ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2011


თურმე ისედაც ფერადია

შაბიამნისფრად დასერილ ცაზე ფორთოხლის ფერი მზე
ხარობს ბორდოს ფერ ტყემლის ფოთლებით ფერ არეული ტყე
ქვევით სიყვითლემ გადაახუნა გამწვანებული მიწა,
ამ თეთრ ფურცელზე ამ ლუჯი ფუნჯით ამ ათასფერებს ვრიტმავ
ყაყაჩოს წვენმა ფიქრი არია გამიფერადა აზრი,
ჩემი ცხოვრების ყველა წუთს და წამს რძის ფრად გაესვა ხაზი
მეწამულ სისხლში ყაყაჩოს წვენი და ცისარტყელა ცაზე
მაგრამ ამ ფიქრებს სხვა ფიქრი შეცვლის ვდგავარ მე მართალ გზაზე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები