ნაწარმოებები



ავტორი: ზაზა_გაბეჩავა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 მაისი, 2011


სამება- ახალგაზრდული ცენტრი

  ყველამ ვიცით, რომ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსებულია ახალგაზრდული ცენტრი...ჩემი აზრით აქ უნდა ჩამოყალიბდეს მოაზროვნე ხალხის ერთსულოვნება. აქ უნდა იკრიბებოდეს შემოქმედი ხალხი, უნდა მსჯელობდეს ქვეყნის სიავ-კარგეზე...მომავალზე...რაც მთავარია ძლიერი უნდა იყოს რწმენა, ქრისტიანობა ყველა შემოქმედში..ჩემი აზრით ალბათ შეიძლება შეიქმნას რაღაც მოძრაობა ამ შემოქმედი ხალხისა, რომლებიც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდებიან თავიანთ მეგობრებში, ქართველ ხალხში... ეს უნდა განხორციელდეს ეკლესიის ლოცვა -კურთხევით...ეს მოძრაობა ( თუ შესაძლებელია) უნდა ატარებდეს მებრძოლ, მხნე ხასიათს...ყველა უნდა იყოს განწმენდილი, წმინდა , ქრისტიანული სულისკვეთებით განმსჭვალული...წარმოიდგინეთ რამდენი მომხრე ეყოლება ამ მოძრაობას? ყველა, ვისაც ჭეშმარიტად საქართველოზე გული შესტკივა...
  ყველას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, თუ რა დიდი, ღვთივკურთხეული მადლია მეფე საქართველოსთვის...
  რამდენადაც მახსოვს  დავით აღმაშენებელს ჰყავდა მებრძოლთა რაზმები, რომელსაც ერქვა სვეტი...ჩემში ეს ასოცირდება როგორც სინათლის ბურჯი...
ჩემი აზრით ყველა ქართველი შემოქმედი უნდა იქცეს სინათლის ბურჯად საქართველოსთვის და არა მარტო შემოქმედი...
  რაც შეეხება ახალგაზრდულ ცენტრს , სულიერ ძალასთან ერთად უნდა ჰქონდეს ფიზიკური შესაძლებლობებიც.  თუ საჭირო გახდა და თუ იქნება ამის უფლება ეკლესიის მხრიდანაც, უნდა შეეძლოს სწრაფი მოქმედება (თუნდაც ძალის გამოყენებაც!) გარკვეულ მოვლენებთან დაკავშირებით...უნდა შეეძლოს ბრძოლა სხვადასხვა სექტების წინააღმდეგაც და სხვადასხვა გამრყვნელი გამოხდომების წინააღმდეგაც ...ვერ გამიგია, როგორ უნდა შეეგუოს ქართველი კაცის ცნობიერება ,,გეი პარადის'' და ათასი საზიზღრობების ინციდენტს...ეს არის უდიდესი რეციდივი ქართულ სულიერებაში!!! რომელზეც ე.წ.დემოკრატიული მთავრობა თვალებს ხუჭავს!  ჰო, გავკულტურულდით და გავდემოკრატიულდით ვითომ? ალბათ ვიღაცეებმა რომ მსოფლიოს დაანახონ.
  ეს ცენტრი უნდა იყოს რეალური ძალა საქართველოს სადარაჯოზე!  სულიერიც და ფიზიკურიც. უნდა ჰყავდეს ძლიერი მომხრეები ყველა რეგიონში...უნდა იყოს ერთსულოვნება... ჩემი აზრით ფეისბუკზეც რომ შეიქმნას ამისთვის გვერდი არ იქნება ურიგო...უნდა იყოს ამისთვის ერთსულოვნება ყველა ჭეშმარიტ მამულიშვილში!  მაინტერესებს თქვენი აზრი...
უფალი ჰფარავდეს საქართველოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები