; არის ისტორია, რომელიც ყველაფერს გადააფასებს, ჯერ კიდევ არის აწმყო, თუმცა სულს ღაფავს. და არის კითხვა: როდემდე?
პასუხი - არ არის?
p.s. ნეტავ, იმდენი ფული მომცა, ტელევიზია ''კაზინო'' გამახსნევინა, რომ ''ტელე-იმედს'' გადავუჯოკრო.
(ეს წერილიც ისე, ერთი ამოსუნთქვით და შეგრძნებით, რომ აკვარიუმში ვცხოვრობთ და დღითიდღე წყალს გვიშრობენ.)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
65. http://www.tetrebi.org/?p=41701
http://www.tetrebi.org/?p=41701
64. http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/6514-ra-kavshiria-fotoreportiorebis-saqmesa-da-26-maiss-shoris.html
ნახეთ ესეც და მერე ამართლეთ ზოგიერთებმა თქვენი ძვირფასი მთავრობა.
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/6514-ra-kavshiria-fotoreportiorebis-saqmesa-da-26-maiss-shoris.html
ნახეთ ესეც და მერე ამართლეთ ზოგიერთებმა თქვენი ძვირფასი მთავრობა.
63. http://www.youtube.com/watch?v=JJv0YJzXWkQ&feature=player_embedded#at=34
http://www.youtube.com/watch?v=JJv0YJzXWkQ&feature=player_embedded#at=34
62. http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/5211-vice-spikeris-politikuri-pozicia-thu-uneblie-shecdoma.html
აუ, ეს უგულო ადამიან(ებ)ი(?) ნახეთ, რა :(
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/5211-vice-spikeris-politikuri-pozicia-thu-uneblie-shecdoma.html
აუ, ეს უგულო ადამიან(ებ)ი(?) ნახეთ, რა :(
61. ნიკა, შენი სიმღერა ვიცი და მომწონს მე:) პროფესია არ ვიცი, ან არ მახსოვს...
ნიკა, შენი სიმღერა ვიცი და მომწონს მე:) პროფესია არ ვიცი, ან არ მახსოვს...
60. ჩემი პროფესია ხო იცი თე? :) ჩემი პროფესია ხო იცი თე? :)
58. კი გვესეოდა მონღოლი, არაბი, სპარსი, ლეკი და... მაგრამ ქართველსაც ქვეყანა ზოგჯერ ფეხებზე ეკიდა. კი გვესეოდა მონღოლი, არაბი, სპარსი, ლეკი და... მაგრამ ქართველსაც ქვეყანა ზოგჯერ ფეხებზე ეკიდა.
56. თეავ,თავგასიებული ქმარი მომომიკითხე:Dთათიამაც მოიკითხა:D თეავ,თავგასიებული ქმარი მომომიკითხე:Dთათიამაც მოიკითხა:D
55. ძალიან მინდა რომ ეს ყველამ წაიკითხოთ
http://forum.ge/?f=29&showtopic=34261613 ძალიან მინდა რომ ეს ყველამ წაიკითხოთ
http://forum.ge/?f=29&showtopic=34261613
54. რა თქმა უნდა, ღვთისკენ მავალი გზაა ჭეშმარიტი... თუმცა, უფალი უმოქმედობისკენ არ მოგვიწოდებს, პირიქით.
გამარჯობა, განდი! ზუსტად მაგას ვამბობთ, მეგობარო, ჩვენც.
რა თქმა უნდა, ღვთისკენ მავალი გზაა ჭეშმარიტი... თუმცა, უფალი უმოქმედობისკენ არ მოგვიწოდებს, პირიქით.
გამარჯობა, განდი! ზუსტად მაგას ვამბობთ, მეგობარო, ჩვენც.
53. მოგესალმები თეა,
ბევრი რამ ითქვა, აქცენტები გამახვილდა. მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ ჩვენი პრობლემა არც მარტო ხელისუფლებაა და არც მარტო ოპოზიცია. არამედ, გაცილებით ღრმაა ეს კრიზისი და ეს ეხება ფართო საზოგადოებას. ხელისუფლებიდან დაწყებული, ოპოზიციით დამთავრებული, ერთმანეთშია გადაჯაჭვული პრობლემების წყებები.
რაღა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის ხარისხი უფრო მეტია ხელისუფლებაში, რადგან საჭეს ისინი ფლობენ. ესეც უდავოა.
არც არაფერი ახალი არ მითქვია ახლა მე, თუმცა გამეორება ცოდნის დედაა.
ერთ რამეს ვისურვებდი, სუფთა ხალხი მმართველებად, სათავეში.
ღამე მშვიდობისა.
პატივისცემით, განდი. არწივი. მოგესალმები თეა,

პატივისცემით, განდი. არწივი.
52. სანამ არ მივხვდებით რომ უღმერთობით კარგი არაფერი დაგვემართება მანამ ვიქნებით ასე... როცა მივხვდებით მერე ყველაფერი კარგად იქნება : ) დავიწყებთ იმით რომ საქართველოს ეყოლება ღვთივკურთხეული მეფე. არ არის ეს წარმოუდგენელი...
არჩევნებში საქართველო ყოველთვის იყოფოდა ორად... ადამიანებს ერთმანეთსი ზიზღი ეუფლებოდათ... და ვერასდროს გვექნება ერთობა თუ ასე არჩევანშეჯიბრობიებით შევეცდებით ქვეყნის წინ წასვლას... ჩვენ არ ვართ ამერიკელები რომ ერთ დღეს მეზობელს ვეცხუბოთ და მეორე დღეს გადავეხვიოთ...
ეს არის გამოსავალი ჩემი მოკლე ჭკუით : ) მაგრამ, არ ვიცი, ნაღდად, სხვა არაფერი არ ვიცი, თეა : ) სანამ არ მივხვდებით რომ უღმერთობით კარგი არაფერი დაგვემართება მანამ ვიქნებით ასე... როცა მივხვდებით მერე ყველაფერი კარგად იქნება : ) დავიწყებთ იმით რომ საქართველოს ეყოლება ღვთივკურთხეული მეფე. არ არის ეს წარმოუდგენელი...
არჩევნებში საქართველო ყოველთვის იყოფოდა ორად... ადამიანებს ერთმანეთსი ზიზღი ეუფლებოდათ... და ვერასდროს გვექნება ერთობა თუ ასე არჩევანშეჯიბრობიებით შევეცდებით ქვეყნის წინ წასვლას... ჩვენ არ ვართ ამერიკელები რომ ერთ დღეს მეზობელს ვეცხუბოთ და მეორე დღეს გადავეხვიოთ...
ეს არის გამოსავალი ჩემი მოკლე ჭკუით : ) მაგრამ, არ ვიცი, ნაღდად, სხვა არაფერი არ ვიცი, თეა : )
51. ალბათ, მანამდე, სანამ წლების წინ ხალხისთვის საყვარელ ტელევიზიაში, ამავე ხალხის უმოწყალოდ ცემის დროს, პირდაპირ ეთერში ''კაზინო'' გავა და დანარჩენი ხალხი იტყვის, რომ ახია მათზე, ვინც თუნდაც ტყუვდება, ვისაც იმედი აქვს, ვისაც ხმა შერჩა, ვისაც თავგანწირვა შეუძლია...
ალბათ, მანამდე, სანამ წლების წინ ხალხისთვის საყვარელ ტელევიზიაში, ამავე ხალხის უმოწყალოდ ცემის დროს, პირდაპირ ეთერში ``კაზინო`` გავა და დანარჩენი ხალხი იტყვის, რომ ახია მათზე, ვინც თუნდაც ტყუვდება, ვისაც იმედი აქვს, ვისაც ხმა შერჩა, ვისაც თავგანწირვა შეუძლია...
50. ხო, მართლაც როდემდე? ხო, მართლაც როდემდე?
49. ოხ, ადამიანებო, ეს ვიწრომხედველობა გვღუპავს ჩვენ ყველაზე მეტად :)
ოხ, ადამიანებო, ეს ვიწრომხედველობა გვღუპავს ჩვენ ყველაზე მეტად :)
48. და როდის ან რატომ იყო გარანტია, რომ მსგავსი არაფერი მოხდებოდა?
მაშინ რაშია გამოსავალი, ლოდინში?!
და როდის ან რატომ იყო გარანტია, რომ მსგავსი არაფერი მოხდებოდა?
მაშინ რაშია გამოსავალი, ლოდინში?!
47. ორგანიზება არ არის ეს... საზიზღრობაა... ვინ ხარ შენ ამდენი ადანიანის სიცოცხლეს რომ დებ სასწორზე... ბოლოსდაბოლოს ცაზე მაღლა ვერავინ აიხედავს და საიდან იცი რომ ღვთისკენ მიგყავს ეგ შენი ხალხი... სხვა ყველა გზა მიდის არაფრისკენ, ანუ ფულისკენ, ძალაუფლებისკენ, ეშმაკისკენ...
უმადლო ადამიანების საფიქრალნააზრევი არასდროს იქნება ჭეშმარიტება... და მადლი თვალსაჩინოა ყოველთვის...
ორგანიზება არ არის ეს... საზიზღრობაა... ვინ ხარ შენ ამდენი ადანიანის სიცოცხლეს რომ დებ სასწორზე... ბოლოსდაბოლოს ცაზე მაღლა ვერავინ აიხედავს და საიდან იცი რომ ღვთისკენ მიგყავს ეგ შენი ხალხი... სხვა ყველა გზა მიდის არაფრისკენ, ანუ ფულისკენ, ძალაუფლებისკენ, ეშმაკისკენ...
უმადლო ადამიანების საფიქრალნააზრევი არასდროს იქნება ჭეშმარიტება... და მადლი თვალსაჩინოა ყოველთვის...
46. თუ ხალხს წინამძღოლი არ ჰყავს, ქაოსურად მოქმედებს და ვერაფერს აღწევსო. თუ ვინმემ რაიმე სახის ორგანიზება გაუკეთა, იარაღად იყენებებო. ე.ი. აღარ ყოფილა საშველი.
არადა, ყველამ ვიცით, რომ ძალა (ყოველთვის) ერთობაშია! ერთი ეგაა - ერთობა არ არის.
თუ ხალხს წინამძღოლი არ ჰყავს, ქაოსურად მოქმედებს და ვერაფერს აღწევსო. თუ ვინმემ რაიმე სახის ორგანიზება გაუკეთა, იარაღად იყენებებო. ე.ი. აღარ ყოფილა საშველი.
არადა, ყველამ ვიცით, რომ ძალა (ყოველთვის) ერთობაშია! ერთი ეგაა - ერთობა არ არის.
45. მაგარია!!! სათაურიც მომეწონა,მარკესი გამახსენდა... მაგარია!!! სათაურიც მომეწონა,მარკესი გამახსენდა...
44. ჩვენ არაფერი ვიცით... ვიღაცებმა იციან... ჩვენ გვაწუხებს... ვიღაცებს ფეხებზე კიდიათ...
მიდი და არკვიე ასეთ ქაოსში ვინ ვინ არის...
ფაქტი ის არის რომ ყველა იყენებს ხალხს როგორც იარაღს... და ბრძოლობენ ასე... ქართველო ხალხო, იარაღად ყოფნა არ შეიძლება, რადგან ან შენ დაიღუპები და ან შენ...
ჩვენ არაფერი ვიცით... ვიღაცებმა იციან... ჩვენ გვაწუხებს... ვიღაცებს ფეხებზე კიდიათ...
მიდი და არკვიე ასეთ ქაოსში ვინ ვინ არის...
ფაქტი ის არის რომ ყველა იყენებს ხალხს როგორც იარაღს... და ბრძოლობენ ასე... ქართველო ხალხო, იარაღად ყოფნა არ შეიძლება, რადგან ან შენ დაიღუპები და ან შენ...
43. აკვარიუმში ვცხოვრობთ და დღითიდღე წყალს გვიშრობენ
ვაი ჩვენ რომ ასეა
:-* აკვარიუმში ვცხოვრობთ და დღითიდღე წყალს გვიშრობენ
ვაი ჩვენ რომ ასეა
:-*
42. დემოკრატია სისულელეა,
მერიტოკრატია (როცა ქვეყანას კომპეტენტური ადამიანები მართავენ და არა ბრბოს მიერ არჩეული) - უტოპია,
ერთადერთი იმის თქმა შეიძლება რომ ის, ვინც უნდა აპროტესტებდეს რამეს, ეს ინტელიგენციაა, მაგრამ ეს არსად არ ხდება მსოფლიოში, რადგან დემოკრატია გულისხმობს მასის მმართველობას, იმ ხალხის მმართველობას, რომელიც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზით, გამოვა 10 ლარის გამო და სიცოცხლეს საფრთხეში ჩაიგდებს, ყველაფერი რაც ხდება ინტელიგენციის დუმილით ანუ თანხმობით ხდება, ინტელიგენციის კისერზეა ნებისმიერი ჩაგრული ადამიანის ცოდვა მთელ მსოფლიოში და საქართველო არაა გამონაკლისი, უბრალოდ საქართველოში გაცილებით მეტს ვსაუბრობთ ღმერთზე, სატანურ ძალებზე და ა.შ., ამით კი უფრო ადვილად ვიცილებთ პასუხისმგებლობას :) დემოკრატია სისულელეა,
მერიტოკრატია (როცა ქვეყანას კომპეტენტური ადამიანები მართავენ და არა ბრბოს მიერ არჩეული) - უტოპია,
ერთადერთი იმის თქმა შეიძლება რომ ის, ვინც უნდა აპროტესტებდეს რამეს, ეს ინტელიგენციაა, მაგრამ ეს არსად არ ხდება მსოფლიოში, რადგან დემოკრატია გულისხმობს მასის მმართველობას, იმ ხალხის მმართველობას, რომელიც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზით, გამოვა 10 ლარის გამო და სიცოცხლეს საფრთხეში ჩაიგდებს, ყველაფერი რაც ხდება ინტელიგენციის დუმილით ანუ თანხმობით ხდება, ინტელიგენციის კისერზეა ნებისმიერი ჩაგრული ადამიანის ცოდვა მთელ მსოფლიოში და საქართველო არაა გამონაკლისი, უბრალოდ საქართველოში გაცილებით მეტს ვსაუბრობთ ღმერთზე, სატანურ ძალებზე და ა.შ., ამით კი უფრო ადვილად ვიცილებთ პასუხისმგებლობას :)
41. http://www.youtube.com/watch?v=rhVT-VfnFz8&feature=share http://www.youtube.com/watch?v=rhVT-VfnFz8&feature=share
40. ვნახავ. გმადლობთ. უბრალოდ, იმ ღამით ინტერნეტიც არ მქონდა და...
http://www.palitratv.ge/ - აქაც საკმაოდ ვრცელი მასალებია და ობიექტური, იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალისტების მიერ ხდება ფაქტების გადმოცემა და არა შეფასება, რაც იშვიათი მოვლენა გახდა ჩვენს რეალობაში.
ვნახავ. გმადლობთ. უბრალოდ, იმ ღამით ინტერნეტიც არ მქონდა და...
http://www.palitratv.ge/ - აქაც საკმაოდ ვრცელი მასალებია და ობიექტური, იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალისტების მიერ ხდება ფაქტების გადმოცემა და არა შეფასება, რაც იშვიათი მოვლენა გახდა ჩვენს რეალობაში.
38. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestro აჰა ამ ლინკით შეგიძლიათ უყუროთ პირადაპირ ეთერში "მაესტროს" http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestro აჰა ამ ლინკით შეგიძლიათ უყუროთ პირადაპირ ეთერში "მაესტროს"
37. ჩემთან ”მაესტროც” აღარაა და რადიოთი ვუსმენდი. ”პალიტრის” ჟურნალისტი ქალი ყვებოდა, როგორ წაუჭირა სპეცრაზმელმა ყელში ხელი.
აი, ადამიანებო, რას ვამართლებთ ჩვენ:
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shemthkhveva/5025-athi-specrazmeli-aqciis-erth-monatsiles-cems.html
ჩემთან ”მაესტროც” აღარაა და რადიოთი ვუსმენდი. ”პალიტრის” ჟურნალისტი ქალი ყვებოდა, როგორ წაუჭირა სპეცრაზმელმა ყელში ხელი.
აი, ადამიანებო, რას ვამართლებთ ჩვენ:
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shemthkhveva/5025-athi-specrazmeli-aqciis-erth-monatsiles-cems.html
36. მე ფირადათ მაესტროს ეთერში ისეთი კადრები ვნახე რომ ცუდათ გავხდი....ის რაც იქ მოხდა აქცის დარბევა კი არა იყო.....მათ უკვე გაქცეულ ხალხს დაედევნენ და უმოწყალოდ ცემდნენ...მე პირადათ ვთვლი რომ 26 ში გამთენიოს მთლინად საქართველოს ჩააფურთხეს სულში.... მე ფირადათ მაესტროს ეთერში ისეთი კადრები ვნახე რომ ცუდათ გავხდი....ის რაც იქ მოხდა აქცის დარბევა კი არა იყო.....მათ უკვე გაქცეულ ხალხს დაედევნენ და უმოწყალოდ ცემდნენ...მე პირადათ ვთვლი რომ 26 ში გამთენიოს მთლინად საქართველოს ჩააფურთხეს სულში....
35. მაესტრო დარბევის კადრებს როცა გადმოსცემდა, რუსთავზე ”შუა დღის” გამეორება იყო:) მაესტრო დარბევის კადრებს როცა გადმოსცემდა, რუსთავზე ”შუა დღის” გამეორება იყო:)
34. ირმას, ნათიას და კიდევ რამდენიმეს კომენტარებს რომ ვკითხულობ აქ, ჩემი სათქმელია პირდაპირი.
ზოგიერთის პოზიცია კი მიკვირს, ლიტერატურულ საიტზე განსაკუთრებით. იმიტომ რომ, აქ უფრო გლობალური და ჰუმანური აზროვნების ასპარეზი უნდა იყოს, წესით. სხვაგან ნაკლებად გამიკვირდებოდა, ალბათ, მაგრამ...
მაინტერესებს, თუკი ადამიანს ჰგონია, რომ რუსთაველზე დგომით შეძლებს რაიმეს შეცვლას უკეთესობისკენ ქვეყნისთვის, ან თუნდაც საკუთარი ოჯახისთვის, ამის გამო უნდა ცემონ უმოწყალოდ?
არსებობს ასეთი, სამწუხაროდ, ძალიან აქტუალური ტერმინები: ’’ძალის გადამეტება”. ”ჟურნალისტური ეთიკა” ’’თანამდებობის ბოროტად გამოყენება’’ და ა.შ.
მგონი, არ დაინტერესებულა ბევრი იმ კადრებით, რასაც სახელმწიფო ტელევიზიებით ნამდვილად ვერ ნახავდით, მაგრამ უხვადაა ინტერნეტ-გამოცემებში.
ირმას, ნათიას და კიდევ რამდენიმეს კომენტარებს რომ ვკითხულობ აქ, ჩემი სათქმელია პირდაპირი.
ზოგიერთის პოზიცია კი მიკვირს, ლიტერატურულ საიტზე განსაკუთრებით. იმიტომ რომ, აქ უფრო გლობალური და ჰუმანური აზროვნების ასპარეზი უნდა იყოს, წესით. სხვაგან ნაკლებად გამიკვირდებოდა, ალბათ, მაგრამ...
მაინტერესებს, თუკი ადამიანს ჰგონია, რომ რუსთაველზე დგომით შეძლებს რაიმეს შეცვლას უკეთესობისკენ ქვეყნისთვის, ან თუნდაც საკუთარი ოჯახისთვის, ამის გამო უნდა ცემონ უმოწყალოდ?
არსებობს ასეთი, სამწუხაროდ, ძალიან აქტუალური ტერმინები: ’’ძალის გადამეტება”. ”ჟურნალისტური ეთიკა” ’’თანამდებობის ბოროტად გამოყენება’’ და ა.შ.
მგონი, არ დაინტერესებულა ბევრი იმ კადრებით, რასაც სახელმწიფო ტელევიზიებით ნამდვილად ვერ ნახავდით, მაგრამ უხვადაა ინტერნეტ-გამოცემებში.
33. 21. რაც თავი მახსოვს, სულ აქციები ტარდება საქართველოში, 1988 წლის ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე სულ მიტინგები ტარდება. დავიღალეთ უკვე, დაიღალა ერი!
ოთარ რურუა სხვა გზა, სხვა ხსნა შენ დაგვანახე და მოგყვებით :)
ამით იმას არ ვამბობ, რომ მხოლოდ აქციებსა და მიტინგებში ვხედავ მე გადარჩენის საშუალებას... მაგრამ, აი, გეუბნები, ჩამიდექი სათავეში, გახდი ლიდერი, შემომთავაზე საქმე, რომელიც არგებს ქვეყანას! და დაგიდგები გვერდში....
ასეა, შორიდან ვართ მაგრები ყველანი და საქმე-საქმეზე რომ მიდგება, მხოლოდ ვაძაგებთ იმათ, ვისთან მიმართებაშიც არ გვაქვს მორალური უფლება ხმა ამოგვეღებოდეს, იმიტომ, რომ ის ერთხელ მაინც "შეწუხდა" - ხელი გაანძრია.(კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არ აქვს მნიშვნელობა იმას, შეცდომილია თუ არა, მას ხომ სჯერა, რომ აკეთებს.) 21. რაც თავი მახსოვს, სულ აქციები ტარდება საქართველოში, 1988 წლის ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე სულ მიტინგები ტარდება. დავიღალეთ უკვე, დაიღალა ერი!
ოთარ რურუა სხვა გზა, სხვა ხსნა შენ დაგვანახე და მოგყვებით :)
ამით იმას არ ვამბობ, რომ მხოლოდ აქციებსა და მიტინგებში ვხედავ მე გადარჩენის საშუალებას... მაგრამ, აი, გეუბნები, ჩამიდექი სათავეში, გახდი ლიდერი, შემომთავაზე საქმე, რომელიც არგებს ქვეყანას! და დაგიდგები გვერდში....
ასეა, შორიდან ვართ მაგრები ყველანი და საქმე-საქმეზე რომ მიდგება, მხოლოდ ვაძაგებთ იმათ, ვისთან მიმართებაშიც არ გვაქვს მორალური უფლება ხმა ამოგვეღებოდეს, იმიტომ, რომ ის ერთხელ მაინც "შეწუხდა" - ხელი გაანძრია.(კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არ აქვს მნიშვნელობა იმას, შეცდომილია თუ არა, მას ხომ სჯერა, რომ აკეთებს.)
32. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება კომენტარებიდან გამომდინარე, რომ ბევრმა ან არ წაიკითხა სტატია ყურადრებით, ან ვერ გაიგო სწორად.
’’შენი უნდა გტკიოდესო’’ ნათიამ დაწერა. ოღონდ, ეს ”შენი” პირდაპირი მნიშვნელობით - ოჯახის წევრზე ან მეგობარზე არ უნდა გავიგოთ, ხომ? ქართველებზეა საუბარი და ქართველობაზე.
ჰოდა, რა გულისტკივილზეც დავწერე სტატია, ის თუ უმეტესობას არ სტკივა და მხოლოდ პოლიტიკური განხილვების საბაბად მიიღო, აღარც მიკვირს, ამ დღეში რომ ვართ.
მადლობა ყველას, ვინც საკუთარი აზრი დააფიქსირა და უფრო დიდი მადლობა მათ, ვინც გაიგო!
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება კომენტარებიდან გამომდინარე, რომ ბევრმა ან არ წაიკითხა სტატია ყურადრებით, ან ვერ გაიგო სწორად.
’’შენი უნდა გტკიოდესო’’ ნათიამ დაწერა. ოღონდ, ეს ”შენი” პირდაპირი მნიშვნელობით - ოჯახის წევრზე ან მეგობარზე არ უნდა გავიგოთ, ხომ? ქართველებზეა საუბარი და ქართველობაზე.
ჰოდა, რა გულისტკივილზეც დავწერე სტატია, ის თუ უმეტესობას არ სტკივა და მხოლოდ პოლიტიკური განხილვების საბაბად მიიღო, აღარც მიკვირს, ამ დღეში რომ ვართ.
მადლობა ყველას, ვინც საკუთარი აზრი დააფიქსირა და უფრო დიდი მადლობა მათ, ვინც გაიგო!
31. ჯერ ვიტყვი რომ ბატონ დუმბაძის პოსტში ყველა სიტყვას ვაწერ ხელს... ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ ამ მაღალი ეშელონების თამაშების მიზანიც სწორედ ესაა,ჩაკლან ადამიანებში ყველა ადამიანური გრძნობა,სინანული,სიბრალული და რობოტებად აქციონ... კი, მე არ გავიდოდი და არ დავდგებოდი ე.წ. მიტინგზე,არა იმიტომ რომ აზრი არ აქვს-დღეს არ აქვს აზრი და ზუსტად ვიცი ეს...მაგრამ,როცა ისიც ზუსტად ვიცი,რამდენი ადამიანია მართლაც სასოწარკვეთილი, რა მათქმევინებს, მეტის ღირსებიც იყვნენო. რატომ?რომ შეიძლება სახლში არ უნდათ მისვლა,რადგან არ იციან, რით უყიდონ წამალი ავადმყოფ შვილს,დედას,რა აჭამონ ახალდაბადებულ შვილს,შვილიშვილს...და ისიც სულერთია,რას დავწერთ აქ ჩვენ უმნი სახეებით...და საერთოდაც, მათთვის უკვე ყველაფერი სულერთია...კი,იყვნენ 10 ლარისთვის გასული ობიექტებიც, მაგრამ ასეთები ყოველთვის იქნებიან და მე ამაში ვერ ვხედავ ტრაგედიას... ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხალხი დგას ამ უაზრო ბარიკადები აქეთაც და იქეთაც, და საკმაოდ ღირსეულები და უკაცრავად,თუ თავისი არსებობით ვინმეს დავარცხნილ სტანდარტებში ვერ თავსდებიან...და წლები ვიცხოვრე უკრაინაში და მე იქ არ მინახავს ამდენი აგრესია ქუჩებში,ბავშვებში,მოზარდებში,ადამიანებში, რასაც საქართველოში ვხედავ ეს ერთი წელია...იქნებ საკუთარი თავიდან დაგვეწყო ამ ცხოვრების შეცვლა?არ გიცდიათ?მიშას რა უნდა მოვთხოვოთ,როცა ჩვენ თვითონ შეგვიძლია ასე ადვილად "მეჭეჭ-მუწუკები" ვუწოდოთ ვინ იცის, სასოწარკვეთამდე მისულ ადამიანებს...არ გვინდა ცარიელი პატრიოტიზმით ავსება, ჯერ ადამიანობით და საღი გონებით ავივსოთ და შევიგნოთ, რომ არც სიკეთე უნდა აკეთო ღვთის შიშით და არც ცუდი არ უნდა აკეთო,ღვთის შიშით,მაშინ ხარ უკვე სისტემის მონა(ჩემთვის სულერთია-სახელმწიფოსი თუ ეკლესიის),როცა შენი გულიდან კი არა, შიშის გრძნობიდან მოდის რაიმეს კეთება-არკეთების სურვილი... და საერთოდაც, ვიცი, სისულელეა რაიმეს ახსნა-მტკიცება, როცა საქმე რელიგიასა და პოლიტიკას ეხება, რა ძალი მადგია ნეტავ.... ანუ,თეას თემას რომ არ გადავუხვიო ძალიან,ჩემი აზრით,ჯერჯერობით ახლო მომავალში ნებისმიერ გამოსვლებს,ასეთი შედეგი მოჰყვება,იმიტომ რომ სისტემას სათანადო წონის სისტემა უნდა დაუპირისპირდეს, ან წამლეკავი და უმართავი ქაოსი,მსხვერპლი კი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ხოლმე.... ჰო,თე,აკვარიუმში ვართ ჯერჯერობით და წყალს ვნაყავთ სამწუხაროდ, როდემდე ეგ კი არ ვიცი,ის ვიცი, რომ როცა იქნება ყველა ეტაპი მთავრდება,შუშის კედელს უნდა მოხვდეს სანაყი ოღონდაც. ჯერ ვიტყვი რომ ბატონ დუმბაძის პოსტში ყველა სიტყვას ვაწერ ხელს... ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ ამ მაღალი ეშელონების თამაშების მიზანიც სწორედ ესაა,ჩაკლან ადამიანებში ყველა ადამიანური გრძნობა,სინანული,სიბრალული და რობოტებად აქციონ... კი, მე არ გავიდოდი და არ დავდგებოდი ე.წ. მიტინგზე,არა იმიტომ რომ აზრი არ აქვს-დღეს არ აქვს აზრი და ზუსტად ვიცი ეს...მაგრამ,როცა ისიც ზუსტად ვიცი,რამდენი ადამიანია მართლაც სასოწარკვეთილი, რა მათქმევინებს, მეტის ღირსებიც იყვნენო. რატომ?რომ შეიძლება სახლში არ უნდათ მისვლა,რადგან არ იციან, რით უყიდონ წამალი ავადმყოფ შვილს,დედას,რა აჭამონ ახალდაბადებულ შვილს,შვილიშვილს...და ისიც სულერთია,რას დავწერთ აქ ჩვენ უმნი სახეებით...და საერთოდაც, მათთვის უკვე ყველაფერი სულერთია...კი,იყვნენ 10 ლარისთვის გასული ობიექტებიც, მაგრამ ასეთები ყოველთვის იქნებიან და მე ამაში ვერ ვხედავ ტრაგედიას... ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხალხი დგას ამ უაზრო ბარიკადები აქეთაც და იქეთაც, და საკმაოდ ღირსეულები და უკაცრავად,თუ თავისი არსებობით ვინმეს დავარცხნილ სტანდარტებში ვერ თავსდებიან...და წლები ვიცხოვრე უკრაინაში და მე იქ არ მინახავს ამდენი აგრესია ქუჩებში,ბავშვებში,მოზარდებში,ადამიანებში, რასაც საქართველოში ვხედავ ეს ერთი წელია...იქნებ საკუთარი თავიდან დაგვეწყო ამ ცხოვრების შეცვლა?არ გიცდიათ?მიშას რა უნდა მოვთხოვოთ,როცა ჩვენ თვითონ შეგვიძლია ასე ადვილად "მეჭეჭ-მუწუკები" ვუწოდოთ ვინ იცის, სასოწარკვეთამდე მისულ ადამიანებს...არ გვინდა ცარიელი პატრიოტიზმით ავსება, ჯერ ადამიანობით და საღი გონებით ავივსოთ და შევიგნოთ, რომ არც სიკეთე უნდა აკეთო ღვთის შიშით და არც ცუდი არ უნდა აკეთო,ღვთის შიშით,მაშინ ხარ უკვე სისტემის მონა(ჩემთვის სულერთია-სახელმწიფოსი თუ ეკლესიის),როცა შენი გულიდან კი არა, შიშის გრძნობიდან მოდის რაიმეს კეთება-არკეთების სურვილი... და საერთოდაც, ვიცი, სისულელეა რაიმეს ახსნა-მტკიცება, როცა საქმე რელიგიასა და პოლიტიკას ეხება, რა ძალი მადგია ნეტავ.... ანუ,თეას თემას რომ არ გადავუხვიო ძალიან,ჩემი აზრით,ჯერჯერობით ახლო მომავალში ნებისმიერ გამოსვლებს,ასეთი შედეგი მოჰყვება,იმიტომ რომ სისტემას სათანადო წონის სისტემა უნდა დაუპირისპირდეს, ან წამლეკავი და უმართავი ქაოსი,მსხვერპლი კი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ხოლმე.... ჰო,თე,აკვარიუმში ვართ ჯერჯერობით და წყალს ვნაყავთ სამწუხაროდ, როდემდე ეგ კი არ ვიცი,ის ვიცი, რომ როცა იქნება ყველა ეტაპი მთავრდება,შუშის კედელს უნდა მოხვდეს სანაყი ოღონდაც.
30. გეთანხმები თეა,უფალი ყველაფერს ხედავს და განსჯის. ჩემი აზრით, არც ერთი მიტინგი თუ ღონისძიება არ ღირს თუნდ ერთი ადამიანის სიცოცხლედ:( გეთანხმები თეა,უფალი ყველაფერს ხედავს და განსჯის. ჩემი აზრით, არც ერთი მიტინგი თუ ღონისძიება არ ღირს თუნდ ერთი ადამიანის სიცოცხლედ:(
29. ხო,რომ გადავხედე ახლა საკუთარ კომენტარს, არ მომეწონა ჩემი ბოლო წინადადება
ბომჟები რადგან არიან(როგორც შენ უწოდებს,ან მათვითვის ასე მიმართვის უფლება საიდან?) უნდა ადგე და ცემო სიკვდილამდე? ცხოველიზმი,ფუ სატანები, მძულს მე ეგეთი დამოკიდებულება,სირაქლემას სინდრომი და ბომჟობაზე ხელების შეხოცება,როცა ეშმაკისეული სულები მართავენ ამ ისედაც დაბეჩავებულ ხალხს იყოს ბატონო ის ბომჟI,სატანის მოციქულზე უკეთესი სტატუსი ხომ აქვთ მაინც? მერე რწმენაზე მოჰყვებიან ტექსტების წერას და განკითხვებს ვის როგორ სწამს ღმერთი
არ მივიდა ილია მეორე აღლუმზე,ესეც არ დაგავიწყდეთ!!!!
და ვსო მე წავედ ,ნელ ნელა ვხვეწ აღშფოთებას ვატყობ და არ მაწყობს ხო,რომ გადავხედე ახლა საკუთარ კომენტარს, არ მომეწონა ჩემი ბოლო წინადადება
ბომჟები რადგან არიან(როგორც შენ უწოდებს,ან მათვითვის ასე მიმართვის უფლება საიდან?) უნდა ადგე და ცემო სიკვდილამდე? ცხოველიზმი,ფუ სატანები, მძულს მე ეგეთი დამოკიდებულება,სირაქლემას სინდრომი და ბომჟობაზე ხელების შეხოცება,როცა ეშმაკისეული სულები მართავენ ამ ისედაც დაბეჩავებულ ხალხს იყოს ბატონო ის ბომჟI,სატანის მოციქულზე უკეთესი სტატუსი ხომ აქვთ მაინც? მერე რწმენაზე მოჰყვებიან ტექსტების წერას და განკითხვებს ვის როგორ სწამს ღმერთი
არ მივიდა ილია მეორე აღლუმზე,ესეც არ დაგავიწყდეთ!!!!
და ვსო მე წავედ ,ნელ ნელა ვხვეწ აღშფოთებას ვატყობ და არ მაწყობს
28. მოაშორეთ ეს დაზეპირებული ტექსტები და იმ გადმოსახედიდან მაინც წერეთ, რასაც ჩვეულებრივ ადამიანურობას ეძახიან და მასში შემავალი ''კომპონენტები'' (თანაგრძნობა და კეთილშობილება) გამოიყენეთ
რა ვირთხები,რა პოზიცია-ოპოზიცია,რა მეჭეჭური ფილოსოფიით შემეპასუხე ლანა?:) ხალზე ლაპარაკობ,იმ ათლარზე დანიქიტებულ ხალხზე,რომლებიც ბრმა იარაღია მხოლოდ და შენ რომ შეგიძლია იმის მერე (სულ შეეშვით ამ მიშა ნინოს ფენომენებს) ხალხს როგორც მოექცნენ,დადგე და ამ ტონით წერო , ამან შემაშFოთა ზუსტად შუაღამეს
და რაც ტელევიზიებში ხდება, რასაც ჟურნალისტები აკეთებენ თუნდაც, ან არ აკეთებენ, ამაზე გაჩუმდე,არ აღშფოთდე, წაუყრუო და დაბალ ღობეზე გადახტე? დაიჩემეთ ეს ბომჟები ბომჟები,ნატურალური ოჯახის ხალხი იდგა იქ და შენი გამოსვლა სულ ცოტა არაკორექტურია იმ ადამიანების მისამართით ვინც მსხვერპლი გახდა იმ ღამის
მოაშორეთ ეს დაზეპირებული ტექსტები და იმ გადმოსახედიდან მაინც წერეთ, რასაც ჩვეულებრივ ადამიანურობას ეძახიან და მასში შემავალი ``კომპონენტები`` (თანაგრძნობა და კეთილშობილება) გამოიყენეთ
რა ვირთხები,რა პოზიცია-ოპოზიცია,რა მეჭეჭური ფილოსოფიით შემეპასუხე ლანა?:) ხალზე ლაპარაკობ,იმ ათლარზე დანიქიტებულ ხალხზე,რომლებიც ბრმა იარაღია მხოლოდ და შენ რომ შეგიძლია იმის მერე (სულ შეეშვით ამ მიშა ნინოს ფენომენებს) ხალხს როგორც მოექცნენ,დადგე და ამ ტონით წერო , ამან შემაშFოთა ზუსტად შუაღამეს
და რაც ტელევიზიებში ხდება, რასაც ჟურნალისტები აკეთებენ თუნდაც, ან არ აკეთებენ, ამაზე გაჩუმდე,არ აღშფოთდე, წაუყრუო და დაბალ ღობეზე გადახტე? დაიჩემეთ ეს ბომჟები ბომჟები,ნატურალური ოჯახის ხალხი იდგა იქ და შენი გამოსვლა სულ ცოტა არაკორექტურია იმ ადამიანების მისამართით ვინც მსხვერპლი გახდა იმ ღამის
27. გამარჯობათ თეა, რაც მოხდა საქართველოში ასეთი ამბები თითქმის ყოველღე ხდება მსოფლიოში,ზოგ სახელმწიფოში დაიწყო და დღესაც არ დამთავრებულა და ვინ იცის როდის დამთავრდება. თუნდაც ოპოზიცია მოვიდეს სათავეში არაფერი შეიცვლება, რევოლუციას ფული ჭირდება,დიდი ფული. ფული დაიხარჯა და ეხლა ამ ფულს უკან ამოღება ხომ უნდა, ვინც ზის სათავეში არაა აქვს მნიშვნელობა, ნუ ოპოზიცონერი მოვა თუ ისევ ძველი პრეზიდენტი დარჩება. იცვლება პრეზიდეტი იცვლება მთავრობა, პირველ რიგში შს მინისტრი და შძ მინისტრი, შემდეგ ნელ–ნელა სხვა მინისტრებიც იცვლებიან, ყველა რევოლუციაში დიდი მნიშნელობა აქვს შეიარაღებული ძალები ვის უჭერენ მხარს, ანუ ვინ აჭმევს მათ. შემდეგ იცვლება ან ემატება კანონები, კონსტიტუციაც შეიძლება გადაიწეროს და იწყება ხალხის მოტყუება ახალი კრუგით. ამ პროცესში რევოლუცის სპონსორი იძლევა განკარგულებას თუ როგორი კანონები უნდა დაიწეროს და სანამ ყავთ თავისი კაცი პრეზიდენტად ყველაფერი იქნება ისე როგორც მათ უნდათ.ეხლა საინტერესოა ეკლესია რას აკათებს ამ დროს? ეკლესია ყოველთვის გამარჯვებულის მხარეზეა და ამბობს რომ აი ეს პრეზიდენტი მიგვიყვანს ბედნიერებამდე და კეთილდღეობამდე!!! ჩვენ უბრალო მოკვდავნი სამშობლოს გავიძახით და ვინც ჩვენ კანონებს გვიწერს ისინი ბიზნეს–პროეკტს უძახიან ჩვენს სამშობლოს!!!!!!! გაიმარჯვებს ბურჯანაძე და იმასაც ასეთი პოლიცია და არმია ეყოლება სააკაშვილს რომ ჰყავს, შეიძლება უფრო უკეთესიც თუ ჰყავს კარგი სპონსორი.ეკლესია დიდი დამნაშავეა ჯერ ღმერთის და შემდეგ ხალხის წინაშე, არ შეიძლება ხალხის ასე ბნელში ტარება, ბიბლიაში წერია რომ: ვერ ემსახურება მონა ორ ბატონს, იმიტომ რომ ან ერთი ბატონი ეყვარება მეტად ვიდრე მეორე ან ნააბაროტ:, ეს იმას ნიშნავს რომ :ადამიანი ვერ ემსახურება ერთდროულად ღმერთს და პრეზიდენტს:, თუ კაცს ღმერთის სჯერავს და სწამს და აიღო თავზე პასუხისმგებლობა, შეპირდა ღმერთს რომ ემსახურებოდა მარტო მას,ღმერთს და მეტს არავის , სააკაშვილს ემსახურები? ეს მარტო საქართველოს არ ეხება, ასეა ყველა სახელმწიფოში, ასეა რუსეთში, ასეა უკრაინაში, ასეა საბერძნეთში და ასეა აფრიკაში და..... ევროპაში თითმის იგივეა, ოღონდ იმ განსხვავებით რომ გარყვნილობაში ჩემპიონები არიან, ჩვენც ალბათ მალე მივალთ მაგ დონეზე,ღმერთმა ნუ ჰქნას პედაფილია საქართველში და საერთოდ ყველანაირი ძალადობა მსოფლიოში მაგრამ ყველგან ძალადობაა,ყველგან კორუპციაა, ამერიკა ბეჭდავს და ბეჭდავს დოლარებს, ხალხს ფული არ ჰყოფნის, იახტა,სასახლე, პენტხაუსი ყველა კონტინენტზე, საათები ხელზე 250000 ევროდ შეფასებული, ვერტალიოტები და თვითმფრინავები, ყველაფერი ეს არის ან მეფის, ან უწმინდესი ვის ვინ ჰყავს, საქართველოს კათალიკოსი, რუსეთს პატრიარქი,კათოლიკებს პაპა,ან მეფის ანუ პრეზიდენტის ალიგარხის. ვერცერთი ალიგარხი ვერ იმუშავბს ისე თუ პრეზიდენტთთან არ იქნბა ახლოს და არ ასრულებს მეფის თხოვნას. რასაც ფული მოაქვს ყველაფერი მაგათია,ინფორმაციას ისე დაატრილებენ როგორც აწყობთ. მსოფლიოს იყოფენ, ომი არ ჩერდება დედამიწაზე, მშვიდობა გვინდაო და სულ ომია. რაც კაინმა მოკლა აველი იმის შემდეგ არც გაჩერებულა ძმათა მკვლელობა, ადამიანის გონებას წარღვნამ არაფერი ასწავლა, ღმერთმა შვილი გამოგაზვნა, არც ამან უშველა, ვერ გაიგო ადამიანმა რომ ჩვენ ყველა ერთნირები ვართ, ტკივილი, სიხარული ერთნაირი გვაქვს,როგორც მე ვტირივარ ისე ტირის სუყველა ადამიანი,როგორც მე ვგრძობ სიხარულს ისე გრძნობს და უხარია ვიღაცას რაღაცა აფრიკაში. რამდენი მეფეც არ წერია ბიბლიაში ყველა მეფე გარყვნა და გაადიდგულა ფულმა და სიამაყემ,შემდეგ ისტორიას შევხედე და აქაც ასეთივე სურთია, მე ჩემ თავზე 4-5მეფე გადავიტანე და დაპირებულ ბედნიერ მომავალს რომელ მეფედან ველოდო არვიცი. ფულზეა იყდება ყველაფრი,იაშიკს იმიტომ ვრთავ რომ პროსტო ნახატები აჩვენოს, მძიმეა ცხოვრება როცა გესმის და ვერაფერს აკეთებ, ხალხის მმართველობას სიბრძნე უნდა,სიბრძნეს უნივერსიტეტებში არ ასწავლიან,სიბრძნე წმინდა წიგნში წერია მაგრამ ვის უნდა:ადამიანი ვერასდროს ვერ შეძლებს ადამიანის მართვას:, ასე წერია, იყო და იქნება სანამ არ ვიწამებთ წმინდანს ისე როგორც საჭიროა. დუმბაძე. გამარჯობათ თეა, რაც მოხდა საქართველოში ასეთი ამბები თითქმის ყოველღე ხდება მსოფლიოში,ზოგ სახელმწიფოში დაიწყო და დღესაც არ დამთავრებულა და ვინ იცის როდის დამთავრდება. თუნდაც ოპოზიცია მოვიდეს სათავეში არაფერი შეიცვლება, რევოლუციას ფული ჭირდება,დიდი ფული. ფული დაიხარჯა და ეხლა ამ ფულს უკან ამოღება ხომ უნდა, ვინც ზის სათავეში არაა აქვს მნიშვნელობა, ნუ ოპოზიცონერი მოვა თუ ისევ ძველი პრეზიდენტი დარჩება. იცვლება პრეზიდეტი იცვლება მთავრობა, პირველ რიგში შს მინისტრი და შძ მინისტრი, შემდეგ ნელ–ნელა სხვა მინისტრებიც იცვლებიან, ყველა რევოლუციაში დიდი მნიშნელობა აქვს შეიარაღებული ძალები ვის უჭერენ მხარს, ანუ ვინ აჭმევს მათ. შემდეგ იცვლება ან ემატება კანონები, კონსტიტუციაც შეიძლება გადაიწეროს და იწყება ხალხის მოტყუება ახალი კრუგით. ამ პროცესში რევოლუცის სპონსორი იძლევა განკარგულებას თუ როგორი კანონები უნდა დაიწეროს და სანამ ყავთ თავისი კაცი პრეზიდენტად ყველაფერი იქნება ისე როგორც მათ უნდათ.ეხლა საინტერესოა ეკლესია რას აკათებს ამ დროს? ეკლესია ყოველთვის გამარჯვებულის მხარეზეა და ამბობს რომ აი ეს პრეზიდენტი მიგვიყვანს ბედნიერებამდე და კეთილდღეობამდე!!! ჩვენ უბრალო მოკვდავნი სამშობლოს გავიძახით და ვინც ჩვენ კანონებს გვიწერს ისინი ბიზნეს–პროეკტს უძახიან ჩვენს სამშობლოს!!!!!!! გაიმარჯვებს ბურჯანაძე და იმასაც ასეთი პოლიცია და არმია ეყოლება სააკაშვილს რომ ჰყავს, შეიძლება უფრო უკეთესიც თუ ჰყავს კარგი სპონსორი.ეკლესია დიდი დამნაშავეა ჯერ ღმერთის და შემდეგ ხალხის წინაშე, არ შეიძლება ხალხის ასე ბნელში ტარება, ბიბლიაში წერია რომ: ვერ ემსახურება მონა ორ ბატონს, იმიტომ რომ ან ერთი ბატონი ეყვარება მეტად ვიდრე მეორე ან ნააბაროტ:, ეს იმას ნიშნავს რომ :ადამიანი ვერ ემსახურება ერთდროულად ღმერთს და პრეზიდენტს:, თუ კაცს ღმერთის სჯერავს და სწამს და აიღო თავზე პასუხისმგებლობა, შეპირდა ღმერთს რომ ემსახურებოდა მარტო მას,ღმერთს და მეტს არავის , სააკაშვილს ემსახურები? ეს მარტო საქართველოს არ ეხება, ასეა ყველა სახელმწიფოში, ასეა რუსეთში, ასეა უკრაინაში, ასეა საბერძნეთში და ასეა აფრიკაში და..... ევროპაში თითმის იგივეა, ოღონდ იმ განსხვავებით რომ გარყვნილობაში ჩემპიონები არიან, ჩვენც ალბათ მალე მივალთ მაგ დონეზე,ღმერთმა ნუ ჰქნას პედაფილია საქართველში და საერთოდ ყველანაირი ძალადობა მსოფლიოში მაგრამ ყველგან ძალადობაა,ყველგან კორუპციაა, ამერიკა ბეჭდავს და ბეჭდავს დოლარებს, ხალხს ფული არ ჰყოფნის, იახტა,სასახლე, პენტხაუსი ყველა კონტინენტზე, საათები ხელზე 250000 ევროდ შეფასებული, ვერტალიოტები და თვითმფრინავები, ყველაფერი ეს არის ან მეფის, ან უწმინდესი ვის ვინ ჰყავს, საქართველოს კათალიკოსი, რუსეთს პატრიარქი,კათოლიკებს პაპა,ან მეფის ანუ პრეზიდენტის ალიგარხის. ვერცერთი ალიგარხი ვერ იმუშავბს ისე თუ პრეზიდენტთთან არ იქნბა ახლოს და არ ასრულებს მეფის თხოვნას. რასაც ფული მოაქვს ყველაფერი მაგათია,ინფორმაციას ისე დაატრილებენ როგორც აწყობთ. მსოფლიოს იყოფენ, ომი არ ჩერდება დედამიწაზე, მშვიდობა გვინდაო და სულ ომია. რაც კაინმა მოკლა აველი იმის შემდეგ არც გაჩერებულა ძმათა მკვლელობა, ადამიანის გონებას წარღვნამ არაფერი ასწავლა, ღმერთმა შვილი გამოგაზვნა, არც ამან უშველა, ვერ გაიგო ადამიანმა რომ ჩვენ ყველა ერთნირები ვართ, ტკივილი, სიხარული ერთნაირი გვაქვს,როგორც მე ვტირივარ ისე ტირის სუყველა ადამიანი,როგორც მე ვგრძობ სიხარულს ისე გრძნობს და უხარია ვიღაცას რაღაცა აფრიკაში. რამდენი მეფეც არ წერია ბიბლიაში ყველა მეფე გარყვნა და გაადიდგულა ფულმა და სიამაყემ,შემდეგ ისტორიას შევხედე და აქაც ასეთივე სურთია, მე ჩემ თავზე 4-5მეფე გადავიტანე და დაპირებულ ბედნიერ მომავალს რომელ მეფედან ველოდო არვიცი. ფულზეა იყდება ყველაფრი,იაშიკს იმიტომ ვრთავ რომ პროსტო ნახატები აჩვენოს, მძიმეა ცხოვრება როცა გესმის და ვერაფერს აკეთებ, ხალხის მმართველობას სიბრძნე უნდა,სიბრძნეს უნივერსიტეტებში არ ასწავლიან,სიბრძნე წმინდა წიგნში წერია მაგრამ ვის უნდა:ადამიანი ვერასდროს ვერ შეძლებს ადამიანის მართვას:, ასე წერია, იყო და იქნება სანამ არ ვიწამებთ წმინდანს ისე როგორც საჭიროა. დუმბაძე.
26. ასეა... ძლიერი ოპოზიცია ნორმალურ ქვეყნებში, ხელისუფლების სიძლიერის გარანტია, მაგრამ ჩვენთან სად არის ოპოზიცია? "ჩაო ბელაზე" აცეკვებულ ბურჯანაძეში, ან შუათითის დემონსტრირებით გართულ "გრეჩიხაში" რომ ქვეყნის მომავალ ხელისუფალს, ან ქვეყნის გადამრჩენს დაინახავს მაგ ხალხისაც ერთი... კი ბატონო, თითოეული ადამიანი სახელმწიფოს (მთლიანი ორგანიზმის) უჯრედია, მაგრამ მთლიან ორგანიზმსაც აქვს ხშირად მეჭეჭ-მუწუკები, ჰოდა, ეგ მუწუკები რაც უფრო ადრე იქნება მოშორებული, მით ადრე ეშველება ორგანიზმს... საქართველოს ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდებოდა და ყოველთვის ისეთი ვირთხების წყალობით, აქციაზე რომ 10 ლარის სამათხოვროდ იყვნენ გამოსული და "ბომჟებივით" ეყარნენ აქა-იქ... ნურავინ ნუ დამიწყებს იმის მტკიცებას, რომ ეს ადამიანები პატრიოტიზმით იყვნენ აღსავსე... აი, ასე ვფიქრობ მე და ამ ტონით...
ასეა... ძლიერი ოპოზიცია ნორმალურ ქვეყნებში, ხელისუფლების სიძლიერის გარანტია, მაგრამ ჩვენთან სად არის ოპოზიცია? "ჩაო ბელაზე" აცეკვებულ ბურჯანაძეში, ან შუათითის დემონსტრირებით გართულ "გრეჩიხაში" რომ ქვეყნის მომავალ ხელისუფალს, ან ქვეყნის გადამრჩენს დაინახავს მაგ ხალხისაც ერთი... კი ბატონო, თითოეული ადამიანი სახელმწიფოს (მთლიანი ორგანიზმის) უჯრედია, მაგრამ მთლიან ორგანიზმსაც აქვს ხშირად მეჭეჭ-მუწუკები, ჰოდა, ეგ მუწუკები რაც უფრო ადრე იქნება მოშორებული, მით ადრე ეშველება ორგანიზმს... საქართველოს ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდებოდა და ყოველთვის ისეთი ვირთხების წყალობით, აქციაზე რომ 10 ლარის სამათხოვროდ იყვნენ გამოსული და "ბომჟებივით" ეყარნენ აქა-იქ... ნურავინ ნუ დამიწყებს იმის მტკიცებას, რომ ეს ადამიანები პატრიოტიზმით იყვნენ აღსავსე... აი, ასე ვფიქრობ მე და ამ ტონით...
25. ''...და ვინც იქ იდგა, ისინი მეტის ღირსნი არიან...'' აი,ასეთი აზროვნებით და მერე ამ ტონით დაპოსტვა....ლანა :)
``...და ვინც იქ იდგა, ისინი მეტის ღირსნი არიან...`` აი,ასეთი აზროვნებით და მერე ამ ტონით დაპოსტვა....ლანა :)
24. დარწმუნებული ვარ, აქ კომენტარებშიც საინტერესო საუბრები იქნება, მაგრამ სამწუხაროდ თვალები გამიმიზეზდა, მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემები გამიჩნდა და ბევრის წაკითხვას ვერ ვახერხებ... ერთს ვიტყვი მხოლოდ: ჩვენ (ქართველ ერს) ზუსტად ისეთი ხელისუფლება გვყავს, როგორსაც ვიმსახურებთ... ამ უსუსურ, დაჩიავებულ ვაი-ოპოზიციას რაც შეეხება, არცერთს არ ადარდებს ქვეყნის ბედი, დამიჯერეთ, ყველა თავის სკამზე და ჯიბეზე ფიქრობს, მე კი არცერთი ადამიანის სკამზე მზრუნავ და ჯიბის გამასქელებელ აქციაში მონაწილეობას არასდროს მივიღებ და ვინც იქ იდგა, ისინი მეტის ღირსნი არიან... კიდევ ბევრი რამ არის, რის გამოც უბრალოდ შემრცხვა, მაგრამ ეს ყველაფერი შორს წაგვიყვანს და აღარ გავაგრძელებ... მოგიკითხე, თეა, და გავედი... :-* დარწმუნებული ვარ, აქ კომენტარებშიც საინტერესო საუბრები იქნება, მაგრამ სამწუხაროდ თვალები გამიმიზეზდა, მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემები გამიჩნდა და ბევრის წაკითხვას ვერ ვახერხებ... ერთს ვიტყვი მხოლოდ: ჩვენ (ქართველ ერს) ზუსტად ისეთი ხელისუფლება გვყავს, როგორსაც ვიმსახურებთ... ამ უსუსურ, დაჩიავებულ ვაი-ოპოზიციას რაც შეეხება, არცერთს არ ადარდებს ქვეყნის ბედი, დამიჯერეთ, ყველა თავის სკამზე და ჯიბეზე ფიქრობს, მე კი არცერთი ადამიანის სკამზე მზრუნავ და ჯიბის გამასქელებელ აქციაში მონაწილეობას არასდროს მივიღებ და ვინც იქ იდგა, ისინი მეტის ღირსნი არიან... კიდევ ბევრი რამ არის, რის გამოც უბრალოდ შემრცხვა, მაგრამ ეს ყველაფერი შორს წაგვიყვანს და აღარ გავაგრძელებ... მოგიკითხე, თეა, და გავედი... :-*
23. გაიხარე, ოთარ! შენ ჩემი სათქმელი თქვი!
მე ვერ და არ დავდგებოდი ნინო ბურჯანაძის გვერდით. და ნურავინ მეტყვის, - შენ საქართველოს გვერდით არ იდექიო... მე ვიდექი იქ, სადაც იდგა საქართველო! ყოველთვის ვიდექი... მაგრამ სადაც სათავეში დგას ის ქალი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ქვეყნის მეორე პირი (ხან პირველიც!!!) და მაშინ არაფერი მოიმოქმედა საქართველოსთვის და ხალხის სიმართლის დასაცავად, მე ვერ დავდგები მის გვერდით! მას იმ მილიონების ლეგალიზაცია სჭირდება, რომელიც არალეგალურად მოიხვეჭეს... ეს მისმა ესკორტმა მოკლა ის ორი პოლიციელი... და მერე რა, თუ ეს ადამიანები - პოლიციელები იყვნენ? მის დედას - შვილი მოუკლეს, ცოლს - ქმარი და შვილებს - მამა! ის პოლიციელი არც ბრძოლაში დაღუპულა და არც მიტიგის დარბევის მომენტში. ის მაშინ დაიღუპა, როცა ნინო და მისი მომხრეები თუ ოჯახის წევრები ისე ტოვებდნენ რუსთაველის გამზირს, როგორც ვირთხები დასაღუპად განაწირ გემს... 2 მანქანით გადაუარეს ადამიანს და... იქვე მიატოვეს! არც კი შეანელეს სვლა! და მათი იმედი უნდა მქონდეს? მაპატიეთ, მაგრამ ვერ ვენდობი და... რა ჩემი ბრალია?!
გაიხარე, ოთარ! შენ ჩემი სათქმელი თქვი!

22. ერთია კანონის დარღვევა, უშედეგო მიტინგები და აღლუმზე ხალხის მიყრა და მეორე გუშინ დაობლებული ბავშვები,ასობით გაუბედურებული ოჯახი უკვე მერამდენედ შელახული თავმოყვარეობა. ერთია კანონის დარღვევა, უშედეგო მიტინგები და აღლუმზე ხალხის მიყრა და მეორე გუშინ დაობლებული ბავშვები,ასობით გაუბედურებული ოჯახი უკვე მერამდენედ შელახული თავმოყვარეობა.
21. რაც თავი მახსოვს, სულ აქციები ტარდება საქართველოში, 1988 წლის ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე სულ მიტინგები ტარდება. დავიღალეთ უკვე, დაიღალა ერი!
''შაჰსაც წამოსცდა ერთი სიმართლე, მიხვდა ქართლისთვის კუბოს გამთლელი: ვერარა მტერი ვერ ძლევსო ქართველს, რომ არ მტრობდესო თვითონ ქართველი''. რაც თავი მახსოვს, სულ აქციები ტარდება საქართველოში, 1988 წლის ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე სულ მიტინგები ტარდება. დავიღალეთ უკვე, დაიღალა ერი!
``შაჰსაც წამოსცდა ერთი სიმართლე, მიხვდა ქართლისთვის კუბოს გამთლელი: ვერარა მტერი ვერ ძლევსო ქართველს, რომ არ მტრობდესო თვითონ ქართველი``.
20. ყველა პოსტი ვერ წავიკითხე და რაც წავიკითხე, ვეთანხმები ჭას და დადუს. ვინმეს ეპარებოდა ეჭვი, რომ არაფერი შეიცვლებოდა ამჯერად? მე არ მეპარებოდა. და საქმე სულ არ არის კონკრეტულ სახელებსა და პოზიცია-ოპოზიციაში.... და ადამიანის სიყვარულს, ზრდილობას, განათლებას, ჰუმანიზმს და ა.შ. არ აქვს ეროვნება და ამ შეგნებით თაობები უნდა გაიზარდნენ,სადაც განათლების ერთ-ერთი საყრდენი ჩვენი ისტორიის ცოდნა იქნება..და არავინ და ვერავინ დაგვიშლის ასე გავზარდოთ საკუთარი შვილები.და არის დრო ქვების სროლის და დრო მათი შეგროვების, როგორც სახელოვანი სიკვდილის და საცა არა სჯობის დრო...კარგი პოლიტიკოსი ის არის,ზუსტად გამოთვალოს,თუ რომელია საჭირო საათი და მაშინ გაიყოლიოს ხალხი შეგნებულად და არა მხოლოდ ემოციებს აყოლილი მასა...მე რასაც ამ ბოლო ერთი წლის მანძილზე აქ ვარ და ვუყურებ,ასეთ ფიგურას და შეგნებულ მასას ჯერჯერობით ვერ ვხედავ...არ მახსოვს ვინ თქვა და კი თქვეს-სახელმწიფო იმ შემთხვევაშია წარმატებული, როდესაც მის სათავეშია ჭკვიანი და პასიური, და მის მითითებებს ანხორციელებენ არც თუ ისე ჭკვიანი და აქტიური შემსრულებლები.-ვერც ამ ბალანსს ვხედავ...მოკლედ,გამიგრძელდა ფილოსოფოსობა და მოვრჩები აქ....
პ.ს. ბექა, შეპასუხებაში ნუ ჩამითვლი და ერთი გამახსენდა-ტამ ხარაშო, გდე ნას ნეტუ-ვო... და მართალია მაი, დამიჯერე... ყველა პოსტი ვერ წავიკითხე და რაც წავიკითხე, ვეთანხმები ჭას და დადუს. ვინმეს ეპარებოდა ეჭვი, რომ არაფერი შეიცვლებოდა ამჯერად? მე არ მეპარებოდა. და საქმე სულ არ არის კონკრეტულ სახელებსა და პოზიცია-ოპოზიციაში.... და ადამიანის სიყვარულს, ზრდილობას, განათლებას, ჰუმანიზმს და ა.შ. არ აქვს ეროვნება და ამ შეგნებით თაობები უნდა გაიზარდნენ,სადაც განათლების ერთ-ერთი საყრდენი ჩვენი ისტორიის ცოდნა იქნება..და არავინ და ვერავინ დაგვიშლის ასე გავზარდოთ საკუთარი შვილები.და არის დრო ქვების სროლის და დრო მათი შეგროვების, როგორც სახელოვანი სიკვდილის და საცა არა სჯობის დრო...კარგი პოლიტიკოსი ის არის,ზუსტად გამოთვალოს,თუ რომელია საჭირო საათი და მაშინ გაიყოლიოს ხალხი შეგნებულად და არა მხოლოდ ემოციებს აყოლილი მასა...მე რასაც ამ ბოლო ერთი წლის მანძილზე აქ ვარ და ვუყურებ,ასეთ ფიგურას და შეგნებულ მასას ჯერჯერობით ვერ ვხედავ...არ მახსოვს ვინ თქვა და კი თქვეს-სახელმწიფო იმ შემთხვევაშია წარმატებული, როდესაც მის სათავეშია ჭკვიანი და პასიური, და მის მითითებებს ანხორციელებენ არც თუ ისე ჭკვიანი და აქტიური შემსრულებლები.-ვერც ამ ბალანსს ვხედავ...მოკლედ,გამიგრძელდა ფილოსოფოსობა და მოვრჩები აქ....
პ.ს. ბექა, შეპასუხებაში ნუ ჩამითვლი და ერთი გამახსენდა-ტამ ხარაშო, გდე ნას ნეტუ-ვო... და მართალია მაი, დამიჯერე...
19. როდემდე?! როდემდე და იქამდე , სანამ არ გაიგებთ რომ დემოკრატია არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, მითუმეტეს საქართველოში.. დამისახელეთ ერთი სახელმწიფო მაინც, რომელშიც ხალხი თუნდაც ძალიან პატარა რამეს წყვეტდეს. არ მითხრათ ამერიკაო, თორემ დაგცინებთ ( ახლავე გეუბნებით : )) ) ჰო. საკუთარ თავებში ვეძებოთ ყველაფრის მიზეზი-ო .. აჰმმ. კარგით რა მართლა.. ყველა თაობამ თავისი სახელი დაირქვა. ნეტავ ჩევნ რას დაგვარქმევენ აფახაზეთის ომში განარკომანებული მამებისა და პურის ფულისთვის მეძავადქცეული დედების შვილებს.. როდემდე?! როდემდე და იქამდე , სანამ არ გაიგებთ რომ დემოკრატია არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, მითუმეტეს საქართველოში.. დამისახელეთ ერთი სახელმწიფო მაინც, რომელშიც ხალხი თუნდაც ძალიან პატარა რამეს წყვეტდეს. არ მითხრათ ამერიკაო, თორემ დაგცინებთ ( ახლავე გეუბნებით : )) ) ჰო. საკუთარ თავებში ვეძებოთ ყველაფრის მიზეზი-ო .. აჰმმ. კარგით რა მართლა.. ყველა თაობამ თავისი სახელი დაირქვა. ნეტავ ჩევნ რას დაგვარქმევენ აფახაზეთის ომში განარკომანებული მამებისა და პურის ფულისთვის მეძავადქცეული დედების შვილებს..
18. მე აქ კონკრეტულად პოზიცია-ოპოზიციაც არ მიხსენებია და მითუმეტეს რომელიმე დამკომენტარებელი.
ბევრად უფრო ზოგად პრობლემას ვხედავ და მარტო მე არ ვხედავ, მერწმუნეთ.
ვინ სად დაინახავს საკუთარ თავს, ეს მისივე საქმეა.
ნათი, მიხარია, რომ სწორად გესმის...
მე აქ კონკრეტულად პოზიცია-ოპოზიციაც არ მიხსენებია და მითუმეტეს რომელიმე დამკომენტარებელი.
ბევრად უფრო ზოგად პრობლემას ვხედავ და მარტო მე არ ვხედავ, მერწმუნეთ.
ვინ სად დაინახავს საკუთარ თავს, ეს მისივე საქმეა.
ნათი, მიხარია, რომ სწორად გესმის...
17. ოხ,ცოტა უფრო სხვა ჭრილში შეხედეთ ამ ყველაფერს...
დედუქციურად - გლობალურ ჭრილში...დაწვრილმანება, ახლა, ამ წუთას _ საღ აზრს ვერ გათქმევინებთ.
პრობლემა აქ ისაა, რომ აღლუმი ვერ ტარდებოდა? თუ სხვა რამ? რამაც ამ ყველაფრამდე მიგვიყვანა?!
სირცხვილია, პრეტენზია თუ გვაქვს, რომ ვაზროვნებთ, რომ ჩვენი ნაწერები მასებისთვის უნდა იყოს, სხვადასხვა მიზნით _ აზროვნებაც და დასკვნებიც სხვანაირი მოგვეთხოვება! ოხ,ცოტა უფრო სხვა ჭრილში შეხედეთ ამ ყველაფერს...
დედუქციურად - გლობალურ ჭრილში...დაწვრილმანება, ახლა, ამ წუთას _ საღ აზრს ვერ გათქმევინებთ.
პრობლემა აქ ისაა, რომ აღლუმი ვერ ტარდებოდა? თუ სხვა რამ? რამაც ამ ყველაფრამდე მიგვიყვანა?!
სირცხვილია, პრეტენზია თუ გვაქვს, რომ ვაზროვნებთ, რომ ჩვენი ნაწერები მასებისთვის უნდა იყოს, სხვადასხვა მიზნით _ აზროვნებაც და დასკვნებიც სხვანაირი მოგვეთხოვება!
16. ოჰოო.აქ ერთი ამბავია ატეხილი.....
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ამგვარი საქმეები უშედეგოდ არ ჩაივლის ხოლმე.......
ბურჯანაძე დეიდა აშინებდა მიშას რუსეთით... მერე მიშას აგენტურამ გააიასნა რომ რუსეთი არც ისე ენდობოდა ბურჯანაძეს როგორც ეს შორიდან ჩანდა.....თან მანამდე სააკოვმაც რიგი დაჭერები განახორციელა ვინც საჭირო იყო...... ხალხიც მოშნად დააშინა...(მიტინგებზე რომ არ გასულიყო) და ამის მერე უკვე დარწმუნებულმა იმაში რომ რუსეთი არ შემოვიდოდა .......თქვა: აი ეხლა კი გაჩვენებთ როგორ უნდა დაშინებაო და დაარბია კიარა იმენა რა ერქვა მაგას არ ვიცი....... ცხოველიზმი........ თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ იქაც გამოერეოდნენ მოწყალე ხალხი და არ ურტყამდნენ მომიტინგეებს .....
რაც შეეხება დღევანდელ აღლუმს ........ როგორც ნახეთ პატრიარქი არ მივიდა აღლუმზე და სუხიშვილებმა ვერ იცეკვეს (ან არ იცეკვეს სპეციაურად) აღლუმზე. ეს უკვე მესიჯია....
რაც შეეხება თვითონ აქციის აზრს ..ვფიქრობ რომ ჩამოუყალიბებელი უაზრობით სავსე აქცია იყო..... ერთადერთი საღი და მიზანმიმართული მოთხოვნა რაც მოვისმინე იყო ერთი კაცის მიერ გაკეთებული განცხადება (სხვათაშორის სრულად ჩამოყალიბებული) მარიხუანას ლეგალიზაციაზე ან ჯარიმების შემცირებაზე..... ალბათ გაგეცინათ მაგრამ მე ვფიქრობ რომ ამაზე საღი და კონკრეტულად მიმართული განცხადება მოთხოვნა მე იქ იმ გამოსვლებში ვერ მოვისმინეე......
და ის საცოდავიც თვითონ მომიტინგეებმა ცემეს......
პატივისცემით "დიადი ბლაგვი" ოჰოო.აქ ერთი ამბავია ატეხილი.....

პატივისცემით "დიადი ბლაგვი"
15. აჰმმ. ნამდვილად არ მესმის რატომ უნდა ჩაშლილიყო, ან სხვა ადგილას გადატანილიყო აღლუმი მხოლოდ იმის გამო, რომ ბურჯანაძეებს, გაჩეჩილაძეებს და ა.შ და ა.შ კიდევ მოუნდათ ფულის შოვნა..
ჰო. კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა კიდევ და დავბრუნდები, ალბათ.. აჰმმ. ნამდვილად არ მესმის რატომ უნდა ჩაშლილიყო, ან სხვა ადგილას გადატანილიყო აღლუმი მხოლოდ იმის გამო, რომ ბურჯანაძეებს, გაჩეჩილაძეებს და ა.შ და ა.შ კიდევ მოუნდათ ფულის შოვნა..
ჰო. კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა კიდევ და დავბრუნდები, ალბათ..
14. "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა"- მდე რამ მოგვიყვანა?
სირაქლემა და ბეგემოტი იქით იყოს და მე მაქვს ჩემი პოზიცია (პოზიცია მარტო მიშას ან გრეჩიხას ან ვინმეს გინება არ არის), რომელიც პირველ კომენტარში ნათლად დავაფიქსირე და იქვე მივაწერე უმორჩილესი თხოვნა, არავინ გამომპასუხებოდა... მაგრამ თეა, შენი მეთორმეტე კომენტარი და მეშვიდე კომენტარის შუა ნაწილი, თავისებური "წაკბენითი" ფორმის გამოპასუხებაა ჩემს მიმართ, იქნებ მომეჩვენა, თუ მომეჩვენა, ბოდიში მომითხოვია, მეხიმც დამეცეს:)
ესაა ჩემი ბოლო კომენტარი ამ კონკრეტულ წერილზე:)
ივერია გაბრწყინდება?
ჩორტ ივო ზნაეტ!
წავედი. "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა"- მდე რამ მოგვიყვანა?
სირაქლემა და ბეგემოტი იქით იყოს და მე მაქვს ჩემი პოზიცია (პოზიცია მარტო მიშას ან გრეჩიხას ან ვინმეს გინება არ არის), რომელიც პირველ კომენტარში ნათლად დავაფიქსირე და იქვე მივაწერე უმორჩილესი თხოვნა, არავინ გამომპასუხებოდა... მაგრამ თეა, შენი მეთორმეტე კომენტარი და მეშვიდე კომენტარის შუა ნაწილი, თავისებური "წაკბენითი" ფორმის გამოპასუხებაა ჩემს მიმართ, იქნებ მომეჩვენა, თუ მომეჩვენა, ბოდიში მომითხოვია, მეხიმც დამეცეს:)
ესაა ჩემი ბოლო კომენტარი ამ კონკრეტულ წერილზე:)
ივერია გაბრწყინდება?
ჩორტ ივო ზნაეტ!
წავედი.
13. როგორ შეიძლება ის დიდი პატივისცემა, რაც ამ ავტორის მიმართ ისედაც გამაჩნდა, ამ წერილის შემდგომ არ გამიასმაგდეს?!
"თურმე, პოლიტიკა ყოფილა საკუთარი ქვეყნის მომავლისადმი ინტერესი თუ აღმოგაჩნდა." _ ამაზე მეტიც რომ არ დაგეწერა, თეა, უკვე გასაგები იქნებოდა ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის.
"რატომ არ უნდა ''ერეოდეს'' ხელოვანი სახელმწიფო ვითარებაში. რატომაც არ უნდა ეწეოდეს თუნდაც სიტყვიერ ''კონტროლს'' წესისამებრ პრაგმატულად მოაზროვნე ხელისუფლების. ნუთუ კულტურის სფეროს ის წარმომადგენელი არ ერევა პოლიტიკაში, ჯიბის გასუქების ხარჯზე რომ გუნდრუკს უკმევს საკუთარ მმართველებს..." _ მეტიც, ვფიქრობ, ვალდებულია ჩაერიოს, ხმა აიმაღლოს, გზები მოიძიოს! და არა, ეკრანიდან უგზავნოს წყევლა-კრულვა, ადამიანებს, რომლებიც ეწვალებიან (არ აქვს აქ მნიშვნელობა, შეცდომილნი არიან თუ არა - შენი დგას იქ და შენი უნდა გტკიოდეს). როგორ შეიძლება ის დიდი პატივისცემა, რაც ამ ავტორის მიმართ ისედაც გამაჩნდა, ამ წერილის შემდგომ არ გამიასმაგდეს?!
"თურმე, პოლიტიკა ყოფილა საკუთარი ქვეყნის მომავლისადმი ინტერესი თუ აღმოგაჩნდა." _ ამაზე მეტიც რომ არ დაგეწერა, თეა, უკვე გასაგები იქნებოდა ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის.
"რატომ არ უნდა ``ერეოდეს`` ხელოვანი სახელმწიფო ვითარებაში. რატომაც არ უნდა ეწეოდეს თუნდაც სიტყვიერ ``კონტროლს`` წესისამებრ პრაგმატულად მოაზროვნე ხელისუფლების. ნუთუ კულტურის სფეროს ის წარმომადგენელი არ ერევა პოლიტიკაში, ჯიბის გასუქების ხარჯზე რომ გუნდრუკს უკმევს საკუთარ მმართველებს..." _ მეტიც, ვფიქრობ, ვალდებულია ჩაერიოს, ხმა აიმაღლოს, გზები მოიძიოს! და არა, ეკრანიდან უგზავნოს წყევლა-კრულვა, ადამიანებს, რომლებიც ეწვალებიან (არ აქვს აქ მნიშვნელობა, შეცდომილნი არიან თუ არა - შენი დგას იქ და შენი უნდა გტკიოდეს).
12. ჯოისებს არ მოვუყვანივართ ქართველები დღემდე, ”სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა”-მ მოგვიყვანა.
და ყველაზე გაუმართლებელია ჩემთვის ხელოვანი ადამიანი, რომელსაც პროტესტი არ გააჩნია, ან ამას მხოლოდ ’’სირაქლემის პოზით” გამოხატავს.
საერთოდ არ მიხსენებია აქ მე ოპოზიცია და არც არავინ გამიმართლებია. საუბარია ერზე, რომელსაც უჭირს და რომლისთვისაც თითოეული ჩვენგანი უნდა აკეთებდეს რამეს მაინც. ერთმანეთის უფლებებს უნდა ვიცავდეთ და არა - ”სხვისი ჭირი ღობეს ჩხირის” პრინციპს მივყვებოდეთ.
გარდა ამისა, ხომ ყველაფერს გააჩნია ფორმა და მასშტაბები?!
სათაურიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთი კონკრეტული ღამის ფაქტები არ განმიხილავს. მიაქცევდით ყურადღებას, სტატიის ძირითადი ნაწილი რომ მასმედიას ეხება.
რატომ?
ზუსტად იმიტომ, რომ ტელე-სახელმწიფოში ცხოვრება გვიწევს. ტელე-რევოლუციები, ტელე-აღმშენებლობა, ტელე-გმირობები....
რა გამოდის?
ყველაფერს ვეგუებით!
და, ამ დროს, ვინ გამოვდივართ ჩვენ?
"გათითოკაცებული, საშოვარს გადაგებული”...
ჯოისებს არ მოვუყვანივართ ქართველები დღემდე, ”სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა”-მ მოგვიყვანა.
და ყველაზე გაუმართლებელია ჩემთვის ხელოვანი ადამიანი, რომელსაც პროტესტი არ გააჩნია, ან ამას მხოლოდ ’’სირაქლემის პოზით” გამოხატავს.
საერთოდ არ მიხსენებია აქ მე ოპოზიცია და არც არავინ გამიმართლებია. საუბარია ერზე, რომელსაც უჭირს და რომლისთვისაც თითოეული ჩვენგანი უნდა აკეთებდეს რამეს მაინც. ერთმანეთის უფლებებს უნდა ვიცავდეთ და არა - ”სხვისი ჭირი ღობეს ჩხირის” პრინციპს მივყვებოდეთ.
გარდა ამისა, ხომ ყველაფერს გააჩნია ფორმა და მასშტაბები?!
სათაურიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთი კონკრეტული ღამის ფაქტები არ განმიხილავს. მიაქცევდით ყურადღებას, სტატიის ძირითადი ნაწილი რომ მასმედიას ეხება.
რატომ?
ზუსტად იმიტომ, რომ ტელე-სახელმწიფოში ცხოვრება გვიწევს. ტელე-რევოლუციები, ტელე-აღმშენებლობა, ტელე-გმირობები....
რა გამოდის?
ყველაფერს ვეგუებით!
და, ამ დროს, ვინ გამოვდივართ ჩვენ?
"გათითოკაცებული, საშოვარს გადაგებული”...
11. მე რატომ უნდა მოვკვდე ირლანდიისთვის,დაე ირლანდია მოკვდეს ჩემთვის.
ჯოისი.
ხო ასეა ახალაია? :)
მე რატომ უნდა მოვკვდე ირლანდიისთვის,დაე ირლანდია მოკვდეს ჩემთვის.
ჯოისი.
