ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიშელი
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2011


მაჩუქე გვირილა ...

გაბერე ბუშტები
წყლით სავსე ჭიქაში
ჩიტები ჩაკეტე
ცის ფერად მინაში....
დაწერე სიცოცხლე
და თეთრი მტრედები
დახატე ღიმილი
მტირალი გედები
იმღერე ტკივილი
და ლექსი დაწერე
დაწექი მიწაზე
დღიურში ჩაწერე:
ვსუნთქავდი, ვსუნთქავდი,
ვიმღერე, დავწერე...
დალიე ფრაზები
და ცეკვით გამოთქვი!..
მიყიდე ცხოვრება
მე ფეტვად გადმოვყრი!..
მაჩუქე გვირილა
ყველაფერს გაფიცებ
დახუჭე თვალები
მსურს შენგან გავიქცე!
ისწავლე გრძნობები
ხმამაღლა იყვირე
აკოცე პეპელას
ჰო, თუ დაიჭირე
აივსე ცრემლებით
დილამდე იცინე
ფერების ფერებით
მზესთან დაიძინე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები