ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 ივნისი, 2011


ბოლო

ტკივილი სხეულის სიღრმეში ატანს,
მეგონა დაბრუნდებოდი და
არ არსებობდი თურმე.

ილუზიებში ვყოფილვარ,
ვფიქრობდი სისულელეზე და
შენც არ ყოფილხარ.

ტკივილი ატანს სულის სიღრმეში და
არ არსებობდი თურმე.
ან არსებობდი...

დადიხარ ვიღაც ელლესთან,
თუ ვიღაც გვანცასთან,
თურმე ორივე ერთია და  ტკივილებს ვქარგავ.

მოგონილია ყველაფერი რაც სუფევს აქ და,
აღარაფერი დამრჩენია ტირილის გარდა,
ცრემლები დაშრა.

დაბრუნდებოდი მეგონა და
წაურთმევიათ შენი სხეული
სულიც და არ ხარ.

აღარ არსებობ,
ან არსებობდი?
არ ვიცი მართლა...

-
დღეს წვიმის წვეთები,
ცრემლების ნაცვლად ეცემიან და
არ ხარ, არ ხარ...

შენი არსებობა,
წაუღიათ სულ სხვაგან,
სადღაც...

მეგონა დაბრუნდებოდი ,
და თურმე არც ხარ,
სად ხარ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები