ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პროზა
12 სექტემბერი, 2008


სანთელი

    შუაღამეა. ჩემს წინ სანთელი ანთია და დნება. ნელ-ნელა იწვის, პატარავდება წმინდა სანთელი. სიბნელეს ფანტავს, თუმცა ამას თვითონ ეწირება. ქრება, რათა სხვას სიკეთე მოუტანოს.
    ადამიანს შევადარე. მასავით ილევა რაღაც დროის შემდეგ. ერთი დროს აშოლტილი მალე ჩამოიღვრება  და სულ გაქრება, მხოლოდ მისგან ჩამოღვენთილმა რამდენიმე წვეთმა შეიზლება გაგავახსენოს, რომ აქ სანთელი ენთო. ადამიანიც ხომ ასეა. ამაყი, მედიდური, თუმცა დროსთან ერთად ყველაფერი ქრება, ისიც სანთელივით ან ჩაიწვება ან ვინმე ჩაწვავს, მისგან კი საფლავის  ქვა დარჩება, რომელიც როდესღაც მის არსებობას გაგვახსენებს. ადამიანის მისიაც ჰგავს სანთლისას, ისიც უნდა ეცადოს სხვას სიკეთე მოუტანოს, მისი მიზანი უნდა იყოს, რომ იარსებოს არა მხოლოდ თავისთვის, არამედ სხვისთვისაც. რათა მისმა ცხოვრებამ ფუჭად არ ჩაიაროს.
    შევყურებდი სანთელს და შევნატროდი. როგორი სუფთა და წმინდაა...ჩაიწვება, მაგრამ არა უშედეგოდ, გაქრება, მაგრამ არა უაზროდ.
  ჩვენ კი...
  ეჰ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები