ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2008


ურაკპარაკზე დადებული პირველი კაფიები...

ელ-კა.

როგორ  ეტყობა,  რომ  ჯერ  არ  შემოსულან  კაფიის  ოსტატები,  თორემ  აქ  ისეთი  ამბავი  ატყდებააა   
"დედა  შვილს  არ  აიყვანს  ხელში" 

ბობო.

ლელა, მე ჯერ ამ ორფა და ცალფა კაფიებით დამაბნია ამ გვერდის პატრონმა და თუ გავერკვიე როგორმე, მერე გიპასუხებ...
თუ არ ვიცი, რას ვწერ - რად მინდა ეგეთი წერა?


თამარ ბუკია.

ცალფა იქნება თუ ორფა,
სიტყვისთვის ბაზარს წახვალო?
კაფიის დიდოსტატი ხარ,
ლელაო, ჩემო დაქალო!


ლელა-65.

დიდოსტატები თამრიკო,
ფშავებს ყოლიათ ქალები!
ქმრებს რო ნახირში გაყრიან,
სხვებისკენ რჩებათ თვალები!


თამარ ბუკია.

"თვალები რჩებათ"? კაცები
შტაბელებივით ყრიანო?
დღეს კაი კაცის პოვნასა
"თვალები რჩებათ" ჰქვიანო?


ლელა-65.

კაცები ჟიპიტაურით,
კარგა რო გამოსკდებიან1
მატი ცოლები ბოსელში,
წაწლაობაში კვდებიანნნ!


ნეკერა.

ლელავ წაგიშლის მაგ შაირს
კარატიელი აბდია
ცენზურა შემოუღია,
თვითონ რცხვენია - ნაღდია!


თამარ ბუკია.

წაწლაობაში სიკვდილი
ბარე ბევრსა აქვს ოცნებად...
ჟიპიტაურის გარეშეც
დაიღვრებიან კოცნებად!


ლელა-65.

მე რათ წამიშლის აბდია?
არა ვარ მაგის ქალია,
ერთი კახელი უნახავს
წაწლაობაში მკვდარია? 


თამარ ბუკია.

თელაველი ხარ! მთებამდე
მანძილი არის მოკლეო!
გადმოგდებია წაწლობა
და ენა დაიმოკლეო!


ლელა-65.

თურმე თუ კარგა არ გაწვრთნეს,
არ უწვებიან კაცებსა!
კაცი რომ კარგა გაიწვრთნეს,
ჯერ უნდა სდიოს ვაცებსა


თამარ ბუკია.

ფშავ-ხევსურებთან კაფიას
აბა რაი სჯობს, ლელაო?
მაგრამ... ჩვენცა ვთქვათ რაღაცა,
განა აქეთ კი ბნელაო?!


ლელა-65.

თელაველობას არ ვწუნობ
შენსავით როდი ვტირიო,
შენი წაწალი იქნება,
ყურებ პარტყუნა ვირიოოო!  :-*
ხინკალს მოვახვევ თამაროო,
შემოგირიგო იქნება,
სიღნაღში არ გაგიჭირდეს
დიდყურა ვირის მიგნებააა!


თამარ ბუკია.

ვაცის მდევნელი კაცები
ნახირში იწვრთნებიანო?
ნუ აურიე, ლელაუ,
მაგ ნახირს "ფარა" ჰქვიანო!


ლელა-65.

ფარაში წასულ კაცებსა,
მოსულებს შარას ხვდებიან!
გაიგულებენ ქმრებსა და
კახელებთანა წვებიან! 


თამარ ბუკია.

ლელაუ, არცერთ სიღნაღელს
ოჯახში არ ჰყავს ვირიო...
ძლივს ერთი სანთლად ვიპოვე,
კედელს შევარჭე ჩხირიო...
სურათს გაჩვენებ, თუ გინდა,
ხელმარჯვნივ როა, მე ვარო...
ჭკუას ვარიგებ ვირუკას,-
ხელაღმართული ვდგევარო!


ლელა-65.

თუშებიც კახებს ყვარობენ,
მწყემსებს ეწყებათ დოლია,
ცოდოა თუშის ქალაი!
ქალია განა ცხორია!
 

თამარ ბუკია.

რა გიხარია, კახელო,
გადმოუვლიათ თუშებსა...
მკოცნელიც არვინ დაგრჩებათ,
ტყვილად დაპრუწავთ ტუჩებსა.


ლელა-65.

რახამ იპოვე რას ვჩივი,
კედელ ნუ ურჭობ ჩხირსაოო
ერთი ადგილი უნახე,
მაგ ჩვენებიანთ ვირსაოო!


თამარ ბუკია.

რას შემოუჩნდი ამ ჩემს ვირს?
რად არ ანებებ თავსაო?
ვირი რად მინდა? კაცები
გუნდად დამდევენ ქალსაო!


ლელა-65.

ეგ მართალია თამრიკო
კაცი არ დარჩა საჩვენო,
საიტზე მიშუამდგომლე,
იქნება ვინმე მაჩვენოო!
გუნდად დაგდევენ რას ქვია,
იქნება ირმის ჯოგადა,
ე მაგისთანა კაცები
გამოიყენე  ჯოხადა! 


თამარ ბუკია.

ოკ... წადი დაწექი, 
ნანებს მიეცი თავიო,
თორემ მე ვიცი, ხვალამდე
დამრჩები მოსა...კლავიო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები