ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2008


ჩემს სოფელს

ცა ისე ახლოა,
რომ ირმის ნახტომში,
რძისფერქვეშ
შეყუჟულ ვარსკვლავებს
შეწვდები.
მზეც
შენი ზაფხულის
ფერებით ერთობა,
მე კი,
ქედმოხრილი
მთის ძირში
ვეცემი.
და მერე,
გივარცხნი
ჩეროში ბალახებს,
ვიგრილებ
ცხელ ტერფებს,
ვყუჩდები
ბავშვივით.
ამ წუთას,
მგონია,
არ ვნაღვლობ არაფერს,
და გსუნთქავ _
დაღლილი
ქალაქის
აჩრდილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები