ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2011


რეკვიემი

მთვარემ შეიფერა მნათობის სტატუსი,
გონების პალიტრა ოქროსფრად ნათიბია
მოშავო თვალები ზღვისაკენ ატუზე
და თითქოს ზაფხულმა გაქცია ამფიბიად.
სიო საამურად დათბა შენს სხეულში.
ნაჟური წვიმების ხელისგულს გიკოცნიდა
შუაღამის სურნელი ფილტვებში შეუშვი
და ბრმა  ტკივილისგან დროებით დისოცირდი.

...
მარჯვენა სანამ
ფეთქავდა სისხლში,
აქ, ზღვაში ორნი ერთად ანცობდით.
თავს გედგათ მთვარე
და ვარსკვლავებით
გადაჭედილი ოქროს საცობი...

დღეს კი ამარა
ცვრიან ჰაერის
წყეულ დროს მწარე კივილით ლეწავ
მერე კი მუხლად
დაიჩოქები-
და ივედრები მიგიღოს ზეცამ.
ოცნებობ ღრუბლის
გაბმულ სიმებზე,
მოფერებაზე ქათქათა სუდრის,
რადგანაც ახლა
გარდაცვალება
თითქმის ხელახალ ცხოვრებას უდრის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები