ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ა___ჩ___ი
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2011


დახურული წერილი

კედელი, სივრცე, საღებავი, სისველე, სარე-
ცელია თითქოს, ოთახიდგან აღმოსავლეთით,
სეგმენტი უფრო დახურული, ბინძური არე,
ამ ჭაობიდან საჭიროა ამოსვლა... ღმერთი-
აჰა გამოჩნდა... ყველაფერ იქნება კარგად,
თეთრი, ისეთი სითეთრე, რომ თვალებიც თეთრდე-
ბა-სრია ღამე, მერამდენედ დავდგები კართან,
რომ უშენობის მანტიანი სტუმარი შემხვდეს.
სისხლია რადგან ყველაფერი, ჰაერის ჩათვლით,
შენ გძინავს ასე უმანკოდ და ნახულობ სიზმარს,
რომ თაფლის სანთელს, უმოწყალოდ, ფრჩხილებით ათლი
თითო ლოცვების დამთავრებას ... და რაღას იზამ.
დროა, საათი, ზოგჯერ წუთი, ან სულაც წამი,
თვალის მოხუჭვა დამავიწყდა ამ ბოლოს, ვფიცავ,
შენაც ადექი სიზმრებიდან ჩემს ბაღში წამო...
სულ სხვა ფერი აქვს ამ ჩემს ბაღში "ჩვენ", ანუ მიწას.
მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა, ან შინა
ცისა და მომეც გამძლეობა, მომეცი ძალი,
ეს ბნელი ღამეც არაფერი არ არის - შირმა,
რომელსაც ისევ გაათენებს მეზობლის ძაღლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები