ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2011


ოთხკუთხა სივრცე..

შიშველ ფეხებზე ქუჩას იცვამ და გზას მიყვები
ბილიკს, ქვაფენილს, აღმართზე და ღრმად სუნთქავ, ქშინავ,
სახლის აივნებს ამშვენებენ თიხის ციყვები
და შენ გგონია ეს სურათი გინახავს წინად.

ანუ კადრია გაყინული და შენ ხარ მხოლოდ
მოძრაობ, ებრძვი, გაშეშებულ ლოდებს და ძეგლებს
ამტვრევ ვიტრინის შუშებს ქვით და არ გესმის ხოლოდ,
რა მოხდა გუშინ, როცა წვიმა ქარით გაძეძგეს.

მისდევ აივნებს მიყოლებით რიგშია ქარი,
თითო ოთახის ჭერი სკდება ეხდება თავი
და მონაცვლებით ქართან ერთად, ჭერთან და ქერი
იყრება წვიმით სავსე მკერდზე, არ ჩანს მართალი
არც ბოროტი, საშუალოც არ ჩანს
ცვდება ქუჩები სიარულით სკდება ბილიკი,
ვერსად ვპოულობ წყლით ავსებულ თუნდაც ერთ ჩამჩას
და გინდა ცრემლი ღრიალი და ისმის ქილიკი,

დაცინვა, კიდევ ხარხარი და ფურთხება დროსი
დროსი რომელიც მიიმალა და ზურგში გირტყამს
შენ გაგახსენდა ფიცი შენი სულის და დროშის,
ნაგლეჯზე ოთხ ჯვარს ემთხევი და ცრემლები ფილტრავს

ყველაფერ იმას, რაც აქამდე საშინლად ჩანდა
იმასაც რაც კი იმალება და ნასუფრალი
შენი ცხოვრების, დაემსგავსა პატარა ჩანთას
ჩანთას შენ ზურგზე, ბილიკზე კი გხვდება უფალი

და შიშველ ფეხებს თავის მადლით გიმოსავს, გიბანს,
გიღიმის შემდეგ ხელს გკიდებს და მიდიხართ ისე,
რომ სიოც არ ჩანს მსუბუქი და ისეთი წმინდა
შენ ღმერთთანა ხარ დაამარცხე ოთხკუთხა სივრცე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები