ნაწარმოებები



ავტორი: ზაზა_გაბეჩავა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 ივნისი, 2011


მოხვედ ჩვენდა სინანულად

მრავალ სულთმოფენობას დაესწარით...უფალი ჰფარავდეს საქართველოს!


უძღები შვილი


ვით უძღები შვილი სოფლად, ვერ წაუველ ვერსადაო
თვალთა შენთა მშანთავ ნათელს, მეუფეო ზეცათაო!

ქვესკნელს დამნთქა სულთა მტერმა, სად შენა და მე სადაო
მომიძიე კრავი შენი, მეუფეო ზეცათაო!

გულისთქმათა განმგებელო, მსურს ამლაგმო, მესადავო,
სულთა მწეო, ყოვლისმძლეო, მეუფეო ზეცათაო!

სინანულის ცრემლთა რუებს აწ კი უნდა ესათავო,
მოხვედ ჩვენად სინანულად, მეუფეო ზეცათაო!

ზვიად გამსახურდია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები