ნაწარმოებები



ავტორი: მარიკა-12
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 ივნისი, 2011


***

ლოცვით ვადიდოთ უფალი ღმერთი
ვიდრემდის სული სხეულის ტყვეა
ყველაზე დიდი სასწაული ხომ
ადამიანი, ღამე და დღეა.
ცოდვის გრიგალმა თმა გაგვიწეწა
თვალში გვაყარა სილა შურისა,
მსწრაფლ  შევეფაროთ ღვთის წმინდა ტაძარს
მხოლოდ იქ გვძალუძს შველა სულისა.
დავგმოთ მრუშობა, დავგმოთ სიცრუე,
არა კაცი ვკლათ, არა ვიპაროთ,
მუდამ გვიყვარდეს უფალი ჩვენი
ღვთისკენ მიმავალ გზაზე ვიაროთ.
შევსთხოვოთ უფალს დედა სამშობლოს
გამთლიანება და გაბრწყინება
ამ ქვეყნად ჩვენი მოვლინებისთვის
მადლობა უფალს, უფალს დიდება!.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები