ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
7 ივნისი, 2011


ძმების ფილოსოფია



დათა: გიგუ, ცაში აიხედე,
            რა ლურჯია, კამკამა.
გიგუ: ალბათ, დათა, მზემ ღრუბლები
            ციდან სადღაც გაყარა.
დათა: ამ ჭადარზე ის ალვის ხე
            რომ დავდგათ, ცას მივწვდებით?
გიგუ: დათა, ცას რომ მივწვდეთ, ძმაო,
            მერე მზით დავიწვებით.
დათა: გიგუ, გიგუ, ციდან წვიმა
            როგორ მოდის, ამიხსნი?
გიგუ: ოთხი წლის ვარ, ჩემო ძმაო,
            ჯერ მაგდენი რა ვიცი.
დათა: ალბათ, რამე როცა ტკივა ცას,
            ვერ უძლებს გმირულად,
            ტირის პატარა ბავშვივით,
            ტირის კოკისპირულად.
გიგუ: მე კი მასე სულ არ ვფიქრობ.
            წვიმა ღრუბლის ცრემლია,
            ცა არ ტირის, ღრუბელი კი,
            მე მგონი, ცის მცველია.
დათა: გიგუ, ნახე მთის მწვერვალზე
            ცისარტყელა გამოჩნდა.
გიგუ: გრძნობ, მთა როგორ გაინაბა?
            სილამაზით გაოცდა.
დათა: მთის გულიდან იწყება და
            დასასრული არ უჩანს…
გიგუ: წვიმამ მზე ცოლად შეირთო,
            ცისარტყელა გაუჩნდათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები