ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2011


ვეფხის-ტყაოსანი

თამბაქოს კვამლით გაიჟღინთა ცივი სიბნელე ,
მკრთალი მუზები დამთამაშებს სახეზე დღესაც,
ვერც შვება ვპოვე, ვერც მიზანი, ამ ქვეყნად ვერსად
ამ მკრთალი მუზით ჩემი თავის სიბეცეს ვლექსავ

ვეღარ გავიგე მე სიმართლე ვეძებო რაში
ვხედავ  სიმხდალე შეპარვიათ ქართველებს ხმაში,
მე მელნით არ ვწერ აქ ცრემლები დავღვარე ლურჯად
ვდგავარ ამაყი, რუსთაველზე ქცეული მუნჯად

აქ მოიყარა ყველა დროის ავ კარგმა თავი,
აქ შამქორია ჩემთვის დღეს და თან წიწამური,
ამ ფესვებს ჭადრის წინაპრების გაუჯდათ სისხლი,
აქ ნამუს სინდის შეერია ბოღმა და შური

მეტეხის ხიდსაც მივაშურე მუზებ აშლილმა,
ლანდს ვხედავ ისევ ეულს ბარათაშვილის
წითლად შეღება ჩვენმა რწმენამ აქ მტკვარი მღვრიე,
და რატომ მიყვარს საქართველო თქვენ მკითხავთ კიდე?!

დროს დაბრუნება რომ შემეძლოს ნეტავი უკან
ალბად ათი წლით გადავწევდი კალენდარს ჩემსას,
მახსოვს ვამბობდი ერთგულება მტრობაშიც უნდა
მაშინ რაინდულ იდეალებს ვეძებდი ყველგან,

ერთი წლის შემდეგ რაინდობა გახუნდა დროით,
ორი წლის შემდეგ სიყვარული შეცვალა სექსმა,
სამი წლის შემდეგ ვაჟკაცობა აქ გახდა როლი,
მე კი გავბრუვდი ასეთი დღე მარგუნა ბედმა

ოთხი წლის შემდეგპატრიოტებს ეძახდნენ გოიმს,
ხუთი წლის შემდეგ მოქეიფე ადარეს გეის,
აქ რქიანებმა შეითავსეს ფერები მოდის,
არც წაღმა ბრუნავს და არც უკან ბორბალი ბედის

ექვსი წლის შემდეგ მოშიმშილეს ურტყავდნენ კეტებს,
შვიდი წლის შემდეგ ცხედრებსაც კი აყრიდნენ ჯერებს,
შემდეგ ბულდოზრით დაგვიმიწეს ჩვენ ჯარის სული,
მიკვირს როგორღა ამის შემდეგ მიფეთქავს გული

დროს დაბრუნება რომ შემეძლოს ნეტავი უკან
ხუთი წუთის წინ გადავწევდი კალენდარს ჩემსას
რომ სულ ეს აზრი ვიმეორო ყველასთან, ყველგან,
ჩემ თავის მიკვირს არ მოვითხოვ არაფერს თქვენგან

თამბაქოს კვამლით გაიჟღინთა ცივი სიბნელე
მკრთალი მუზები დამთამაშებს სახეზე დღესაც,
ვერც შვება ვპოვე ვერც მიზანი ამ ქვეყნად ვერსად
ამ მკრთალი მუზით ჩემი თავის სიბეცეს ვლექსავ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები