არ მოკვდე, გიო <><><> არ მოკვდე,გიო! ადრეა.ცაზე შენი ჯამბაზი, ნამგალა მთვარე გდია და სიო -მგალობლის ხმაზე- წყლის წისქვილივით ჩამოათავებს ფიქრების ღერღილს. კარდიოგრამა აჩვენებს ხაზებს-გავს ფერდზე ნუკრის თვითგადარჩენის მიზნით არბენას. თოფიანებმა გზა დათმეს თუკი, გადარჩი... მაგრამ ისროლეს მაინც! ნუ გეშინია, არ მოგდის სისხლი! უკვე შენია სიმაგრის კარი, მთის უბეშია სავანე-ნისლი. და შედი,გიო! ოღონდ არ მოკვდე, შედი და სხვებმა იფიქრონ ურევ. შენ მოუსმინე მთებო,სალო კლდევ, ზედვაკის ველო და ციხის ყურევ. ეს ნოტი უკვე არის მაჟორი, ანუ ნევროზის აკორდი ბოლო. აქ შეიძლება იყო კაჟივით და სულის კიბო გტანჯავდეს მხოლოდ. არ მოკვდე, გიო! იქნებ ჭირდები თითზე დასათვლელ ადამის მოდგმას. თუ მაგ სიყვარულს ჩაეჭიდები, ექნება აზრი სიცოცხლეს, ბორგვას, მგლობას! იყმუვლე! გტკივა ხაფანგი? ქუსლიდან სისხლის წვეთები გჟონავს? მერე რა, სიცხით თუ გაითანგე, მაინც შაშვივით უკორტნე ბჟოლას, მაინც აგროვე ბუდისთვის ხავსი, მაინც! არ მოკვდე, არ მოკვდე ,გიო! ლექსები? კარგი! იქნება ასი! მაგრამ ლექსები ვერ გამოდიან თავდებად იმის, რომ მერეც ივლი ამ არეებში,თუ შვილი არ გყავს, თორემ სიკვდილი ეგ დალოცვილი სულ მზადაა და ყოველდღე გამყავს სამასლაათოდ სათიბის ბოლოს, ვერ ვთანხმდებით და ვბრუნდებით უკან. ერთხელაც იტყვი შენს „ ჰაუ ქოროს“ გავარდეს, ჯამში ჩავარდეს ლუკმა.
არ მოკვდე,გიო!..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. არა ! არ მოკვდება გიო! არა ! არ მოკვდება გიო!
24. ძალიან მომეწონა..... განსაკუთრებით ფინალი...:) ძალიან მომეწონა..... განსაკუთრებით ფინალი...:)
22. ბ რ ა ვ ო ! ბ რ ა ვ ო !
21. ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი ზოგადად პოეზიაში! წარმატებები შენ კაი კაცი.
5 ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი ზოგადად პოეზიაში! წარმატებები შენ კაი კაცი.
5
20. ზედვაკელი შენ ხარ პოეტი! ძალიან მაგარია, ძალიან! ზედვაკელი შენ ხარ პოეტი! ძალიან მაგარია, ძალიან!
19. ამაზე მეუბნებოდი, ისე რა ლექსიო?! ნწნწნწ :)
უმაგადესობაა ეს და მიყვარხარ მე :-* ამაზე მეუბნებოდი, ისე რა ლექსიო?! ნწნწნწ :)
უმაგადესობაა ეს და მიყვარხარ მე :-*
18. როცა ასე წერა შეგიძლია, რა სიკვდილზე ლაპარაკობ ძმაო?! +5
მაგრად მომეწონა. როცა ასე წერა შეგიძლია, რა სიკვდილზე ლაპარაკობ ძმაო?! +5
მაგრად მომეწონა.
17. აქ შეიძლება იყო კაჟივით და სულის კიბო გტანჯავდეს მხოლოდ. არ მოკვდე, გიო!
აქ შეიძლება იყო კაჟივით და სულის კიბო გტანჯავდეს მხოლოდ. არ მოკვდე, გიო!
16. ძალიან...ძალიან...55555
თორემ სიკვდილი ეგ დალოცვილი სულ მზადაა და ყოველდღე გამყავს სამასლაათოდ სათიბის ბოლოს, მაგარი ხარ ზედვაკელო...:-* ძალიან...ძალიან...55555
თორემ სიკვდილი ეგ დალოცვილი სულ მზადაა და ყოველდღე გამყავს სამასლაათოდ სათიბის ბოლოს, მაგარი ხარ ზედვაკელო...:-*
15. აი ეს არის ძალიან მაგარი ლირიკა :)
აი ეს არის ძალიან მაგარი ლირიკა :)
14. არ მოკვდე, გიო! იქნებ ჭირდები თითზე დასათვლელ ადამის მოდგმას. თუ მაგ სიყვარულს ჩაეჭიდები, ექნება აზრი სიცოცხლეს, ბორგვას, მგლობას! იყმუვლე! გტკივა ხაფანგი? ქუსლიდან სისხლის წვეთები გჟონავს? მერე რა, სიცხით თუ გაითანგე, მაინც შაშვივით უკორტნე ბჟოლას, მაინც აგროვე ბუდისთვის ხავსი, მაინც! არ მოკვდე, არ მოკვდე ,გიო! ლექსები? კარგი! იქნება ასი! მაგრამ ლექსები ვერ გამოდიან თავდებად იმის, რომ მერეც ივლი ამ არეებში,თუ შვილი არ გყავს...
უძლიერესი ემოცია... და სიმართლე ბოლო წვეთამდე... ბრავო და მეტი არაფერიც... ანდა მეტი რაღა... დიდებულია... არ მოკვდე, გიო! იქნებ ჭირდები თითზე დასათვლელ ადამის მოდგმას. თუ მაგ სიყვარულს ჩაეჭიდები, ექნება აზრი სიცოცხლეს, ბორგვას, მგლობას! იყმუვლე! გტკივა ხაფანგი? ქუსლიდან სისხლის წვეთები გჟონავს? მერე რა, სიცხით თუ გაითანგე, მაინც შაშვივით უკორტნე ბჟოლას, მაინც აგროვე ბუდისთვის ხავსი, მაინც! არ მოკვდე, არ მოკვდე ,გიო! ლექსები? კარგი! იქნება ასი! მაგრამ ლექსები ვერ გამოდიან თავდებად იმის, რომ მერეც ივლი ამ არეებში,თუ შვილი არ გყავს...
უძლიერესი ემოცია... და სიმართლე ბოლო წვეთამდე... ბრავო და მეტი არაფერიც... ანდა მეტი რაღა... დიდებულია...
13. ძალიან მაგარია!!!! 5555555555555 უკვდავი. 2011-06-05 23:30:38
ვეთანხმები უკვდავს.
პატივისცემით: ტენდი ძალიან მაგარია!!!! 5555555555555 უკვდავი. 2011-06-05 23:30:38
ვეთანხმები უკვდავს.
პატივისცემით: ტენდი
12. ეს ნოტი უკვე არის მაჟორი, ანუ ნევროზის აკორდი ბოლო.
უუუუფ... ბოლომ ხო საერთოდ გადახურა....... უძლიერესი ლექსია მთლიანად... ბრავო გიორგი. გაიხარე!!!!! 5. ეს ნოტი უკვე არის მაჟორი, ანუ ნევროზის აკორდი ბოლო.
უუუუფ... ბოლომ ხო საერთოდ გადახურა....... უძლიერესი ლექსია მთლიანად... ბრავო გიორგი. გაიხარე!!!!! 5.
11. +555 კარგად წერ...ძალიან!!!!! +555 კარგად წერ...ძალიან!!!!!
10. ძლიერია გიო. რაღაცეები გამახსენდა ჩემი
მოგიკითხე ძლიერია გიო. რაღაცეები გამახსენდა ჩემი
მოგიკითხე
9. ძალიან მაგარია!!!! 5555555555555 ძალიან მაგარია!!!! 5555555555555
8. მაგრამ ლექსები ვერ გამოდიან თავდებად იმის, რომ მერეც ივლი ამ არეებში,თუ შვილი არ გყავს, თორემ სიკვდილი ეგ დალოცვილი სულ მზადაა და ყოველდღე გამყავს სამასლაათოდ სათიბის ბოლოს,
არ მოკვდე გიო! მიყვარხარ :) მაგრამ ლექსები ვერ გამოდიან თავდებად იმის, რომ მერეც ივლი ამ არეებში,თუ შვილი არ გყავს, თორემ სიკვდილი ეგ დალოცვილი სულ მზადაა და ყოველდღე გამყავს სამასლაათოდ სათიბის ბოლოს,
არ მოკვდე გიო! მიყვარხარ :)
5. როგორ მიყვარს გიოს პოეზია...ძალიან....
მოგიკითხეთ შენ და ირა :-* როგორ მიყვარს გიოს პოეზია...ძალიან....
მოგიკითხეთ შენ და ირა :-*
4. ძალიან მაგარია! +++++ გაიხარე გიო! ძალიან მაგარია! +++++ გაიხარე გიო!
3. ..
სათიბში თუ მოვკვდებით, ბედი გვქონია, ჩემო ძმაო.
მიყვარხარ გულში, მაგრად.
იდექი ფეხზე.
ყველა სიკეთე. ..
სათიბში თუ მოვკვდებით, ბედი გვქონია, ჩემო ძმაო.
მიყვარხარ გულში, მაგრად.
იდექი ფეხზე.
ყველა სიკეთე.
2. მაგარია გიო. 555 მაგარია გიო. 555
|
|
მონაცემები არ არის |
|
|