ხო ასეა ახალაია? :)
10. "არის უფალი, რომელიც ყველაფერს ხედავს"; > მაგრამ უფალი ჩვენს მაგიერ ვერაფერს გააკეთებს, ვერც მიტინგებზე წაკითხული "მამაო ჩვენო" იხსნის ხალხას დარბევისაგან, ვერც შეძახილები " ღმერთი არ გწაამთ" სპეც რაზმელების მიმართ, ვერ შეარბილებს მათ მოქმედებას. ვერც ღმერთი შეგვინარჩუნებს სახელმწიფოს და ვერც ღმერთი ვერ დაგვიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს.
"ისტორია, რომელიც ყველაფერს გადააფასებს" > ისტორია გადააფასებს, მაგრამ დროთა განმავლობაში. მაგრამ ამ გადაფასებულ ისტორიებზეც ვერ ვისწავლეთ ვერაფერი. ვერ ჩამოვაყალიბეთ სახემწიფოებრივი აზროვნება. ვერ გავითავისეთ საქართველო შინაგანად და ის, რომ მხოლოდ სიტყვების რახა-რუხი ვერ შეინარჩუნებს ამ ქვეყანას რუქაზე.
7. ერთი რამ მაინტერესებს, დაბალრეიტინგიან ოპოზიციონერს მეტი მოეთხოვება საკუთარი ხალხის წინაშე, თუ ამავე ხალხის მიერ არჩეულ (ფორმალურად მაინც) ხელისუფალს ? თეა თაბაგარი
არსებობს ცნება სახელმწიფოებრივი თვითშეგნება, რომელიც დღეს ქართველ ერს არ გააჩნია. აგრეთვე არსებობს ეროვნული თვითშეგნება, რომელიც ასევე არ გააჩნია ქართველ ერს. არც იმ ადამიანებს, რომლებიც იქ იდგნენ და მათი ჭკუით პროტესტს გამოთქვამდნენ და არც მათ ვინც მივიდა და დაარბია ისინი, არავის აქვს განცდა საქართველოს სახემწიფოებრიობის. აქ მხოლოდ ერთი მხარის პასუხისმგებლობა არ დგას. ორივე მხარე ერთნაირად დამნაშავეა იმაში, რაც წუხელ მოხდა. არავინ აფასებს ფაქტებს, ფაქტობრივი სიზუსტით, ყველა ცაში არტყმული სიტყვებით გადმოსცემს წუხანდელ მოვლენებს, "37 წლების გამოძახილი", "დამხვრიტეს", "სააკაშვილი პასუხს აგებს" < არავინ ფიქრობს იმას, რომ საჭიროა სწორი ფაქტობრივი სახელი დაერქვა ამ ყველაფერს, არავინ ითხოვს, რომ სიმართლე ითქვას.რეალურად ეს "არც 37 წლის გამოძახილი იყო, არც არავინ დაუხვრიტავთ და არც სააკაშვილი აგებს პასუხს" ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ უარესები შერჩა სააკაშვილს და არც წუხანდელი ღამის გამო დააყენებენ კუთხეში.
ახლა, ისევ გამოვლენ, ისევ წაიკითხავენ "მამაო ჩვენოს", ისევ შემოუძახებენ სპეც. რაზმს "ღმერთი არ გწაამთ" და შემდეგ გამოვლენ და დაიწყებენ ლაპარაკს, აი მლოცველი ხალხი დაარბიეს, უღმერთოდ გაუსწორდნენ და ისევ დაწერენ და იტყვიან ღმერთი ყველაფერს ხედავსო :)
და ჩვენ, ჩვენ რას ვხედავთ, იმას კი აღარავინ ფიქორბს. არადა მთავარია ჩვენ დავინახოთ და არა ღმერთმა, და ჩვენვე გადავაფასოთ და არა ისტორიამ !!!!! "არის უფალი, რომელიც ყველაფერს ხედავს"; > მაგრამ უფალი ჩვენს მაგიერ ვერაფერს გააკეთებს, ვერც მიტინგებზე წაკითხული "მამაო ჩვენო" იხსნის ხალხას დარბევისაგან, ვერც შეძახილები " ღმერთი არ გწაამთ" სპეც რაზმელების მიმართ, ვერ შეარბილებს მათ მოქმედებას. ვერც ღმერთი შეგვინარჩუნებს სახელმწიფოს და ვერც ღმერთი ვერ დაგვიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს.
"ისტორია, რომელიც ყველაფერს გადააფასებს" > ისტორია გადააფასებს, მაგრამ დროთა განმავლობაში. მაგრამ ამ გადაფასებულ ისტორიებზეც ვერ ვისწავლეთ ვერაფერი. ვერ ჩამოვაყალიბეთ სახემწიფოებრივი აზროვნება. ვერ გავითავისეთ საქართველო შინაგანად და ის, რომ მხოლოდ სიტყვების რახა-რუხი ვერ შეინარჩუნებს ამ ქვეყანას რუქაზე.
7. ერთი რამ მაინტერესებს, დაბალრეიტინგიან ოპოზიციონერს მეტი მოეთხოვება საკუთარი ხალხის წინაშე, თუ ამავე ხალხის მიერ არჩეულ (ფორმალურად მაინც) ხელისუფალს ? თეა თაბაგარი
არსებობს ცნება სახელმწიფოებრივი თვითშეგნება, რომელიც დღეს ქართველ ერს არ გააჩნია. აგრეთვე არსებობს ეროვნული თვითშეგნება, რომელიც ასევე არ გააჩნია ქართველ ერს. არც იმ ადამიანებს, რომლებიც იქ იდგნენ და მათი ჭკუით პროტესტს გამოთქვამდნენ და არც მათ ვინც მივიდა და დაარბია ისინი, არავის აქვს განცდა საქართველოს სახემწიფოებრიობის. აქ მხოლოდ ერთი მხარის პასუხისმგებლობა არ დგას. ორივე მხარე ერთნაირად დამნაშავეა იმაში, რაც წუხელ მოხდა. არავინ აფასებს ფაქტებს, ფაქტობრივი სიზუსტით, ყველა ცაში არტყმული სიტყვებით გადმოსცემს წუხანდელ მოვლენებს, "37 წლების გამოძახილი", "დამხვრიტეს", "სააკაშვილი პასუხს აგებს" < არავინ ფიქრობს იმას, რომ საჭიროა სწორი ფაქტობრივი სახელი დაერქვა ამ ყველაფერს, არავინ ითხოვს, რომ სიმართლე ითქვას.რეალურად ეს "არც 37 წლის გამოძახილი იყო, არც არავინ დაუხვრიტავთ და არც სააკაშვილი აგებს პასუხს" ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ უარესები შერჩა სააკაშვილს და არც წუხანდელი ღამის გამო დააყენებენ კუთხეში.
ახლა, ისევ გამოვლენ, ისევ წაიკითხავენ "მამაო ჩვენოს", ისევ შემოუძახებენ სპეც. რაზმს "ღმერთი არ გწაამთ" და შემდეგ გამოვლენ და დაიწყებენ ლაპარაკს, აი მლოცველი ხალხი დაარბიეს, უღმერთოდ გაუსწორდნენ და ისევ დაწერენ და იტყვიან ღმერთი ყველაფერს ხედავსო :)
და ჩვენ, ჩვენ რას ვხედავთ, იმას კი აღარავინ ფიქორბს. არადა მთავარია ჩვენ დავინახოთ და არა ღმერთმა, და ჩვენვე გადავაფასოთ და არა ისტორიამ !!!!!
9. სააინტერესო წერილია...ვფიქრობ ყველა ჩვენგანს სტკივა ეს ...( ეს ტრაგიკული ფინალი ხომ...) გამოსავალი?...სიყვარული უნდა ვისწავლოთ სწორად...სამშობლოს სიყვარული იქნება ეს თუ შვილის.... ასეთ სიყვარულს კი მხოლოდ უფალი ჩვენი გვასწავლის...თუ მოვუსმენთ გვეშველება...თუ არადა ვიქნებით ასე, ერთმანეთის ჭამაში... სააინტერესო წერილია...ვფიქრობ ყველა ჩვენგანს სტკივა ეს ...( ეს ტრაგიკული ფინალი ხომ...) გამოსავალი?...სიყვარული უნდა ვისწავლოთ სწორად...სამშობლოს სიყვარული იქნება ეს თუ შვილის.... ასეთ სიყვარულს კი მხოლოდ უფალი ჩვენი გვასწავლის...თუ მოვუსმენთ გვეშველება...თუ არადა ვიქნებით ასე, ერთმანეთის ჭამაში...
8. რაც ხდება, ძალიან სამწუხარო და სავალალოა, მაგრამ საღად მოაზროვნე ადამიანები უკვე გადაშენების პირას არიან მგონი! აღარ მინდა ტელევიზორის ჩართვა, სამთავრობო არხები ათას ერთი ღამის ზღაპრებს გვიყვებიან, ოპოზიციური-დედას იგინება. დავიღალეთ მაგრად ყველა! ფაქტი ერთია-ყველა მთავრობა და ყველა ოპოზიცია მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის ათენებ-აღამებს. პატრიოტიზმის ღილაკს მხოლოდ ინტერვიუს მიცემის წინ და ტრიბუნასთან რთავენ. კმარა!!! მეც ვუყურე წუხანდელ ამბებს, მაგრამ წარბიც არ შემტოკებია. არა იმიტომ, რომ არ მაწუხებს და მკიდია, - არა, უბრალოდ დავეჩვიე მიტინგების რეჟიმს და ასეთ საქართველოს. მივეჩვიე და დავიღალე. მე არ მინდა მონაწილეობა მივიღო ასეთი საქართველოს არც აშენებაში, არც დანგრევაში და შესაბამისად ყველაფრისგან განზე ვდგავარ. ასეთი გულგრილობისთვის თუ გნებავთ გამკიცხეთ, ქვები დამიშინეთ, მაგრამ მე ამის მეტად არც ხმას ამოვიღებ და არც ვინმეს შევეპასუხები. ყელში ამოვიდა პოლიტიკა და ასეთი დოზით პოლიტიზირებული საზოგადოება! რაც ხდება, ძალიან სამწუხარო და სავალალოა, მაგრამ საღად მოაზროვნე ადამიანები უკვე გადაშენების პირას არიან მგონი! აღარ მინდა ტელევიზორის ჩართვა, სამთავრობო არხები ათას ერთი ღამის ზღაპრებს გვიყვებიან, ოპოზიციური-დედას იგინება. დავიღალეთ მაგრად ყველა! ფაქტი ერთია-ყველა მთავრობა და ყველა ოპოზიცია მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის ათენებ-აღამებს. პატრიოტიზმის ღილაკს მხოლოდ ინტერვიუს მიცემის წინ და ტრიბუნასთან რთავენ. კმარა!!! მეც ვუყურე წუხანდელ ამბებს, მაგრამ წარბიც არ შემტოკებია. არა იმიტომ, რომ არ მაწუხებს და მკიდია, - არა, უბრალოდ დავეჩვიე მიტინგების რეჟიმს და ასეთ საქართველოს. მივეჩვიე და დავიღალე. მე არ მინდა მონაწილეობა მივიღო ასეთი საქართველოს არც აშენებაში, არც დანგრევაში და შესაბამისად ყველაფრისგან განზე ვდგავარ. ასეთი გულგრილობისთვის თუ გნებავთ გამკიცხეთ, ქვები დამიშინეთ, მაგრამ მე ამის მეტად არც ხმას ამოვიღებ და არც ვინმეს შევეპასუხები. ყელში ამოვიდა პოლიტიკა და ასეთი დოზით პოლიტიზირებული საზოგადოება!
7. ერთი რამ მაინტერესებს, დაბალრეიტინგიან ოპოზიციონერს მეტი მოეთხოვება საკუთარი ხალხის წინაშე, თუ ამავე ხალხის მიერ არჩეულ (ფორმალურად მაინც) ხელისუფალს ?
დანარჩენს რაც შეეხება, აზრი არ აქვს პოლემიკას მათთან, ვისაც პირშიწყალჩაგუბებულს ურჩევნია ყოფნა და არც გამოსავალი აფიქრებს. იმიტომ რომ, მე ’’პოზიციის არქონა’’ მიმაჩნია ქვეყნისთვის ყველაზე დამღუპველ პოზიციად.
წერილში მოცემულ თემებთან დაკავშირებით, რას - კი და (განსაკუთრებით) რას არ დაეთახნმებით, ცოტა უფრო კონკრეტულად იქნება საინტერესო.
ერთი რამ მაინტერესებს, დაბალრეიტინგიან ოპოზიციონერს მეტი მოეთხოვება საკუთარი ხალხის წინაშე, თუ ამავე ხალხის მიერ არჩეულ (ფორმალურად მაინც) ხელისუფალს ?
დანარჩენს რაც შეეხება, აზრი არ აქვს პოლემიკას მათთან, ვისაც პირშიწყალჩაგუბებულს ურჩევნია ყოფნა და არც გამოსავალი აფიქრებს. იმიტომ რომ, მე ’’პოზიციის არქონა’’ მიმაჩნია ქვეყნისთვის ყველაზე დამღუპველ პოზიციად.
წერილში მოცემულ თემებთან დაკავშირებით, რას - კი და (განსაკუთრებით) რას არ დაეთახნმებით, ცოტა უფრო კონკრეტულად იქნება საინტერესო.
6. არც ვიცი, რა დავწერო. იმის ძალაც აღარ შემრჩა, ჩემი აზრი დავაფიქსირო რამეზე. გული მაქვს გასიებული და არ მჯერა, რომ ქართველები არიან, რომელთათვისაც "ღირსები იყვნენ მომიტინგეები იმის, რაც მოუვიდათ". გაოგნებული ვარ ზოგიერთი ჩემი ნაცნობის რეაქციით, თორემ პოზიციისგან რომ აღარაფერი მიკვირს დიდი ხანია, ეგ ვიცი...
ღმერთმა გვიშველოს! არც ვიცი, რა დავწერო. იმის ძალაც აღარ შემრჩა, ჩემი აზრი დავაფიქსირო რამეზე. გული მაქვს გასიებული და არ მჯერა, რომ ქართველები არიან, რომელთათვისაც "ღირსები იყვნენ მომიტინგეები იმის, რაც მოუვიდათ". გაოგნებული ვარ ზოგიერთი ჩემი ნაცნობის რეაქციით, თორემ პოზიციისგან რომ აღარაფერი მიკვირს დიდი ხანია, ეგ ვიცი...
ღმერთმა გვიშველოს!
5. დღეს მთლიან სამყაროს ებრაელი მასონები მართავენ. თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია "ილუმინათებზე" მიხვდებით,რომ აზრი არ აქვს თითქმის არაფერს,ვერაფერი ვერ შეუშლით ხელს ილუმინათებს,რომ გლობალიზაცია ბოლომდე მიიყვანონ,გარდა უფლისა,თუმცა ეს ყველაფერი ისევდაისევ უფლის დაშვებით ხდება.საკითხავია რატომ ?! მგონი აღარ ,რადგან პასუხი ჩვენს უზნეობაშია ! რა წერია ბიბლიაში,არ გახსოვთ ? "ერს ზუსტად ისეთი ხელისუფლება ეყოლება,როგორსაც იმსახურებსო " (დაახლოებით ასეთი შინაარსისა) ყველაფერი დასასრულისკენ წავა მაინც და ბოლო წერტილი იურუსალიმში დაისმევა !
"რომ შესაძლებელი იყო საზეიმო ღინისძიება სხვა ადგლას გადაეტანათ და ხალხი არ დაერბიათ. "
მაშინ,რატომ იმაზე არ ფიქრობდი,რომ შესაძლებელი იყო სხვაგან ჩაეტარებინათ აქცია და მაინც და მაინც მაგ ოხერ ადგილას არ მისულიყვნენ 26 ში ზუსტად ! როგორც ხელისუფლებას ასევე ოპოზიციას აწყობს ხალხის სისხლის დაღვრა,რადგან არ ვარსებობთ თითქმის... ეშმაკზე სულ მიყიდული ადიანებისთვის სამშობლოს მცნება არსებობს? ან ნარკომანისთვის? ან ბოზისთვის ? დღეს მთლიან სამყაროს ებრაელი მასონები მართავენ. თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია "ილუმინათებზე" მიხვდებით,რომ აზრი არ აქვს თითქმის არაფერს,ვერაფერი ვერ შეუშლით ხელს ილუმინათებს,რომ გლობალიზაცია ბოლომდე მიიყვანონ,გარდა უფლისა,თუმცა ეს ყველაფერი ისევდაისევ უფლის დაშვებით ხდება.საკითხავია რატომ ?! მგონი აღარ ,რადგან პასუხი ჩვენს უზნეობაშია ! რა წერია ბიბლიაში,არ გახსოვთ ? "ერს ზუსტად ისეთი ხელისუფლება ეყოლება,როგორსაც იმსახურებსო " (დაახლოებით ასეთი შინაარსისა) ყველაფერი დასასრულისკენ წავა მაინც და ბოლო წერტილი იურუსალიმში დაისმევა !
"რომ შესაძლებელი იყო საზეიმო ღინისძიება სხვა ადგლას გადაეტანათ და ხალხი არ დაერბიათ. "
მაშინ,რატომ იმაზე არ ფიქრობდი,რომ შესაძლებელი იყო სხვაგან ჩაეტარებინათ აქცია და მაინც და მაინც მაგ ოხერ ადგილას არ მისულიყვნენ 26 ში ზუსტად ! როგორც ხელისუფლებას ასევე ოპოზიციას აწყობს ხალხის სისხლის დაღვრა,რადგან არ ვარსებობთ თითქმის... ეშმაკზე სულ მიყიდული ადიანებისთვის სამშობლოს მცნება არსებობს? ან ნარკომანისთვის? ან ბოზისთვის ?
4. ემოციურ ფონზე დილით ბლოგ პოსტი დავწერე ამ თემაზე :) მიუხედავად იმისა,რომ ცოტა უხეშ–უზრდელურად გამომივიდა სხვანაირად არ შემეძლო ალბათ.. ან შემეძლო კიდეც და ასე ჩავთვალე საჭიროდ.. ძალიან ნერვები მეშლება ახლაც ამ ყველაფერზე, საერთოდ არ მაინტერესებს ეს პოლიტიკა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ვინმეს სიკვდილის ან ცემის მომხრე ვარ, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რომელ მხარეს და რამდენი იყო მსხვერპლი ფაქტია რომ იყო და მანდ მთავრდება.. მე არასოდეს ვიქნები ჩემი ქვეყნის პატრიოტი იქამდე სანამ,ჩემი ქვეყანა არ გახდება ჩემი ქვეყანა და არ ამოვა ამ წუმპიდან.. (ვისაც როგორც უნდა ისე გაიგოს ეს).
შეგიძლიათ ესეც წაიკითხოთ თუ დაგაინტერესებთ.. http://domxali.blogspot.com/2011/05/blog-post_26.html ემოციურ ფონზე დილით ბლოგ პოსტი დავწერე ამ თემაზე :) მიუხედავად იმისა,რომ ცოტა უხეშ–უზრდელურად გამომივიდა სხვანაირად არ შემეძლო ალბათ.. ან შემეძლო კიდეც და ასე ჩავთვალე საჭიროდ.. ძალიან ნერვები მეშლება ახლაც ამ ყველაფერზე, საერთოდ არ მაინტერესებს ეს პოლიტიკა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ვინმეს სიკვდილის ან ცემის მომხრე ვარ, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რომელ მხარეს და რამდენი იყო მსხვერპლი ფაქტია რომ იყო და მანდ მთავრდება.. მე არასოდეს ვიქნები ჩემი ქვეყნის პატრიოტი იქამდე სანამ,ჩემი ქვეყანა არ გახდება ჩემი ქვეყანა და არ ამოვა ამ წუმპიდან.. (ვისაც როგორც უნდა ისე გაიგოს ეს).
შეგიძლიათ ესეც წაიკითხოთ თუ დაგაინტერესებთ.. http://domxali.blogspot.com/2011/05/blog-post_26.html
3. ხალხს მიეც პური და სანახაობა...
საინფორმაციო ვაკუუმში მოვიქციე საკუთრივ თავი- არა-ტელევიზორს! არა-რადიოს! არა მიტინგს! არა-ომს! არა სიძულვილს!
განა არ მიყვარს საქართველო
მეზიზღება ყველა,ვინც ჯიჯგნის სვავივით...
დადუ! მეც-მირჩევნია მერქვას აპოლიტიკური ადამიანი და არ მაინტერესებდეს რა ხდება მათ ბინძურ თამაშში, ვიდრე მათ "სათამაშოდ" ვგრძნობდე თავს.
არის აწმყო, თუმცა სულს ღაფავს............................. ხალხს მიეც პური და სანახაობა...
საინფორმაციო ვაკუუმში მოვიქციე საკუთრივ თავი- არა-ტელევიზორს! არა-რადიოს! არა მიტინგს! არა-ომს! არა სიძულვილს!
განა არ მიყვარს საქართველო
მეზიზღება ყველა,ვინც ჯიჯგნის სვავივით...
დადუ! მეც-მირჩევნია მერქვას აპოლიტიკური ადამიანი და არ მაინტერესებდეს რა ხდება მათ ბინძურ თამაშში, ვიდრე მათ "სათამაშოდ" ვგრძნობდე თავს.
არის აწმყო, თუმცა სულს ღაფავს.............................
2. თეა, ხალხის აზრს რომ ძალა ჰქონდეს ბევრი რამ დღეს სხვაგვარად იქნებოდა საქართველოში. რომელ პოლიტიკურ ძალასაც არ ეზარებოდა ყველამ გამოიყენა ხალხი ამისთვის, ყველა საშუალებით და გზით. ამ კონკრეტულ ნაწერში კონკრეტიკა ცოტაა, სადაო კი ძალიან ბევრი. მგონი ცხადზე ცხადი იყო რომ 26 მაისის აღლუმს ოპოზიციას არ ჩააშლევინებდნენ, ხოლო მომიტინგეები, ისტორიულად რომ ვთქვათ, "მოღალატეებად შერაცხა" ხელისუფლებამ და "სამაგალითოდ დასაჯა"... არავის ვამართლებ, ოპოზიციას ვამტყუნებ, რადგან ხალხი გამოიყენა და გამიზნულად მიუშვა ხელისუფლების საჯიჯგნად...
ხალხი, როგორც ყოველთვის- მარიონეტია...
როდემდე? - სანამ ჩვენი თვითოეულის თვითშეგნება არ ამაღლდება და ჭეშმარიტად საქმისთვის და ხალხისთვის არ დაიწყებს სახელმწიფო ზრუნვას. ახლა მხოლოდ ადგილისთვის იბრძვიან.
ჰოდა, მე მირჩევნია მერქვას აპოლიტიკური ადამიანი და არ მაინტერესებდეს რა ხდება მათ ბინძურ თამაშში, ვიდრე მათ "სათამაშოდ" ვგრძნობდე თავს.
თეა, ხალხის აზრს რომ ძალა ჰქონდეს ბევრი რამ დღეს სხვაგვარად იქნებოდა საქართველოში. რომელ პოლიტიკურ ძალასაც არ ეზარებოდა ყველამ გამოიყენა ხალხი ამისთვის, ყველა საშუალებით და გზით. ამ კონკრეტულ ნაწერში კონკრეტიკა ცოტაა, სადაო კი ძალიან ბევრი. მგონი ცხადზე ცხადი იყო რომ 26 მაისის აღლუმს ოპოზიციას არ ჩააშლევინებდნენ, ხოლო მომიტინგეები, ისტორიულად რომ ვთქვათ, "მოღალატეებად შერაცხა" ხელისუფლებამ და "სამაგალითოდ დასაჯა"... არავის ვამართლებ, ოპოზიციას ვამტყუნებ, რადგან ხალხი გამოიყენა და გამიზნულად მიუშვა ხელისუფლების საჯიჯგნად...
ხალხი, როგორც ყოველთვის- მარიონეტია...
როდემდე? - სანამ ჩვენი თვითოეულის თვითშეგნება არ ამაღლდება და ჭეშმარიტად საქმისთვის და ხალხისთვის არ დაიწყებს სახელმწიფო ზრუნვას. ახლა მხოლოდ ადგილისთვის იბრძვიან.
ჰოდა, მე მირჩევნია მერქვას აპოლიტიკური ადამიანი და არ მაინტერესებდეს რა ხდება მათ ბინძურ თამაშში, ვიდრე მათ "სათამაშოდ" ვგრძნობდე თავს.
1. წავიკითხე თეავ, ძალიან საინტერესო წერილია:)
საშინელება იყო რაც მოხდა!:)
ხოდა ვამბობ: კისერი უტეხია ქართველ ერს(თავის მთავრობიან - ოპოზიციანად), რომელსაც პოლიტიკური კულტურის ნასახი არ გააჩნია დამოუკიდებლობის 20 წლიანი გამოცდილების მიუხედავად, ვინმე შემედავება, არც ისე დიდი დროაო, მაგრამ პოსტსაბჭოთა რამდენიმე პროგრესული სახელმწიფოსთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, ხალხი სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბებულიყო:)
საშუალება რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით დავახვევდი ამ ქვეყნიდან:)
პ.ს.უმერჩილესად გთხოვთ, არავინ შემეპასუხოს:)
პ.ს.წავედი, მაგარ წიგნს ვკითხულობ:)
ბექა ახალაია წავიკითხე თეავ, ძალიან საინტერესო წერილია:)
საშინელება იყო რაც მოხდა!:)
ხოდა ვამბობ: კისერი უტეხია ქართველ ერს(თავის მთავრობიან - ოპოზიციანად), რომელსაც პოლიტიკური კულტურის ნასახი არ გააჩნია დამოუკიდებლობის 20 წლიანი გამოცდილების მიუხედავად, ვინმე შემედავება, არც ისე დიდი დროაო, მაგრამ პოსტსაბჭოთა რამდენიმე პროგრესული სახელმწიფოსთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, ხალხი სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბებულიყო:)
საშუალება რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით დავახვევდი ამ ქვეყნიდან:)
პ.ს.უმერჩილესად გთხოვთ, არავინ შემეპასუხოს:)
პ.ს.წავედი, მაგარ წიგნს ვკითხულობ:)
ბექა ახალაია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|