ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი არაბიძე
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2011


  ჩამოტვირთვა

მტკვრის მონოლოგი

ჰო, მიდი. თვალი ამარიდე... და წადი ქარში.
წადი მოწამლულ ბილიკებით. სირბილით წადი.
თან წაიყოლე სატირული, უცრემლო შარჟი.
წადი და უკან გამოხედვა არასდროს ცადო.

და ნუ იტირებ... სიმხურვალე სხეულში ჩაგრჩეს.
ნურც სევდიანი მიმიკებით გადაღლი სახეს.
მუქი ფარდებით დაუხუჭე თვალები ფანჯრებს
და სიგიჟეთა საპყრობილედ აქციე სახლი.

იყავი მარტო, სანაგვეში, წამწამთა ცოცხით.
ჭამე ნახშირი. ჭამე მიწა... სხეულიც ჭამე.
იქ სადაც ძინავთ ცელით ხელში გამოხრულ ჩონჩხებს,
იარე ნელა, რომ ნაფეხურს არ წაცდეს ჩქამი.

და ბოლოს ნახავ იმ დაძაგრულ სიზმრების თოვას,
ბოლო ფიფქები ირონიის თითებმა თვალონ.
როცა სიკვდილი ყვირილით და ღრიალით მოვა,
ენა კბილებით დაღეჭე და... დახუჭე თვალი...

იქნება მერე ნატირალი წვიმების მარში,
იტყვიან „მხოლოდ საკუთარი ტკივილის წამდა...“
ახლა კი თვალი ამარიდე და წადი ქარში,
წადი და უკან გამოხედვა არასდროს ცადო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები