ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2011


ვერ გიერთგულებ...

ჩვენ, ხელოვანებს ერთგულება არ შეგვიძლია
და გამუდმებით ახალ მუზას ვეძებთ ამიტომ,
დამთავრებამდე ამ ლექსში თუ შენ გიერთგულებ,
ვიცი, შემდეგი უკვე სხვისით უნდა დავიწყო.
საფეხურებად განაწილდნენ ემოციები,
დავიცლები და... მიგატოვებ, ისე, როგორც სხვებს,
ალბათ, სინდისი ერთხელ მაინც ამიტირდება,
ჩაგაშტერდები მაგ თვალებში როცა ბოლოჯერ...
შენ მაპატიებ ამ ღალატს და მეც შევიფერებ,
მუზის ძებნაში დიდი არის რადგან ცდუნებაც -
თავს გავიმართლებ ალბათ ამით და კარგად ვიცი,
სიყვარულისთვის ვეღარავინ დამემდურება.

ლიკა ოხანაშვილი
01.06.2011



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები