ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2011


მილონ ერთი

დღესაც ნაპასით გავაჩერე წარსულის კადრი
თამბაქოს ბოლმა ამოქარგა შენი ზმანება,
მილიონ ერთი ალისფერი ცოცხალი ვარდი
ნიკალას ვთხოვე დაეხატა შენთვის ფანჯრებთან

დღეს ჩემი ფუნჯით მიმოვჭედე ვარსკვლავით ზეცა,
ჩემი რიტმებით გადავადნობ ვარსკვლავს თვალებად,
ალუბლის ტუჩებს მივახატავ ვაკოცებ ერთს და
მილიონ ერთ გულს ცაზე ვანთებ შენთვის სანთლებად

მე ყველა გრძნობას, მთელ სამყაროს ამ ლექსში ვატევ,
მე ცისარტყელით გადავსერავ ღამეს ფერებით,
მოცარტმა მთხოვა შენს ატრიქონში ადგილი მანდე,
მითხრა სიყვარულს მე აუშვებ ცაზე ბგერებით

მე ჩაფიქრებულს მზის სხივებმა აისი მამცნო
შემოაფრქვია განთიადი გადაღლილ მუზას,
მილიონ ერთი ცაზე სხივით შენს დილას ვათბობ
მე ჩემი ფუნჯით ჩემ თავს ვხატავ ბრმად, ყრუდ და მუნჯად

მილიონ ერთი ალისფერი ცოცხალი ვარდი,
მილიონ ერთი უძილობა და თეთრად დარდი,
რაღა დავწერო, რა დავხატო, ან რა დაგიკრა
მე მომენატრა როგორც ადრე გულში ჩაგიკრა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები